вторник, 10 октября 2017 г.

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.


მთვარის 21- დღე 
10.10-ის 22.08 სთ.დან 11.10-ის 23.04 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მშვილდოსნის 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
ცხენი.
მოქმედება:
ამაღლება.
სახელწოდება:
ტაძარი, ტაძრის აგური, ცხენების რემა.
აღმავლობისა და წინსვლის მოუთოკავი სწრაფვის დღეა. სიმამაცის, უშიშრობის, თავგანწირვის, შეუპოვრობისა და მიზნის მიღწევის, სპორტული შეჯიბრების დღეა (უმჯობესია სირბილში).
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია თითქმის ყველა საქმის კეთება. განსაკუთრებით კარგია ქორწინებისთვის და სხვა სამსახურში გადასვლისათვის. სწრაფი აღმასვლა კარიერაში. კარგია მოგზაურობისათვის, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
კეთილშობილ ასპარეზობათა დღეა. სწავლასა და პროფესიონალიზმში შედეგებისა და დასკვნების გაკეთების დღეა. ცუდია მკაცრი და მძიმე საქმიანობისათვის. მარტოობისა და ჩხუბისთვის. რეკომენდებულია საბრძოლო მეცადინეობები, სულიერი საუბრები, სხეულზე მუშაობა, სამართლიანობის მისტიკური დასჯის დღეა. ასტრალური ომების, დონ-კიხოტობის და რაინდობის დღეა. ამ დღეს ფიცის დადება შეიძლება ერთგულებაზე, მაგრამ უნდა ეცადოთ არ მოიტყუოთ. იყავით აქტიური, აბსოლუტურად სამართლიანი და სუფთა. ჯგუფური საქმიანობის დღეა. ხალხის გაერთიანების.
რეკომენდებულია აბაზანა, შხაპის მიღება, გაკაჟება. შეიძლება მოგზაურობა. ამ დღეს კარგია ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლა.
სოციალური ზეგავლენა:
გრძნობების გაღვიძების, კეთილშობილების და სამართლიანობის, წესრიგის შეგრძნების დღეა.
21- დღეს ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას შეცვალონ რამე, ანდა დაგროვილი საკითხები გადაჭრან კარდინალურად. ძმობის დღეა. ზოგჯერ ფამილიარობისაც.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძალიან კარგი დღეა. კარგია ფიზიკური აქტივობა, ფიტოთერაპია, ჰიგიენა, ნებისმიერი გაწმენდა. ამ დღეს ადვილად მოიცილებთ მავნე ჩვევებს ჯანმრთელობის გულისთვის. ეს დღე დაკავშირებულია სისხლმწმენდ სისტემასთან, კერძოდ ღვიძლთან. ამიტომ უკუნაჩვენებია ღვიძლის გადატვირთვა. მოწამვლის დიდი საშიშროებაა. საჭიროა სისხლის გამწმენდი პროცედურები, ბალახების ნაყენები, სტაფილო, კენკრა, ბროწეული. რეკომენდებულია ფიზიკური ვარჯიშები, ჰაერზე ყოფნა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხშირად დონ-კიხოტები არიან. ზოგჯერ ამაყები, მათ შორის იშვიათად არიან დიდი გონებრივი ნიჭის ადამიანები. დაბალ დონეზე თავს იჩენს თავგასული ქედმაღლობა, სხვების დაჩაგვრა რომ მოსწონთ. უმაღლესი ტიპი სუფთა და პატიოსანი რაინდია. სულით ძლიერი, სამართლიანობის დამცველი.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
შესაძლოა დაგიბრუნდეთ მებრძოლისა და ფანატიკოსის სული. მოსალოდნელია საშიშროება. შრომისმოყვარეობა და მოთმინება იქნება მისთვის დამახასიათებელი. იქნება კეთილშობილი და რაინდი. შესაძლოა პოეტის ნიჭი დაჰყვეს.
მედიტაცია:

სხეულის ნაწილები, განსაკუთრებით ფეხები.

10 ოქტომბრის 13.20  სთ.ზე გრინვიჩის  დროით  იუპიტერი, მატერიალური და სულიერი ბედნიერების პლანეტა გადავიდა ,,მორიელის ზოდიაქოში 2018 წლის  8 ნოემბრამდე.

აღნიშნული ერთი წლის და ერთი თვის განმავლობაში, პირველ რიგში, წარმატებას მოუტანს იუპიტერის მორიელის ზოდიაქოში  მდებარეობა თევზების და კირჩხიბის ზოდიაქოს. 
ზომიერ წარმატებას თხის რქის და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებს.
ბევრი  სამუშაო ექნებათ, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა, ვერძის და ტყუპების ნიშნებს. 
სასწორის ზოდიაქოსთვის დადებითი პერიოდია. 
მშვილდოსნისთვის, შესაძლოა, საქმეში ერთ  სიმაღლეზე დარჩენა და ფარდობითად სირთულეების მომატება აღინიშნოს. 
ერთ-ერთი  ახლის  დაწყების, ცხოვრების რეორგანიზაციის წელი ექნებათ  მორიელის ნიშნებს.
კუროს ზოდიაქოს დაპირისპირების და ოპოზიციის პერიოდი დაუდგება, რის შედეგადაც,  გამარჯვების შემდეგ მომავლისთვის ახალ სიმაღლეებს მოიპოვებს.
ფარდობითად საქმეში დაბრკოლება ელოდება მერწყულის და ლომის ზოდიაქოს ნიშნებს, რის გამოც მათთვის მთავარია წინა პერიოდში მოპოვებული პლაცდარმი არ დაკარგონ და შეინარჩუნონ, ამიტომ, მათ  არ ვურჩევ რაიმე მნიშვნელოვანი წამოწყებების განხორციელებას აღნიშნულ პერიოდში.

მთვარე იმყოფება ,,კირჩხიბის'' ზოდიაქოში         11.10-ის 7.38 სთ.დან  13.10-ის 10.41 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება  ქალწულის და  კუროს ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და მერწყულის  ნიშნებს.
კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის  და ვერძის ზოდიაქოსთვის.

 დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 11 ოქტომბერი წარმატების და ბედნიერების მომტანი დღეა, განსაკუთრებით,  დღის პირველი ნახევარი და , თვით, 16-18 საათამდე პერიოდი.
(სააათები  მითითებულია საქართველოს ადგილობრივი  დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
 facebook: beso beciashvili
მობ: 5 93 21 52 74
skype:astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий