пятница, 4 августа 2017 г.

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.


მთვარის მე-14 დღე
 5.08-ის 18.36 სთ.დან 6.08-ის 19.19 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
ქალწულის მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
საყვირი.
მოქმედება:
გამოწვევა.
სახელწოდება:
საყვირი, ხეობა.
ვინაიდან ეს მოწოდების დღეა, იგი ასოცირდება საყვირთან. დაკავშირებულია ინფორმაციის წყაროების გამოყენებასთან.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია მოგზაურობისათვის, კომერციისა და თამაშებისათვის. ამ დღეს ჩადენილი დანაშაულები იხსნება. ძლიერდება მუსიკის დადებითი ზეგავლენა.
მისტიური ზეგავლენა:
ძალიან სერიოზული დღეა. სცდიან ძალებს ფიზიკურ სამყაროში. მთავარი ეტაპების დასაწყისი დღეა სრულყოფილების მისაღწევად. ბევრი რამ კარგად გამოდის. რეკომენდებულია ინფორმაციაზე მუშაობა, ლოცვა შეიძლება, მაგრამ არა მეტისმეტი გულმოდგინებით. სასარგებლოა მომეტებული ნუშის ჭამა, დამარილებული პროდუქტების მიღება. უარი თქვით მწარეზე და ტკბილზე. სასარგებლოა წმინდა ტექსტებზე მუშაობა. ხდება საიდუმლო ცოდნის მიღება. ადამიანებს ეხსნება მესამე თვალი (თუ მასზე მივმართავთ გულისხმევას). არ შეიძლება არავითარი მაგიური საქმიანობა. არ შეიძლება თვალების გადატვირთვა, სუნამოს გამოყენება. უკეთესია ვერიდოთ სარკეში ცქერას.
სასარგებლოა ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დღეს ხშირად შემოგვაწვება დარდი და სევდა, მელანქოლია. ბევრი თვითმკვლელობა ხდება. შეიმჩნევა დევნის მანია. სხვა სამყაროებთან კონტაქტები.
სოციალური ზეგავლენა:
ძალიან ბედნიერი დღეა, თითქმის ყველაფრისთვის, განსაკუთრებით დიდი, გლობალური, ხანგრძლივი საქმეებისთვის. წარმატებით ხორციელდება სამსახურის შეცვლა. კარგია სასამართლოსა და განქორწინებისათვის. საქმეები წარმატებით წავა, თუმცა შესაძლოა მოყვეს შედეგები.
ნებისმიერი საქმის დაწყება უკეთესია მე-14 დღისთვის გადაიტანოთ. ამ დღეს დაწყებული საქმეები გამოვა. თუ გაუშვით დღე, მთელი თვე დაკარგულია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღის დაავადებები სწრაფად და ადვილად გაივლის. რეკომენდებულია ორგანიზმის გაწმენდა შხამებისა და ნარჩენებისაგან. ამ დღეს ფსიქიკა გადატვირთულია. შესაძლოა განწყობილების ცვალებადობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობისანი არიან. მუდმივად ავტორიტეტის ძიებაში. მათ ექნებათ მოწოდება რაიმეს მიმართ. ახასიათებთ შესანიშნავი შემგუებლობა, შენიღბვის ნიჭი, ჭკუა და ეშმაკობა, უნარი გაიჩინონ მიმდევრები. ისინი მზად არიან გმირობისათვის, თითქმის სტერილურები და საკმაოდ აზიზები არიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი არ გაწყვეტს კავშირს სხვა სამყაროსთან. მას წინაპრები მიეხმარებიან. მუდამ ესმოდეთ იქნება სინდისის ხმა. გაუგებარი დარდი და წინათგრძნობა ყოველთვის მათი თანამგზავრი იქნება, მაგრამ კეთილი ძალები ყოველთვის დაიფარავენ, თვით ყველაზე კრიტიკულ მომენტებსა და სიტუაციებშიც კი.
მედიტაცია:

ბგერა.
მთვარე იმყოფება ,,თხის  რქის'' ზოდიაქოში          4.08-ის 4.37 სთ.დან  6.08-ის 16.16  სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში კუროს და ქალწულის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება  თევზების და  მორიელის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ტყუპების და ლომის  ნიშნებს.
თხის რქის და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორის ზოდიაქოსთვის.

 .დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: ახლოვდება 7 აგვისტოს სავსე მთვარე მთვარის დაბნელებით, ხოლო 21 აგვისტოს ახალი მთვარე მზისდაბნელებით. აღნიშნული პერიოდი  ყოველთვის ითვლებოდა  სხვადასხვა  სახის გართულების  მიზეზად, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, საქმიანობის პრომლემურობით, ასევე ქვეყნების ერთმანეთთან კონფლიქტებით და ასევექვეყნის შიგნით  პრობლემების  მომატების პერიოდად; ასევე.  სტიქიური  უბედურებების  მომტანად.
კონკრეტულად 5 აგვისტო რთული  დღეა. პრობლემური  იქნება დღის პირველი  ნახევარი. ფარდობითად წარმატებულია 15 საათის  შემდგომი დღის  მონაკვეთი  და  საღამოს  საათები.

პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
 facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant 

Комментариев нет:

Отправить комментарий