среда, 6 октября 2021 г.

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2021 წელი.

 



მთვარის მე-2 დღე

7.10-is 7:51 sT.dan 8.10-is 9.08 sT.mde moqmedebs.  

 

სიმბოლური შესატყვისება:

ვერძის მე-13 და 24- გრადუსები

სიმბოლო:

გზა, პირი

მოქმედება:

მოთხოვნილება

სახელწოდება:

დიდი თევზი, ყბა.

მთვარის მე-2 დღეს დადებით შედეგს იძლევა დიეტა. მთვარის ამოსვლის წინ ყველასთვის რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა. დალევ 1 ლტ დამარილებულ წყალს ლიმონით. ვინც შეჩვეულია მიიღებს ყვავის პოზას”. წყნარად დაჯდება და დაიწყებს პროდუქტებზე ფიქრს. თუ ჩამოთვლისას რომელიმე პროდუქტის გახსენებაზე გულის რევას იგრძნობთ, ის პროდუქტი სწყენს თქვენს ორგანიზმს (ასევე შესაძლებელია მეგობრების შემოწმება) სრულად უკუნაჩვენებია ამ დღეს სიბოროტე, გულგრილობა და სიკეთე პირიქით აუცილებელია ჩაინერგოს ადამიანმა.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია მოგზაურობისთვის, შემოქმედებისთვის, ვაჭრობისათვის, დიდი საქმეებისა და სწავლისათვის. ასევე კარგია დასაგეგმად.

მისტიური ზეგავლენა:

ძირითადი მიმართულება ფიზიოლოგია, დიეტოლოგია. თუ იგრძენით რამეზე გულის რევა, იმ პროდუქტზე უარი უნდა თქვათ. ფიტოზემოქმედება: გამწმენდი პროცედურები (შიმშილობის გარეშე). დასაშვებია ფიზიკური ვარჯიშების ნებისმიერი სახე, მხოლოდ გადაღლის გარეშე.

სოციალური ზეგავლენა:

ცუდია ახლო კონტაქტებისათვის, ქორწინების გასაფორმებლად, ქურდობისათვის, სასამართლო პროცესებისთვის. უკეთესია არ იჩხუბოთ.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ამ დღეს კარგია ფიზიკური ვარჯიშები, ანდა საინფორმაციო ციკლის დაწყება, თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა ორგანიზმში მოხდეს ფიზიკური სხეულების გამყარება (მარილები, შლაკები, ქვები). ტკივილს იწყებს კბილები. შესაძლოა პარადონტოზი. სასურველია ყურადღება მიექცეს აგრეთვე პირის ღრუს, კბილებს, სასას.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ცდილობენ ყველაფერი მიიტაცონ, მოიხვეჭონ თავისკენ. ისინი მიისწრაფიან ქონების შესაძენად. ზოგჯერ ძუნწები არიან, მიჯაჭვული არიან თავის წრეს და ქონებას. გულმოდგინეები და ჭკვიანები, იშვიათად ცდებიან შეფასებაში, არასოდეს არ სუქდებიან.

დაბალი განვითარების ადამიანებში ეს ყველაფერი სიხარბესა და მიმტაცებლობაში აისახება. არასოდეს სუქდებიან, თუმცა ჭამენ ყველაფერს განურჩევლად. მათ შეიძლება განუვითარდეთ სიძუნწის, მომხვეჭელობის ინსტინქტი, ემონებიან ნივთებს.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ძალიან კარგია, განსაკუთრებით წარმატებულია გოგონას ჩასახვა. მას ელის წარმატება, სურვილების შესრულება და აუცილებლად ვინმეს მხრიდან მფარველობა.

მედიტაცია:

მოხმარების პროცესი.

მთვარე იმყოფება  ,,სასწორის''  ზოდიაქოში       5.10-ის 16:41 სთ.დან  7.10-ის 18:22 სთ.მდე.



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მერწყულის და ტყუპების ნიშნით   დაბადებულებისთვის

ზომიერი წარმატება ექნებათ  მშვილდოსნის და  ლომის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  თევზების და კუროს ნიშნებს.
სასწორის და ვერზის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი თხის რქის და კირჩხიბის ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: დაიწყო ,,გეკატის დღეები'', უმთვარე ღამეები, რთული პლანეტარული განლაგების ფონზე 7 ოქტომბერი სუსტად დადებითი დღე იქნება.



პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274

Комментариев нет:

Отправить комментарий