მთვარის 30-ე დღე
6.10-ის 6:36 სთ.დან 15:05 სთ.მდე-ახალმთვარეობის დადგომამდე მოქმედებს
სიმბოლური შესატყვისება: |
თევზების მე-19 და
30-ე გრადუსები. |
სიმბოლო: |
ოქროს გედი. |
მოქმედება: |
ცხოვრების სიყვარული. |
სახელწოდება: |
გედი. |
30-ე დღე ყოველ მთვარის თვეს არა აქვს.
სიყვარულის, პატიების, მონანიების და თვის შედეგების დაჯამების დღე. ხშირად გამოხატულია იმ ბოროტისა და კეთილის თანაბარი რაოდენობით, რომელსაც ჩვენ ვიღებთ. დიადი ზომიერების, სრული ჰარნომიის დროა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ნეიტრალური. საკვები უნდა იყოს მსუბუქი, არა ხორცეული, არა უხეში. სასურველია მუშაობა ქვაზე. ძაღლის ყეფა ჴ ნიშანია რომ რაღაცა შეცდომა იქნა დაშვებული ცხოვრებისეულ გზაზე, გასულ თვეს.
დასვენების და გულის კუნთის წმენდის დღეა.
მისტიური ზეგავლენა:
შედეგების დაჯამების, თილისმებზე და პრეპარატებზე მუშაობის დროა.
30-ე დღეს ყურადღებით უნდა გაანალიზდეს განვლილი გზა და უნდა შეეცადოთ ჩამოირეცხოთ ცოდვები. ეს არის მსხვერპლის შეწირვის დღე, ყველაფერი უსარგებლოს მოშორების დრო, სულიერად განვითარების ახალ წრეზე გადასვლის დრო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველაფერი ეს დაჯამდეს მზის დაბნელებამდე.
სოციალური ზეგავლენა:
არასაკეთილდღეოა საქმიანი ურთიერთობებისთვის.
ამ დღეს სასურველია დაასრულოთ საქმეები, უცქიროთ, ისწავლოთ სილამაზე, აჩუქოთ ხალხს სიხარული, დაარიგოთ ვალები, გამოიჩინოთ წყალობა. უნდა განწმინდოთ სახლი, კერძოდ თილისმების შეტანით (ნალი).
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ლამაზები, კეთილები, ბრძენები, სიყვარულში ერთგულები არიან. ადრეულ ასაკიდანვე პოულობენ თავიანთ მოწოდებას. ეს არის ერთ-ერთი ბოლო მოვლინება სამყაროში მოცემულ დონეზე ჴ შესაძლებელია ისინი დედამიწაზე მეტი არ დაიბადონ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
სიცოცხლე ჴ თქვენს ბავშვს დასვენება ელის. მას ექნება ისეთი სიბრძნე, რომ ის არ ისურვებს ისაუბროს იმაზე, რაც იციან სამყაროში. გარდა ამისა ამ დღეს ჩასახული ბავშვისთვის დამახასიათებელი იქნება ჰარმონია ქორწინებაში, სიმშვიდე, ის იპოვის თავის იდეალს, იქნება მოწყალე ყველასა და ყველაფრის მიმართ.
მედიტაცია:
ბუნების ჰარმონია.
მთვარის 1-ლი დღე
(დასაწყისი: ახალი მთვარიდან მთვარის ამოსვლამდე)
6.10-ის 15:05 სთ, დან-ახალმთვარეობიდან 7.10-ის 7:51 სათ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება: |
ვერძის 1-ლი და
12-ე გრადუსები |
სიმბოლო: |
მანათობელი,
ლამპარი, შუქი. |
მოქმედება: |
აზრი. |
სახელწოდება: |
მანათობელი,
სხივი. |
შემოქმედებითი ჩანაფიქრების დღეა. არავითარი საქმის დაწყება არ შეიძლება, მხოლოდ მათი დაგეგმვა ხდება. ის, რასაც ამ დღეს დაგეგმავთ, შემდგომში განხორციელდება და ამასთან თქვენი ჩარევის გარეშეც. ეს როგორც ცნობილია მაგიური დღეა, როდესაც შესაძლოა შექმნათ წარმოსახვითი სახეები, მენტალური ფორმები ცნობიერებაში, რომლებიც შემდგომ განხორციელდებიან. მთვარის 1-ლ დღეს ფიქრი “არა საჭიროზე”, ძალზე წინდაუხედავი საქციელია, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რეალიები, რომლებმაც შემდგომ უბედურება მოგვიტანონ.
ეს
ძალიან სუფთა დღეა.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
ნეიტრალური დღეა. ცუდია მოგზაურობისთვის, ვაჭრობისთვის.
მისტიური
ზეგავლენა:
აზრის ფორმები და სახეები შექმნილი მთვარის ამ დღეს, საკმაოდ მყარია
და ქმნიან შეუსუსტებელი მოქმედების მიზანსწრაფულობას. ჩანაფიქრებისა და გეგმების დღეა.
სოციალური
ზეგავლენა:
სუსტად უარყოფითია. არ ითანამშრომლოთ პარტნიორთან, ნუ მოიწადინებთ კონტაქტებს, ურთიერთობებს. სერიოზულ საქმეებს ნუ დაიწყებთ, მიმდინარე კი უკეთესია გადადოთ.
სამედიცინო
თვალსაზრისით:
ამ დღეს არ უნდა გადაიტვირთოთ. არ მიიღოთ ალკოჰოლი, ნუ შეჭამთ ცხარე და ძალიან
ცხელ საჭმელს. დაავადებები ხანგრძლივია, მაგრამ ავადმყოფი გამოკეთდება. ხშირად რთულდება დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმში ქვების წარმოშობასთან, შეკრულობასთან. გამწვავდება კლაუსტროფობია.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
სულ რაღაც დიდის მოლოდინში არიან. მათ შეიძლება ასე ელოდონ სიცოცხლის ბოლომდე და წარმატებას ვერც მიაღწიონ. ზოგჯერ მათ რაღაც ზებუნებრივი ძალა უბიძგებს და ისინი გმირობას ჩადიან.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულ ბავშვს ზეცა მფარველობს. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა, ხანგრძლივი და საინტერესო სიცოცხლე. ბიჭი შესაძლოა სასულიერო პირი გამოვიდეს, მაგრამ ამ დღეს ჩასახვისთვის საჭიროა შეემზადოთ ხანგრძლივი მარხვით. ფიზიოლოგიურად მძიმე დღეა. შინაგან ორგანოებს ამჭიდროვებს. თუ არ დაიცავთ რეკომენდაციებს, ენერგიის გადატყორცნა მოხდება შინაგან ორგანოებზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში ქვების წარმოქმნა. სანამ დაავადებები არ არის, არ უნდა მივცეთ მათ წარმოქმნისა და განვითარების საშუალება.
მედიტაცია:
სანთელი.
მთვარე იმყოფება ,,ქალწულის'' ზოდიაქოში 3.10-ის 12:38 სთ.დან 5.10-ის 16:41 სთ.მდე.
Комментариев нет:
Отправить комментарий