მთვარის მე-20 დღე
მოქმედებს ძირითადად 21 ნოემბერს
სიმბოლური შესატყვისება: |
მორიელის მე-19 და 30-ე გრადუსები. |
სიმბოლო: |
“არწივი ნიანგის კუდით”, რაც ნიშნავს ორი ნიშნის, მორიელსა და მშვილდოსნის შეერთებას. |
მოქმედება: |
ფრენა. |
სახელწოდება: |
არწივი, მუზა. |
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა ყველაფრისთვის, გარდა მოსაწყენი, “აუცილებელი” საქმეებისთვის.
მისტიური
ზეგავლენა:
აღმოჩენების, გულახდილობის დღეა. სულიერი გარდაქმნის, ეჭვების დაძლევის, ნებისმიერი ვალებისგან ან მძიმე მდგომარეობებისგან განთავისუფლების დღეა.
ძალიან სერიოზული და საინტერესო დღეა. სულიერი გარდაქმნისა და კოსმიური კანონების შემეცნების დღეა.
არწივი ჴ რელიგიური გამარჯვების სიმბოლოა.
სოციალური
ზეგავლენა:
კერთილსაიმედო დღეა, განსაკუთრებით მიზანსწრაფული და ძლიერი იდეების მატარებელი ხალხისათვის. ლიდერებისა და ორატორების დღეა. თითქმის ყველა საქმის კეთება კარგია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
პრობლემური დაავადებები იშვიათია, თუმცა მაღალია ტრავმატიზმის პროცენტი, საშიშია ხერხემლისთვის. შიმშილობისთვის საუკეთესო დღეა. აკრძალულია ხორცეულის მიღება. ერიდეთ თვალების გადაღლას. უკეთესის სახლში ყოფნა და ჩვეულებრივი ოჯახური საქმიანობა. არ შეიძლება ექსტრასენსობით განკურნვა ჴ ბევრ ენერგიას დაკარგავთ.
მე-20 დღის საშიშროებაა სიამაყე, ქედმაღლობა.
მე-20 მთვარის დღეს
დაბადებული
ადამიანები:
ხშირად შემოქმედებითები ხალხია. უკეთეს შემთხვევაში ჴ არიან საქმის გულისთვის თავგადადებულები, უარეს შემთხვევაში - მეტისმეტად ამაყი და მიუკარებანი, ხანდახან ცრუავტორიტეტები ან დიქტატორები გამოდიან. მიდრეკილება აქვთ ასტრალური მოგზაურობისაკენ, მუდმივ მოლოდინში ცხოვრობენ.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა. ამ დღეს ჩასახული ბავშვი მოისურვებს ცხოვრებაში შეუძლებლის მიღწევას, ყველაფრის გაგებას, შესაძლებელია თუ არა ეს, მის პოტენციალზეა დამოკიდებული. ტყუილი მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.
მედიტაცია:
ცა,
ბუნება, ცხოველთა გრაციოზულობა.
მთვარე იმყოფება ,,ლომის'' ზოდიაქოში 20.11-ის 17:51 სთ.დან 23.11-ის 3:00 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მშვილდოსნის და ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის. სუსტად დადებითი დღეები ექნება სასწორის და ტყუპების ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნება თხის რქის და თევზების ნიშნებს.
ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.
დადებითია აღნიშნული დღეები ქალწულის ნიშნისთვის.
კრიტიკულია ეს პერიოდი მორიელის და კუროს ნიშნებისთვის.
დღის პროგნოზი: 21 ნოემბერი დადებითი და წარმატების მომტანი დღე იქნება.
დაკვირვებით გავეცნოთ მთვარის მე-19 დღის ზემოთ მოყვანილ რეკომენდაციებს.
მინაწერი: საათები მოყვანილია საქართველოს ადგილობრივი დროით. მსოფლიოს სხვა რეგიონებისთვის ეს საათები, ყოველ ჯერზე, უნდა გადაიყვანოთ თქვენ ადგილობროვ დროზე, რომ სწორად იხელმძღვანელოთ პროგნოზებით.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ:5 93 215274