пятница, 3 ноября 2017 г.

4 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.


მთვარის მე-16 დღე 
3.11-ის 17.49 სთ.დან  4.11-ის  18.27 სთ.მდე მოქმედებს..
მთვარის მესამე ფაზის პირველი დღე

სიმბოლური შესატყვისება:
სასწორის 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
მტრედი, პეპელა.
მოქმედება:
განწმენდა.
სახელწოდება:
მტრედი, პეპელა, კიბე.

ვინაიდან მთვარის მესამე ფაზის პირველი დღეა, ზოგჯერ სავსემთვარეობა უწევს. წმინდა დღეთაგან ეს ერთ-ერთი დღეა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
დადებითია, განსაკუთრებით დალაგებისთვის. ეს დღე გამოირჩევა სამართლიანობით, ჰარმონიულობით და წონასწორობით ფიზიკურ და ასტრალურ სხეულს შორის. მიაჩნიათ, რომ ყვირილი, უცერემონიო საქციელი ამ დღეს მთლიანად უნდა გამოირიცხოს. საჭიროა სიმშვიდის დაცვა. არ უნდა დავუშვათ დაირღვეს სულიერი სიმშვიდე და კომფორტი, რამდენადაც ამ დღის სიმბოლოა ზომიერება. ეს ერთ-ერთი დღეა მოძღვართან მისვლის, სიბოროტე და აგრესიულობა, შური, გამოვლენილი ამ დღეს, დაცემამდე მიგიყვანთ. უკუნაჩვენებია სექსი. განწმენდის და შემდგომი ცხოვრების დადგეგმვის დღეა. უნდა ვიმუშავოთ სულის, სხეულისა და ფსიქიკის ჰარონიაზე. ნუ დაგმოიყენებთ ცხოველურ საკვებს (თევზის გარდა). შეიძლება სოკო. არ შეიძლება ჩიტების მოკვლა. 
მისტიური ზეგავლენა:
-
სოციალური ზეგავლენა:
კარგია ნებისმიერი მშვიდობიანი საქმიანობისათვის. ანგარიშების ჩაბარების და კონტაქტის დღეა.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ნაჩვენებია ფიზიკური ვარჯიშები, გამწმენდი პროცედურები. ამ დღეს მძაფრდება სიმარტოვის შეგრძნება, ცხოვრებით უკმაყოფილება.
სისხლის განახლების დღეა. დაავადებები მიუთითებს არაწმინდა სულიერებაზე. ამასვე მიუთითებს ტანსაცმელზე მიცხობილი ტალახი.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
სისუფთავის და თეთრი ფერის მოყვარულები არიან. მოსწონთ ცისფერი და ვერცხლისფერი, პეწენიკები არიან (კარგი გაგებით) ფანტაზიორები, ნაყოფიერი სიცოცხლე აქვთ, სხვებს არ განსჯიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თქვენს შვილს მშვიდი ხასიათი ექნება. ეყვარება ცხოველები და ბუნება. სულიერი სიწმინდის მოთხოვნილება ექნება, ბევრი მიმართავს მას რჩევისათვის. მის ცხოვრებაში იქნება მოგზაურობები, გარდაქმნები, ძირითადად კი გაწონასწორებული ადამიანი იქნება.
მედიტაცია:

თეთრი ფერი.
მთვარე იმყოფება ,,კუროს'' ზოდიაქოში       3.11-ის 13.45 სთ.დან 5.11-ის 14.26 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ქალწულის და თხის რქის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება  კირჩხიბის და თევზების ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ სასწორის და მშვილდოსნის  ნიშნებს.
კუროს და მორიელის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ვერძის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ლომის  და მერწყულის ზოდიაქოსთვის.

 დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი:  4 ნოემბრის 9.22 სთ.ზე სრული სავსე მთვარობაა, იწვევს გულსისხლძარღვთა დაავადებების გართულებას, უძილობას. 
მოიმატებს ფსიქიურად დაძაბული პიროვნებების მხრიდან აგრესია  საზოგადოებაში. გავითვალისწინოთ, რომ სავსე თვარეზე მაქსიმალურად ითვისებს ორგანიზმი შხამებს, ამიტომ ალკოჰოლის მიღება უნდა შევამციროთ/ არ არის რეკომენდებული აღნიშნულ პერიოდში გეგმიური ქირურგიული ოპერაციები ჩატარება.. 
4 ნოემბერს შესაძლებელია საქმეში წარმატების მიღწევა, მიუხედავად სავსე მთვარის დაძაბული ენერგეტიკის, დადებითი დღეა წინსვლისთვის.

(სააათები  მითითებულია საქართველოს ადგილობრივი  დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
 facebook: beso beciashvili
მობ: 5 93 21 52 74
skype:astrokonsultant 

Комментариев нет:

Отправить комментарий