среда, 1 мая 2024 г.

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი, 2024 წელი.

 



მთვარის 24- დღე 

სიმბოლური შესატყვისება:

თხის რქის მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

დათვი, შივა.

მოქმედება:

მძიმე ნაბიჯები.

სახელწოდება:

მთა, დათვი, შივა.

მთვარე გადის გველმტარებლის თანავარსკვლავედს ზევიდან-ქვევით და თხის რქიდან გადადის მერწყულში. ეს არის ძველის ნგრევისა და ახლის შექმნის პერიოდი.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ცუდია მოგზაურობისთვის, უსაქმურობისთვის, დარდისთვის. კარგია ახალი საქმეების დასაწყებად, განსაკუთრებით სახლის მშენებლობისთვის. ბოსტანში მუშაობისთვის.

ეს დღე დაკავშირებულია მშენებლობასთან: შეიძლება სახლის შენება, საძირკვლის ჩაყრა, ტაძრის აგება. საერთოდ ფუნდამენტალური საძირკვლები შემდგომში იწყვევს რეზერვების აქტიურ გამოყენებას.

ძველ ეგვიპტეში პირამიდების ფუნდამენტების ჩაყრა ზუსტად ამ დღეს ხდებოდა.

ამ დღეს დათვი სჯის მოძალადეებსა და სადისტებს.

მისტიური ზეგავლენა:

ძალების გამოღვიძების დღეა, ძალიან ძლიერი დღეა. ასრულებენ მძიმე სამუშაოს, სავარჯიშოებს. შეიძლება საკუთარი ტაძრის მშენებლობის დაწყება.

დღე დაკავშირებულია ბუნების ძალების გამოღვიძებასთან. ადამიანს შეიძლება ექნეს ხილვა ან მასში ხდება უდიდესი ძალის გამოღვიძება. თუ მან არ იცის როგორ გამოიყენოს ის, შემდგომში პასუხი მოეთხოვება. რეალიზდება საგვარეულო წყევლა.

სოციალური ზეგავლენა:

კეთილი დღეა, თუმცა არც მთლად კარგი. საუბრისას არ გამოიყენოთ ზეწოლა მოსაუბრეზე, აგრეთვე უკუნაჩვენებია უხეში ხუმრობა და ცინიზმი.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ამ დღეს ხშირად გამოჯანსაღება მოაქვს. შესაძლოა მოგვცეს ძნელადგანკურნებადი მძიმე დაავადებებიც.

ფიზიკური ბუნების დამორჩილების დღეა. შეიძლება მომზადდეს წამლები. კარგია ძალისმიერი ფიზიკური სავარჯიშოები. იოგა. საკეთილდღეოა სექსუალური ენერგიის გამოსაღვიძებლად. ეს დღე ყველა ნაყოფიერების ღმერთის კულტის დღეა, შეერთების დღე, ჩასახვის დღე, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ სექსუალური პრაქტიკები, თორემ პრობლემებს ვერ მოთვლით. ეს დღე საკუთარი ორგანიზმის გასამაგრებლად და სულიერი დონის ასამაღლებლად უნდა გამოიყენოთ.

24-ე მთვარის დღეს დაბადებული ადამიანები:

ძლიერები არიან. ხშირად დაფიქრებულები, არაამქვეყნიურები”. სხვადასხვა სფეროში თანდაყოლილი ტალანტით.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

მორალურად სუფთა და მოხერხებულები, დიდი ძალის პატრონები, მოუხეშავი, კეთილი და ჭკვიანები იქნებიან. კარგი მადა, გარშემომყოფთა სიყვარული ექნებათ, თუმცა შესაძლოა ხანგრძლივი დაავადებები ჰქონდეთ. დაიცავით თქვენი ბავშვი სიზარმაცისგან. 

მედიტაცია:

დიდი ნაგებობები, ბუნება.


მთვარე იმყოფება   ,,მერწყულის''   ზოდიაქოში           30.04-ის 19:19 სთ.დან  2.05-ის 22:52 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, ტყუპების და სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება ვერზის და მშვილდოსნის   ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ კირჩხიბის და  ქალწულის ნიშნებს.
მერწყულის და ლომის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

თევზების ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები თხის რქის ნიშნისთვის.
კრიტიკულია ეს პერიოდი კუროს და მორიელის  ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი:  2 მაისი სუსტად დადებითი დღე იქნება.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ:5 93 215274

facebook Beso Beciashvili  

Комментариев нет:

Отправить комментарий