მთვარის 27-ე დღე
მოქმედებს 19 აგვისტოს
სიმბოლური შესატყვისება:
|
მერწყულის მე-13 და
24-ე გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
სამკაპა, კვერთხი.
|
მოქმედება:
|
ძიება.
|
სახელწოდება:
|
სამკაპა, კვერთხი.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია საზღვაო მოგზაურობისთვის. ეცადეთ არ ჩაიხედოთ სარკეში.
სასურველი ამ დღეს გაისტუმროთ ვალები.
მისტიური ზეგავლენა:
საიდუმლო ცოდნის დაგროვების დღეა. არ იყუროთ სარკეში. რეკომენდებულია მედიტაცია, რადგანაც ამ დღეს შესაძლებელია ინტუიციური ხილვა მოჰყვეს.
სოციალური ზეგავლენა:
ნეპტუნის დღეა, სადაც გათამაშდება მთელი მისი მისტერიები. დაკავშირებულია წყალთან და საზღვაო მოგზაურობებთან. საიდუმლო ცოდნასთან.
სამედიცინო თვალსაზრისით:
-
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცხოვრობენ მუდმივ ორჭოფობასა და მერყეობაში. ესენი არიან მოგზაურები, მუდმივად შემეცნებას მოწყურებულები, მაწანწალები, მისტიკოსები, ფანტაზიორები, მკურნალები (ნეპტუნი განაგებს წამლებს); მაღალი სულიერების დონეზე მდგარი ადამიანები იდეალური სიყვარულის მატარებლები არიან. დაბალზე ჴ ლოთები, ნარკომანები. 27-ე დღეს დაბადებულთა წინაშე დგას ამოცანა დაეუფლონ მედიტაციას, კოსმოსის შესაცნობად, მაგრამ მათ დიდი ნებისმოყოფა დასჭირდებათ, რომ “გაცხრილონ” მდარე სამყარო. ამ გზის გავლაში მათ ვერბალური მაგია, თეთრი მაგია და ლოცვები დაეხმარებათ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თუ თქვენ კეთილი და თბილი ადამიანი ხართ, ამ დღეს ჩასახული ბავშვი თქვენ დაგემსგავსებათ. ის შესაძლოა ავად გახდეს უცნაური ავადმყოფობით, მიდრეკილება ჰქონდეს ინფექციებისაკენ, მაგრამ რაღაც ძალები ყოველთვის დაიფარავენ მას. მომავალში თქვენი შვილის ცხოვრებაში ახლობლებზე ზრუნვას დიდი ადგილი დაეთმობა. მისგან კეთილი ადამიანი დადგება, მაგრამ ბოროტად ნუ გამოიყენებთ მის მოთმინებას, რადგან მომთმენი და მორჩილი შესაძლოა დამსჯელ, შეშლილ არსებად იქცეს.
მედიტაცია:
-
მთვარე იმყოფება ,,კირჩხიბის'' ზოდიაქოში 17.08-იდ 20.14 სთ.დან 19.08-ის 21.54 სთ.მდე მოქმედებს.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მორიელის და თევზების ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება ქალწულის და კუროს ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებს.
კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის.
7 აგვისტოს სავსე მთვარე მთვარის დაბნელებით, ხოლო 21 აგვისტოს ახალი მთვარე მზის დაბნელებით. აღნიშნული პერიოდი ყოველთვის ითვლებოდა სხვადასხვა სახის გართულების მიზეზად, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, საქმიანობის პრომლემურობით, ასევე ქვეყნების ერთმანეთთან კონფლიქტებით და ასევე ქვეყნის შიგნით პრობლემების მომატების პერიოდად; ასევე. სტიქიური უბედურებების მომტანად.
.დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 19 აგვისტო დადებითი დღეა, განსაკუთრებით, 16-17 სთ.მდე. დღის მონაკვეთი.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
facebook: beso beciashvili
skype:astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий