მთვარის 28-ე დღე
მოქმედებს 20 აგვისტოს
სიმბოლური შესატყვისება:
|
მზე.
მერწყულის
25-ე და
თევზების
მე-6 გრადუსებს.
|
სიმბოლო:
|
ლოტოსი.
|
მოქმედება:
|
წყალობა.
|
სახელწოდება:
|
ლოტოსი.
|
სიკეთის მომცემი მზის დღეა, სადაც შესაძლოა სულიერი ხილვა მოხდეს. ამ დღეს სულის აღქმა მიმდინარეობს. ადამიანი ძილში, ანდა მედიტაციის დროს შეიცნობს თავის წინა დაბადებებს. უმაღლეს ჭეშმარიტებებს შეიცნობს. სულიერების ამაღლების პერიოდია. ყველა ჩაკრისა და მათზე მუშაობის დღეა. განკუთვნილია ძილში წინასწარმეტყველურ სიზმრებზე მუშაობისთვის და ნათელხილვისთვის.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია დიდი საქმეებისთვის, შენაძენისთვის, წამოწყებებისთვის. ამ დღეს უნდა ეცადოთ ამაღლებულ ხასიათზე იყოთ, სულის სიღრმეში ჩაიხედოთ, აკონტროლოთ ემოციები. კარგია სასარგებლო მცენარეების დარგვა, კეთილი აზრების თესვა. არ შეიძლება ხეების მოჭრა, ყვავილების მოწყვეტა და ჩუქება.
ეს “მიწიერი” საქმეების დღეა.
მისტიური ზეგავლენა:
საჩუქრებისა და ნაპოვნების დღეა. ცნობიერებისა და ლოგიკის საიდუმლო სამალავებზე მუშაობის დღეა. სიზმრებზე მუშაობის დღეა.
სოციალური ზეგავლენა:
ძალიან სასიკეთოა, განსაკუთრებით თუ კარგ ხასიათზე ხართ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
რეკომენდებულია წვენებით შიმშილობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღეს თვალების გაფრთხილება. უკეთესია ნაკლები იკითხოთ და არ გადაიღალოთ.
დაავადებები რთულია, განსაკუთრებით მოხუცებისთვის. უნდა გაუფრთხილდეთ თავს, თავის ტვინს, აუცილებელია აკონტროლოთ არტერიული წნევა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
-
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული ბავშვი ნებისმიერ საქმეს წარმატებით გაართმევს თავს. მთელი სამყარო მას ეკუთვნის. სიმშვიდე და სიხარული, თვითშეგნება და სამყაროს საიდუმლოების შეცნობის სიხარული აავსებს მის გულს. ცისა და მიწის საიდუმლობებები მუდამ მასთან იქნება. თუმცაღა, არსებობს სიზარმაცის საშიშროება.
მედიტაცია:
იდეალები, სანთელი.
მთვარე იმყოფება ,,ლომის'' ზოდიაქოში 19.08-ის 21.54 სთ.დან 22.08-ის 0.25 სთ.მდე მოქმედებს.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მშვილდოსნის და ვერძის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და მერწყულის ნიშნებს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თხის რქის და მერწყულის ნიშნებს.
ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის.
7 აგვისტოს სავსე მთვარე მთვარის დაბნელებით, ხოლო 21 აგვისტოს ახალი მთვარე მზის დაბნელებით. აღნიშნული პერიოდი ყოველთვის ითვლებოდა სხვადასხვა სახის გართულების მიზეზად, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, საქმიანობის პრომლემურობით, ასევე ქვეყნების ერთმანეთთან კონფლიქტებით და ასევე ქვეყნის შიგნით პრობლემების მომატების პერიოდად; ასევე. სტიქიური უბედურებების მომტანად.
.დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 20 აგვისტო დადებითი დღეა.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий