მთვარის მე-3 დღე
29.08-ის 8:10 სთ.დან 30.08-ის 9:15 სთ.მდე მოქმედებს.
ცაზე ჩნდება ნამგალა მთვარე (გეკატის დღეები დასრულდა)
სიმბოლური შესატყვისება: |
ვერძის 25-ე და
კუროს მე-6 გრადუსები. |
სიმბოლო: |
ნახტომისთვის მომზადებული ლეოპარდი. |
მოქმედება: |
ბრძოლა. |
სახელწოდება: |
ჯიქი,
მეომარი |
ეს
აქტიური ბრძოლისა და აგრესიის დღეა. საჭიროა ენერგიის კონცენტრაცია და საკუთარი ასტრალური ენერგიის თავდაცვისთვის გამოყენება. ეს ყველაზე საუკეთესო დღეა საბრძოლო ხელოვნების შესასწავლად: ტაი-ჩი, კარატე და სხვა.
ძველად ამ დღეს ჩამოასხამდნენ ვერცხლის ნივთებს.
მთვარის
მესამე დღეს სასურველია რაც შეიძლება მეტად იაქტიუროთ ფიზიკურად.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
საქმეები ნორმალურად მიდის. რეკომენდებულია აბანო.
სასურველია საუნა. რეკომენდებულია ბიოველის ენერგიებზე მუშაობა.
მისტიური
ზეგავლენა:
ეს დღე კარგია დანების გასალესად და საერთოდ მეტალებზე სამუშაოდ. კარგია ომის გამოცხადება.
სოციალური
ზეგავლენა:
ცუდია სუსტი და პასიური ხალხისათვის. მომეტებულია აგრესია. ბრძოლის დღეა. ნუ დაქორწინდებით ამ დღეს.
მთვარის მე-3 დღეს
დაბადებული
ადამიანები:
არიან აქტიურები, მეომრები, სტრატეგები. ხშირად მაგიური ან სპორტული პოტენციალით.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
კარგია მეომრის ჩასახვისათვის. ვნებიანი და აქტიურები იქნებიან ამ დღეს ჩასახული ადამიანები.
მედიტაცია:
იარაღი.
მთვარე იმყოფება ,,სასწორის'' ზოდიაქოში 29.08-ის 13:45 სთ.დან 31.08-ის 21:12 სთ.მდე.
Комментариев нет:
Отправить комментарий