среда, 11 июля 2018 г.

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2018 წელი.



მთვარის 29- დღე
12.07-ის 4.41 სთ.დან 13.07-ის 5.45 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
პლუტონი. თევზების მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
ჰიდრა, რვაფეხა.
მოქმედება:
პანიკა.
სახელწოდება:
ჰიდრა, რვაფეხა.
ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
მისტიური ზეგავლენა:
დაცემისა და კატასტროფების დღეა.
საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდირებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.
სოციალური ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძლიერ ნეგატიური.
არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დბადებულები მთელი ზოდიაქოს განტევების ვაცები არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.
მედიტაცია:
არა



მთვარე იმყოფება ,,კირჩხიბის''  ზოდიაქოში      11.07-ის   21.58 სთ.დან  13.07-ის 21.31 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში  მორიელის და  თევზების    ნიშნით                                   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  ქალწულის და  კუროს ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის  და  მერწყულის ნიშნებს.
კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
 ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  ლომის  ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  სასწორის და  ვერძის
 ზოდიაქოსთვის.


 დღის  ასტროლოგიური პროგნოზი:  დაიწყო ,,გეკატის დღეები'', ანუ უმთვარო, ბნელი ღამეები, როდესაც მთვარე საერთოდ არ მოსჩანს მზესთან მიახლოების გამო, ეს მოვლენა გრძელდება 4 დღემდე და მიჩნეულია კრიტიკულ პერიოდად.
 13 ივლისს ახალი მთვარეა მზის დაბნელებით. დაძაბული იქნება უახლოესი ორი დღე. 
კონკრეტულად 12 ივლისი კრიტიკული დღეა, უმჯობესია ვაკეთოთ მიმდინარე, აუცილებელი საქმეები, რთული და საფრთხის შემცველი საქმე ანდა, მოგზაურობა გადავდოთ 3 დღით, 15 ივლისამდე.
მინაწერი: საათები მითითებულია საქართველოს ადგილობრივი დროით. მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა პიროვნებებმა პროგნოზში მოყვანილი საათები უნდა გაითვალისწინონ  ადგილობრივ დროზე საათის გადაყვანის შემდეგ.
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili

skype: astrokonsultant 

Комментариев нет:

Отправить комментарий