понедельник, 7 августа 2017 г.

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.


მთვარის მე-15 დღე 
6.08-ის 19.19 სთ.დან 7.08-ის 20.00 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ქალწულის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.
მოქმედება:
ცდუნება.
სახელწოდება:
გველი, ტურა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა).
მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია.  კარგია ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.
მედიტაცია:
სიჩუმე, სიცარიელე.

მთვარე იმყოფება ,,მერწყულის'' ზოდიაქოში            6.08-ის 16.16  სთ.დან 9.08-ის 1.56 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ტყუპების და სასწორის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება  ვერძის და  მშვილდოსნის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კირჩხიბის და ქალწულის  ნიშნებს.
მერწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
თხის  რქის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  თევზების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის.
 ახლოვდება 7 აგვისტოს სავსე მთვარე მთვარის დაბნელებით, ხოლო 21 აგვისტოს ახალი მთვარე მზისდაბნელებით. აღნიშნული პერიოდი  ყოველთვის ითვლებოდა  სხვადასხვა  სახის გართულების  მიზეზად, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, საქმიანობის პრომლემურობით, ასევე ქვეყნების ერთმანეთთან კონფლიქტებით და ასევექვეყნის შიგნით  პრობლემების  მომატების პერიოდად; ასევე.  სტიქიური  უბედურებების  მომტანად.

 .დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 7 აგვისტო  რთული და  პრობლემური  დღეა. კრიტიკული და აგრესიის  მომტანი საათებია 15 საათთან ახლოს და სავსე მთვარის დადგომის პერიოდი, 22 სთ.
მთვარის და აგრესორი პლანეტა მარსის ოპოზიცია15 სთ.ზე აგრესიულს გახდის  საზოგადიებას, ასევე  კრიტიკულად იმოქმედებს სავსე მთვარის დაბნელება  და გამოიწვევს სტიქიურ უბედურებას მსოფლიოს  სხვადასხვა რეგიონში.
უკუნაჩვენებია ამ დღეს აკლოჰოლის  მიღება. აუცილებელია ჯანმრთელობის  პროფილაქტიკა, განსაკუთრებით,  გულის და გულსისხლძარღვთა  დაავადებების  მიდრეკილების მქონე  პიროვნებების  მიერ.
გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციების გარდა, მიზანშეწონილი არ არის გეგმიური ოპერაციების ჩატარება  სავსე მთვარის  დროს.



პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
 facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant  


Комментариев нет:

Отправить комментарий