вторник, 2 января 2018 г.

3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2018 წელი.


მთვარის მე-16 დღე 
2.01-ის 18.20 სთ.დან 3.01-ის 19.30 სთ.მდე მოქმედებს.
მთვარის მესამე ფაზის პირველი დღე

სიმბოლური შესატყვისება:
სასწორის 1-ლი და მე-12 გრადუსები.
სიმბოლო:
მტრედი, პეპელა.
მოქმედება:
განწმენდა.
სახელწოდება:
მტრედი, პეპელა, კიბე.

ვინაიდან მთვარის მესამე ფაზის პირველი დღეა, ზოგჯერ სავსემთვარეობა უწევს. წმინდა დღეთაგან ეს ერთ-ერთი დღეა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
დადებითია, განსაკუთრებით დალაგებისთვის. ეს დღე გამოირჩევა სამართლიანობით, ჰარმონიულობით და წონასწორობით ფიზიკურ და ასტრალურ სხეულს შორის. მიაჩნიათ, რომ ყვირილი, უცერემონიო საქციელი ამ დღეს მთლიანად უნდა გამოირიცხოს. საჭიროა სიმშვიდის დაცვა. არ უნდა დავუშვათ დაირღვეს სულიერი სიმშვიდე და კომფორტი, რამდენადაც ამ დღის სიმბოლოა ზომიერება. ეს ერთ-ერთი დღეა მოძღვართან მისვლის, სიბოროტე და აგრესიულობა, შური, გამოვლენილი ამ დღეს, დაცემამდე მიგიყვანთ. უკუნაჩვენებია სექსი. განწმენდის და შემდგომი ცხოვრების დადგეგმვის დღეა. უნდა ვიმუშავოთ სულის, სხეულისა და ფსიქიკის ჰარონიაზე. ნუ დაგმოიყენებთ ცხოველურ საკვებს (თევზის გარდა). შეიძლება სოკო. არ შეიძლება ჩიტების მოკვლა. 
მისტიური ზეგავლენა:
-
სოციალური ზეგავლენა:
კარგია ნებისმიერი მშვიდობიანი საქმიანობისათვის. ანგარიშების ჩაბარების და კონტაქტის დღეა.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ნაჩვენებია ფიზიკური ვარჯიშები, გამწმენდი პროცედურები. ამ დღეს მძაფრდება სიმარტოვის შეგრძნება, ცხოვრებით უკმაყოფილება.
სისხლის განახლების დღეა. დაავადებები მიუთითებს არაწმინდა სულიერებაზე. ამასვე მიუთითებს ტანსაცმელზე მიცხობილი ტალახი.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
სისუფთავის და თეთრი ფერის მოყვარულები არიან. მოსწონთ ცისფერი და ვერცხლისფერი, პეწენიკები არიან (კარგი გაგებით) ფანტაზიორები, ნაყოფიერი სიცოცხლე აქვთ, სხვებს არ განსჯიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თქვენს შვილს მშვიდი ხასიათი ექნება. ეყვარება ცხოველები და ბუნება. სულიერი სიწმინდის მოთხოვნილება ექნება, ბევრი მიმართავს მას რჩევისათვის. მის ცხოვრებაში იქნება მოგზაურობები, გარდაქმნები, ძირითადად კი გაწონასწორებული ადამიანი იქნება.
მედიტაცია:

თეთრი ფერი.
მთვარე იმყოფება ,,ლომის'' ზოდიაქოში      3.01-ის 11.23 სთ.დან  5.01-ის 12.12 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მშვილდოსნის და ვერძის  ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება  სასწორის  და ტყუპების ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ, შესაძლოა, სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და  თევზების ნიშნებს.
ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მორიელის და კუროს
 ზოდიაქოსთვის.

 დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: გრძელდება სავსე მთვარისგან გამოწვეული რთული ზემოქმედება, მაგრამ 3 იანვარი მთლიანობაში დადებითი და წარმატების მომტანი დღე  იქნება.
(საათები  მითითებულია სქართველოს ადგილობრივი  დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
 facebook: beso beciashvili
skype: asyrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий