понедельник, 29 октября 2012 г.


 

მთვარის 1-ლი დღე

(დასაწყისი: ახალი მთვარიდან მთვარის ამოსვლამდე)

 

სიმბოლური შესატყვისება:
ვერძის 1-ლი და 12- გრადუსები
სიმბოლო:
მანათობელი, ლამპარი, შუქი.
მოქმედება:
აზრი.
სახელწოდება:
მანათობელი, სხივი.

 

შემოქმედებითი ჩანაფიქრების დღეა. არავითარი საქმის დაწყება არ შეიძლება, მხოლოდ მათი დაგეგმვა ხდება. ის, რასაც ამ დღეს დაგეგმავთ, შემდგომში განხორციელდება და ამასთან თქვენი ჩარევის გარეშეც. ეს როგორც ცნობილია მაგიური დღეა, როდესაც შესაძლოა შექმნათ წარმოსახვითი სახეები, მენტალური ფორმები ცნობიერებაში, რომლებიც შემდგომ განხორციელდებიან. მთვარის 1- დღეს ფიქრი არა საჭიროზე”, ძალზე წინდაუხედავი საქციელია, რადგან ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ რეალიები, რომლებმაც შემდგომ უბედურება მოგვიტანონ.

ეს ძალიან სუფთა დღეა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ნეიტრალური დღეა. ცუდია მოგზაურობისთვის, ვაჭრობისთვის.

მისტიური ზეგავლენა:

აზრის ფორმები და სახეები შექმნილი მთვარის ამ დღეს, საკმაოდ მყარია  და ქმნიან შეუსუსტებელი მოქმედების მიზანსწრაფულობას. ჩანაფიქრებისა და გეგმების დღეა.

სოციალური ზეგავლენა:

სუსტად უარყოფითია. არ ითანამშრომლოთ პარტნიორთან, ნუ მოიწადინებთ კონტაქტებს, ურთიერთობებს. სერიოზულ საქმეებს ნუ დაიწყებთ, მიმდინარე კი უკეთესია გადადოთ.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ამ დღეს არ უნდა გადაიტვირთოთ. არ მიიღოთ ალკოჰოლი, ნუ შეჭამთ ცხარე და ძალიან  ცხელ საჭმელს. დაავადებები ხანგრძლივია, მაგრამ ავადმყოფი გამოკეთდება. ხშირად რთულდება დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ორგანიზმში ქვების წარმოშობასთან, შეკრულობასთან. გამწვავდება კლაუსტროფობია.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

სულ რაღაც დიდის მოლოდინში არიან. მათ შეიძლება ასე ელოდონ სიცოცხლის ბოლომდე და წარმატებას ვერც მიაღწიონ. ზოგჯერ მათ რაღაც ზებუნებრივი ძალა უბიძგებს და ისინი გმირობას ჩადიან.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახულ ბავშვს ზეცა მფარველობს. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ნებისყოფა, ხანგრძლივი და საინტერესო სიცოცხლე. ბიჭი შესაძლოა სასულიერო პირი გამოვიდეს, მაგრამ ამ დღეს ჩასახვისთვის საჭიროა შეემზადოთ ხანგრძლივი მარხვით. ფიზიოლოგიურად მძიმე დღეა. შინაგან ორგანოებს ამჭიდროვებს. თუ არ დაიცავთ რეკომენდაციებს, ენერგიის გადატყორცნა მოხდება შინაგან ორგანოებზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში ქვების წარმოქმნა. სანამ დაავადებები არ არის, არ უნდა მივცეთ მათ წარმოქმნისა და განვითარების საშუალება.

მედიტაცია:

სანთელი.

მთვარის მე-2 დღე  (5:00-9:00)

 

სიმბოლური შესატყვისება:
ვერძის მე-13 და 24- გრადუსები
სიმბოლო:
გზა, პირი
მოქმედება:
მოთხოვნილება
სახელწოდება:
დიდი თევზი, ყბა.

მთვარის მე-2 დღეს დადებით შედეგს იძლევა დიეტა. მთვარის ამოსვლის წინ ყველასთვის რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა. დალევ 1 ლტ დამარილებულ წყალს ლიმონით. ვინც შეჩვეულია მიიღებს ყვავის პოზას”. წყნარად დაჯდება და დაიწყებს პროდუქტებზე ფიქრს. თუ ჩამოთვლისას რომელიმე პროდუქტის გახსენებაზე გულის რევას იგრძნობთ, ის პროდუქტი სწყენს თქვენს ორგანიზმს (ასევე შესაძლებელია მეგობრების შემოწმება) სრულად უკუნაჩვენებია ამ დღეს სიბოროტე, გულგრილობა და სიკეთე პირიქით აუცილებელია ჩაინერგოს ადამიანმა.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია მოგზაურობისთვის, შემოქმედებისთვის, ვაჭრობისათვის, დიდი საქმეებისა და სწავლისათვის. ასევე კარგია დასაგეგმად.

მისტიური ზეგავლენა:

ძირითადი მიმართულება ფიზიოლოგია, დიეტოლოგია. თუ იგრძენით რამეზე გულის რევა, იმ პროდუქტზე უარი უნდა თქვათ. ფიტოზემოქმედება: გამწმენდი პროცედურები (შიმშილობის გარეშე). დასაშვებია ფიზიკური ვარჯიშების ნებისმიერი სახე, მხოლოდ გადაღლის გარეშე.

სოციალური ზეგავლენა:

ცუდია ახლო კონტაქტებისათვის, ქორწინების გასაფორმებლად, ქურდობისათვის, სასამართლო პროცესებისთვის. უკეთესია არ იჩხუბოთ.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ამ დღეს კარგია ფიზიკური ვარჯიშები, ანდა საინფორმაციო ციკლის დაწყება, თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა ორგანიზმში მოხდეს ფიზიკური სხეულების გამყარება (მარილები, შლაკები, ქვები). ტკივილს იწყებს კბილები. შესაძლოა პარადონტოზი. სასურველია ყურადღება მიექცეს აგრეთვე პირის ღრუს, კბილებს, სასას.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ცდილობენ ყველაფერი მიიტაცონ, მოიხვეჭონ თავისკენ. ისინი მიისწრაფიან ქონების შესაძენად. ზოგჯერ ძუნწები არიან, მიჯაჭვული არიან თავის წრეს და ქონებას. გულმოდგინეები და ჭკვიანები, იშვიათად ცდებიან შეფასებაში, არასოდეს არ სუქდებიან.

დაბალი განვითარების ადამიანებში ეს ყველაფერი სიხარბესა და მიმტაცებლობაში აისახება. არასოდეს სუქდებიან, თუმცა ჭამენ ყველაფერს განურჩევლად. მათ შეიძლება განუვითარდეთ სიძუნწის, მომხვეჭელობის ინსტინქტი, ემონებიან ნივთებს.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ძალიან კარგია, განსაკუთრებით წარმატებულია გოგონას ჩასახვა. მას ელის წარმატება, სურვილების შესრულება და აუცილებლად ვინმეს მხრიდან მფარველობა.

მედიტაცია:

მოხმარების პროცესი.

მთვარის მე-3 დღე  (7:00-10:00)

იწყება ახალმთვარეობა. ცაზე ჩნდება ნამგალა მთვარე (გეკატის დღეები დასრულდა)

 

სიმბოლური შესატყვისება:
ვერძის 25- და კუროს მე-6 გრადუსები.
სიმბოლო:
ნახტომისთვის მომზადებული ლეოპარდი.
მოქმედება:
ბრძოლა.
სახელწოდება:
ჯიქი, მეომარი

ეს აქტიური ბრძოლისა და აგრესიის დღეა. ჯავშნით შებორკილი ასტრალური მეომრის აგრესიის დღეა. პასიური ადამიანები მთვარის მესამე დღეს მტკივნეულად განიცდიან, რადგან მათზე ხდება სხვადასხვა სახის ასტრალური თავდასხმები. ადამიანი თუ მებრძოლი არ არის, ის თავის ენერგიის ვერ იყენებს და მფრთხალი, ეჭვიანი და ვერაგი ხდება. საჭიროა ენერგიის კონცენტრაცია და საკუთარი ასტრალური ენერგიის თავდაცვისთვის გამოყენება. ეს ყველაზე საუკეთესო დღეა საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად: ტაი-ჩი, კარატე და სხვა.

ძველად ამ დღეს ჩამოასხამდნენ ვერცხლის ნივთებს.

მთვარის მესამე დღეს სასურველია რაც შეიძლება მეტად იაქტიუროთ ფიზიკურად.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

საქმეები ნორმალურად მიდის. რეკომენდებულია აბანო. ცუდია, თუ მთვარის მესამე დღეს ზეთი დაგეღვრებათ (ეს იმის ნიშანია, რომ ფეხი დაგიცდათ და გზიდან გადახვედით).

სასურველია საუნა. რეკომენდებულია ბიოველის ენერგიებზე მუშაობა.

მისტიური ზეგავლენა:

ეს დღე კარგია დანების გასალესად და საერთოდ მეტალებზე სამუშაოდ. კარგია ომის გამოცხადება.

სოციალური ზეგავლენა:

ცუდია სუსტი და პასიური ხალხისათვის. მომეტებულია აგრესია. ბრძოლის დღეა. ნუ დაქორწინდებით ამ დღეს.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ტრავმები, მწვავე დაავადებები, რომლებიც გადაუდებელ დახმარებას მოითხოვენ საშიშია ავად გახდომა ამ დღეს.

თუ ავადმყოფობა კეფისა და ყურების არეშია, აუცილებელია ძვლების გაწმენდა (1 პაკეტი დაფნის ფოთოლი მოხარშეთ 1 ლტ წყალში, იდუღოს იქამდე, სანამ დარჩება ნახევარი ლიტრი. დალევთ 3-ჯერ). აღნიშნულ სხეულის ნაწილებს ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროება.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

არიან აქტიურები, მეომრები, სტრატეგები. ხშირად მაგიური ან სპორტული პოტენციალით.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

კარგია მეომრის ანდა ხულიგანის ჩასახვისათვის. ვნებიანი და აქტიურები იქნებიან ამ დღეს ჩასახული ადამიანები.

მედიტაცია:

იარაღი.

მთვარის მე-4 დღე (7:00-10:00)

 

სიმბოლური შესატყვისება:
კუროს მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
შემეცნებითი ხე. არჩევანი ბოროტსა და კეთილს შორის.
მოქმედება:
მეხსიერება.
სახელწოდება:
შემეცნებითი ხე. ადამის ვაშლი.

 

ამ დღეს, რომელიც უკეთესია განმარტოვებაში გაატაროთ, რაიმე გადაწყვეტილების მიღებამდე ათჯერ უნდა აწონოთ. ეს პირველი არა საკეთილდღეო დღეა. ის შეიცავს ორმაგ თვისებას, ერთდროულად არის ნეგატიურიც და პოზიტიურიც. მასში არის სიბოროტე. დასავლეთ ევროპელ ასტროლოგიაში იგი ითვლება ადამიანის ცოდვით დაცემის დღედ.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

სუსტად დადებითია იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად იქნება მოფიქრებული. ადვილია ძაფის დართვა, ძაფით მუშაობა, ყვავილებთან, ბუნებაში საქმიანობა. იპოვით დიდი ხნის წინ დაკარგულ ნივთებს. კარგი დღეა ვაჭრობისათვის. ცუდია მოგზაურობისათვის.

მისტიური ზეგავლენა:

ნებისმიერი საქმიანობა კარგად უნდა იყოს მოფიქრებული. კარგია მუშაობა ხმაზე. სიმღერა, რეჩიტატივი, შეწყალების, ლოცვების დღეა. ცუდის მანიშნებელია აწეწილი ძაფი, ანდა თმები. ეს დღე უმჯობესია მარტოობაში გაატაროთ. ნუ მიიღებთ ნაჩქარებ გადაწყვეტილებებს. ამ დღეს სასურველია საეკლესიო ჰიმნების შესრულება უკუნაჩვენებია ჯგუფური სამუშაო, ყვავილების კრეფა, ხეების მოჭრა.

კარგია ძაფის დართვა, ტყეში სეირნობა. თუ წინა ღამეს აწეწილი ძაფი ან თმები გესიზმრათ, იმის მაუწყებელია, რომ ჩანაფიქრზე ხელი უნდა აიღოთ.

სოციალური ზეგავლენა:

ცუდია ჯგუფური სამუშაოებისთვის. სხვა მხრივ ნეიტრალურია.

სამედიცინო თვალსაზრისით:

დაავადებები მძიმე იქნება.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

რაღაც საიდუმლოს ატარებენ, რომელშიც შესაძლოა თავადაც ვერ გარკვეულან. სასურველია თითოეულმა მათგანმა ინტუიციის დახმარებით ამოხსნას ეს საიდუმლო. ამ დღეს დაბადებულთა მთავარი ნაკლია ეგოიზმი, თუმცა იგი ამ შემთხვევაში თავდაცვის მიზნით აღმოცენდება.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

საგვარეულოს დაბადების დღეა. შესაძლოა თქვენს ოჯახში დაბრუნდეს რომელიმე გარდაცვლილი წინაპრის სული. დაიბადება ნაზი ბავშვი. თუმცა შესაძლოა გაიზარდოს ზარმაცი.

მედიტაცია:

ხმა.

მთვარის მე-5 დღე (8:00-12:30)

 

სიმბოლური შესატყვისება:
კუროს მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
მარტორქა, რომელიც მიანიშნებს პრინციპების ერთგულებაზე. მეხუთე დღეს ხალხს ამშვიდებენ წმინდა ქალწულები.
მოქმედება:
კვება.
სახელწოდება:
მარტორქა, ზეთით სავსე კანდელი, საკვები.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია გზისთვის. კვების დღეა. უარი არ უნდა თქვათ ჭამაზე, Uმცა არც გადამეტებაა სასურველი. არ იშიმშილოთ. ამ დღეს, რომელიც სიმბოლირდება საკვების შეთვისებასთან. მის ტრანსფორმაციასთან. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს საკვებს. ეს ერთადერთი დღეა, როცა ორგანიზმი ბოლომდე ითვისებს მას. ამიტომ უნდა მიენდოთ ინსტინქტებს და ჭამოთ ის რაც მოგინდებათ. ასე იქცევიან იოგები. ისინი ცოტა-ცოტა ყველაფერს ყიდულობენ ბაზარში და მიირთმევენ. ამ დღეს საჭიროა კარგად დანაყრება, თუმცა ზომიერად. პროდუქტებიდან მთავარ ადგილზე უნდა იყოს რძე და ხაჭო.

მისტიური ზეგავლენა:

კარგია ტირილი. შეიძლება ბალახებზე მუშაობა, დიეტის შემუშავება. სიმტკიცის დღეა. შეიძლება პრინციპების გამო დავა. ვინმეს დაცვა.

სოციალური ზეგავლენა:

იმპულსური დღეა, მაგრამ არა ცუდი.

კარგია მე-5 დღეს გზაში ყოფნა, ტირილი, ცხადში თუ სიზმრად, ბალახებზე მუშაობა, შეგროვება, გაშრობა, ნაყენების მომზადება.

სამედიცინო თვალსაზრისით:

დაავადებები მძიმეა, ხშირად სასიკვდილო, დაძაბულად მუშაობს ნაწლავები, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლები. ყურადღება უნდა მიექცეს საყლაპავ მილს. შიმშილი არ შეიძლება. უკუნაჩვენებია ცხოველური საკვები.

საკვებიდან მოერიდეთ კომბოსტოს მწნილს, მჟავე კიტრს. მოერიდეთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომლებიც შეიცავენ ლპობის მიკრობებს.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

არ სუქდებიან. მათი დამახასიათებელი თვისებაა მოუსვენრობა. საკმაოდ ძლიერები არიან, თითქმის გოლიათები. მათთვის სასარგებლოა ახალ-ახალი ინფორმაციის მიღება.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახულთა ბედი რთული იქნება. ისინი კარდინალურ გარდაქმნებში იქნებიან ბოროტსა და კეთილს შორის და ეს შესაძლოა ორ ან სამჯერ განმეორდეს სიცოცხლის მანძილზე. ამ დღეს ჩასახულ ბავშვს შეიძლება მთელი სიცოცხლე ძლიერი და ბოროტი მტრები ხვდებოდნენ. ის დასჯილი იქნება ყოველი ბოროტის აქმისა და აზრის გამო. მთელი მისი სიბოროტე თვითონ შემოუბრუნდება. მას კარმა სდევს თან. ბავშვს ექნება ზებუნებრივი ინდივიდუალობა.

მედიტაცია:

საკვები.

მთვარის მე-6 დღე (9:00-13:00)

იგი წინ უსწრებს მთავრის პირველ მეოთხედს

 

სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
ღრუბლები, წერო (სიმბოლიზირდება პასიურ ქალურ საწყისთან).
მოქმედება:
შეწყალება.
სახელწოდება:
პრანა, ცისარტყელა, წერო.

 

ეს კოსმიური ენერგიის შთანთქმის და ათვისების, წინასწარმეტყველებისა და აზრების გადაცემის პერიოდია. ამ დღეს მუშაობა ხდება სიტყვებზე. მეცადინეობენ პრანაიამაში. რეკომენდებულია აგრეთვე სხვადასხვა სუნებზე მუშაობა, რამდენადაც მხოლოდ ზედა სასუნთქ გზებში და აგრეთვე ფილტვების ზედა ნაწილში ხდება კოსმიური ენერგიის პრანას ტრანსფორმაცია. ეს სიყვარულისა და შეწყალების დღეა. იგი შეგახსენებთ პატიებას.

ძველ დროში ამ დღეს ღრუბლებზე მკითხაობდნენ. თუ ცა მოწმენდილია, ანდა მთლიანად ღრუბლებითაა დაფარული ეს იმას ნიშნავს, რომ სამყაროში არ არის ჰარმონია. კარგია ღრუბლების ყურება, მელოდიური ხმების მოსმენა.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია ჯგუფური საქმიანობისათვის, იპოვით დაკარგულ და მოპარულ ნივთებს. სიზმრები აცხადდება. უკეთესია თუ მათზე არ უამბობთ არავის.

მისტიური ზეგავლენა:

კოსმიური ენერგიის შთანთქმისა და შეთვისების, წინასწარმეტყველების, აზრების გადაცემის, პრანაიამაში მეცადინეობის პერიოდია.

სოციალური ზეგავლენა:

ბედნიერი დღეა, წარმატებულია სამეცნიერო კვლევისათვის.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ავადმყოფები სწრაფად გამოჯამრთელდებიან. უნდა იმუშაოთ ბრონქებზე, ზედა სასუნთქ გზებზე. კარგია სასუნთქი გზების მკურნალობა.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

კოსმიური ენერგიის გამტარები, ტრანსფორმატორები არიან. ხშირად დღეგრძელები არიან. მქადაგებლები.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

მეოცნებე და მოგზაურის ხანგრძლივი ცხოვრება ელის. ამ დღეს ჩასახული ბავშვი იდეალის ძიებაში იქანება ეყვარება ბუნება.

 

მთვარის მე-7 დღე (10:00-14:00)

სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების მე-13 და 22- გრადუსები.
სიმბოლო:
მამალი, ქარის სქემა (მეტეროლოგიური ხელსაწყო, სადაც ქარის მიმართულების აღნიშვნა ხდება).
მოქმედება:
გამოღვიძება.
სახელწოდება:
კაიუ, ეოლ ხრაოშ, მამალი.

ამ დღეს არ შეიძლება ცრუობა, თუ არ შეგიძლია იმუშაო ვერბალურად, უკეთესია გაჩერდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფილტვები დაგიავადდეთ. წიგნებზე ზრუნვისა და ჩანაწერების გაკეთების დღეა. უნდა შესრულდეს ასანები, ხელებზე სწორად ლაპარაკზე ვარჯიში (პარაზიტი სიტყვებისაგან გათავისუფლება) სასურველია თუ ამ დღეს რაიმე თავგადასავალი მოხდება. არ შეიძლება ქათმის ხორცის და კვერცხის ჭამა, ჭურჭლის გატეხვა. არ არის კარგი წიგნებისა და წერილების, ქაღალდის დახევა.

ყველაფერი რაც კი ითქმება, ახდება. ნაკლები ვილაპარაკოთ.

სიზმრები ცხადდება. წინასწარმეტყველური სიზმრებია.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია ნივთების შეძენა. კარგია დაქორწინება.

მისტიური ზეგავლენა:

სტიქიებზე, ბუნებაში არსებულ სულებზე მუშაობის დღეა. ლოცვის და ვერბალური მაგიის დღეა. იგი დაკავშირებულია ლოცვის უფრო ღრმა გამოყენებაზე, ვიდრე მე-4 დღეს.

სოციალური ზეგავლენა:

აქტიური, იღბლიანი, უიღბლოა დამნაშავეთათვის. დღე, როდესაც სერიოზული პროვოკაციები მიდის დანაშაულებამდე.

ძალიან ცუდია სიზმარში მებრძოლი მამლის ნახვა. ეს სწრაფი კატასტროფის ნიშანია. თვით პიროვნებაზე ანდა მის ახლობლებზე.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ყურადღება უნდა მიექცეს ფილტვებს, რამდენადაც ამ დღეს ძალიან ადვილია გაცივება. წარმატებული იქნება ამ დღეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია. ძალზე არასაკეთილდღეოა კბილის ამოსაღებად.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ზედაპირულები არიან. ჭორების მაძიებელნი, ფიზიკურად ძლიერები არიან და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

თქვენი ბავშვი სამართლიანობის დამცველი იქნება. შესაძლოა გახდეს ორატორი, ექიმი, სწავლული, აქტიური და ჯანმრთელი ადამიანი, თუ არ იქნება მატყუარა. ამ დღეს ჩასახულებს ელით მოგზაურობები, ხანდახან გზაში საშიშროებით.

მედიტაცია:

სუნთქვა.

Комментариев нет:

Отправить комментарий