დაბადების დროის დაზუსტება
უძველესი დროიდან ცნობილია დაბადების დროის განსაზღვრის კიდევ ერთი მეთოდი: მაგიური ,,მაიატნიკის,, საშუალებით.
კოსმოგონიური შეხედულებების თანახმად, ადამიანის დაბადების ზუსტი დრო ინახება სამყაროს ერთ-ერთ სფეროში. თუ სწორად დავსვამთ კითხვას, მივიღებთ ზუსტ პასუხს.
ყველა ადამიანს, ასტროლოგს, ეს არ გამოსდის. არსებობს სამი პირობა
1.მას, ვინც მუშაობს ,,მაიატნიკით,,, /ქანქარა/ უნდა ჰქონდეს ამისი უფლება,(იგულისხმება , უნდა ჰქონდეს ამისი თანდაყოლილი ნიჭი), რომელსაც, თავად ვერ მიინიჭებს.
2.საჭიროა შეეძლოს სამუშაო ხასიათში შესვლა ,,გაითიშოს,, მენტალურ და ემოციონალურ დონეზე მუშაობის დროს. ეს კარგად გამოუვა მათ, ვინც ფლობს მედიტაციას.
3. მკვლევარის ჰოროსკოპში სატურნი უნდა იყოს ძლიერი. სატურნი დროის მმართველია.
აგრეთვე, კარგია თუ, სატურნს ჰარმონიული კავშირი ექნება ურანთან ანდა, ქირონთან, პლანეტებთან, რომლებიც დაკავშირებულია სამყაროს ენერგო- ინფორმაციულ ველთან.
მუშაობის გართულება შეუძლია მკვლევარის პირად ჰოროსკოპში მერკურის ძლიერ ასპექტს მთვარესთან, ურანთან, ქირონთან; პიროვნებას არ შეუძლია ,,გამორთოს,, მენტალიტეტი, ექნება ძლიერი მენტალური მინიშნებები, რომელიც გაამრუდებს ჭეშმარიტი პასუხის მიღებას.
მაიატნიკით მუშაობის ტექნიკა საკმაოდ მარტივია. აუცილებელია დავწეროთ ფურცელზე საათები 00 ; 1;2;3 და ა,შ, 24სთ-ის ჩათვლით ერთ სვეტად, ხოლო მეორე სვეტი იქნება საათის შიგნით წუთები 1 -დან 60 -ის ჩათვლით. თუ დაბადების რიცხვიც არ არის ცნობილი მაშინ, თვის რიცხვები ცალკე უნდა ჩამოვწეროთ.
,,მაიატნიკად'' გამოდგება შავ ძაფზე ჩამოკიდებული 5-10-15 გრამიანი სიმძიმე, პატარა გაიკა, ,,ბეჭედი'' მაგრამ, ზოგიერთი ავტორი მიუთითებს, რომ სჯობია ასეთი სიმძიმე-გირაკი იყოს ტყვიის, რადგან ეს არის სატურნის მეტალი.(ხოლო, როგორც ვთქვით, სატურნი დროის მმართველია).
მუშაობის დაწყებამდე საჭიროა საკუთარ თავში გარკვეული ენგრამის ,,ჩადება,, (პირობის): მაიატნიკის საათის მიმარტულებით წრეზე ბრუნი აღნიშნავს ,,დიახ,, პასუხს, ხოლო, საათის საპირისპირო ბრუნი პასუხს ,,არა,, აგრეთვე, საჭიროა ჩავიფიქროთ კითხვის დასმამდე, რომელი დროით ვეკითხებით: ადგილობრივი თუ, გრინვიჩის დროით.
კონკრეტულად მაიატნიკით გარკვეულ ადამიანზე მუშაობისას საჭიროა განვეწყოთ ამ ადამიანის ენერგეტიკაზე, ამისათვის საჭიროა ამ ადამიანის ფოტო ანდა, მისი ხელით დაწერილი საკუთარი სახელი. მაიატნიკს ჩამოწერილ საატებზე ნელ-ნელა ჩამოვატარებთ და რომელ საათზედაც დაიწყებს საათის მიმართულებით მოძრაობას, ეს იქნება ამ ადამიანის დაბადების საათის მითითება. იგივე მეთოდით ვაკეთებთ წუთების ამოცნობას.
მიღებულ შედეგებს შემდგომ ვამოწმებთ : დირექციებით, პროგრესიებით, ტრანზიტებით და სხვა ასტროლოგიური მეთოდებით, რათა დაბადების ზუსტი დრო დავადგინოთ, 4 წუთის შიგნით, ანუ, პირადი ჰოროსკოპის სახლების კუსპიდების 1 გრადუსის სიზუსტით. მხოლოდ ასეთი სამუშაოს შესრულების შემდეგ იწყებს ასტროლოგი პირადი ჰოროსკოპიდან ზუსტი ინფორმაციის მიღებას პიროვნების ბედისწერის შესახებ.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
28.10.2012 წელი
facebook: beso beciasvili
skype: astrokonsultant
www.astrokonsultant.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий