ასტროლოგის ეთიკა.

 

(პასუხი რეპლიკაზე ,,ასტროლოგი პროგნოზით ფასობს'')

Beso Beciashvili-ის მიერ 2012 წლის 09 09,



რამდენჯერ შემირბილებია 5 წლის შემდეგ ოჯახის კრიზისის ასტროლოგიური პროგნოზი, რადგანაც იმას გამო, რასაც ვერ შეცვლის ადამიანი, ბედნიერი 4 წელიწადი არ უნდა ,,გაუქარწყლო'', ხოლო, 4 წლის შემდეგ მომიძებნია ასეთი პიროვნება და მითქვია: მომავალი წელი, განსაკუთრებით ფრტხილად, და სფერო დამისახელებია. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ასტროლოგის ეთიკა, და ადამიანების გარკვეული კონტინგენტი, რომელსაც შედარებით სუსტი ფსიქიკა აქვს, ხოლო, სიტყვას შეუძლია ადამიანი მოკლას. ჩემის აზრით, ასტროლოგი ჯერ თავად უნდა იყოს ოპტიმისტი და დიდი რწმენის მატარებელი, სიკეთით აღსავსე პიროვნება, რომელსაც ადამიანის დახმარება და დადებით, იმედიან განწყობაზე მოყვანა მთავარ საქმედ უნდა მიაჩნდეს. ასეთ შემთხვევაში, ცოდნის ნაწილი ყოველთვის უთქმელი დარჩება. რა უფრო სჯობს, შეგაქონ, როგორი ცოდნა გაქვს და 3-4 წელიწადი ადამიანს არ აცალო ბედნიერი წლები, თუ, შენთვის დაიტოვო ცოდნის ნაწილი, და ბედნიერი იყო იმით, რომ ამ ადამიანს დადებითი 4 წელიწადი გაუმართლებს? მაქვს საკმაოდ დიდი ნაშრომი, საერთაშორისო ასტროლოგთა კონგრესის დადგენილება, რომელიც, ჩემთვის სახელმძღვანელოდ გავიხადე,,ასტროლოგის ეტიკური ნორმები''.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
9.09.2012წელი
Like · · · გაზიარება · წაშალე


  • Nona Shubitidzes, Iren Gventsis, Nino LomidZes და 3 სხვას მოსწონს ეს.

  • Tamta Narimanishvili ასეთ რამეს რომ ვკითხულობ, მომწონს ხოლმე :) თქვენს გარდა კიდევ ბევრი თუ დაფიქრდება ეთიკაზე, კარგი იქნება

  • Beso Beciashvili გმადლობთ .

  • Iren Gventsi ეს პასუხისმგებოლბაა, პასუხისმგებლობა სხვა ადამიანის მიმართ და ეს ყველა ადამიანს რომ ჰქონდეს კარგი იქნება :)

  • Beso Beciashvili ეს მთლიანად ადამიანებს შორის ურთიერთობის ეთიკაა, რომლის სემადგენელი ნაწილიცაა ასთროლოგის ექიმის თუ პედაგოგის ეთიკა, ამასი არაფერია ახალი მათთვის, ვისაც საერთოდ წარმოდგენა აქვს ეთიკაზე, როგორც ასეთზე.

  • Iren Gventsi namdvilad asea :)

  • ანა ბლუმი მე თავიდანვე ვისურვებდი ცოდნას.და მერე ჩემზე იქნებოდა აჩევანი 20 09 at 18:18 · Edited · Like

  • Beso Beciashvili ვეუბნები პაქტიურად, ბეწვის ხიდზე გავდივარ ხშირად, რომ არც ადამიანი დავატერორო და 4 წლიტ ადრე პანიკებში ვამყოფო, და არც ვუმალავ ბოლომდე, რომ მიხვდეს და სწორად დაგეგმოს ტავისი ცხოვრება

  • Iren Gventsi მართალი ხარ, ამიტომაა ლავირება საჭირო :)

  • Beso Beciashvili გარკვეული ლავირების უნარის გარეშე, უბრალოდ ცხოვრებაც უჭირს ბევრს, და, მიტუმეტეს ფსიქოლოგობა, ექიმობა ანდა ასტროფსიქოლოგობა, როგორც დგეს მსოფლიოში ეზახიან ასტროლოგს

  • ანა ბლუმი თქვენიც მესმის,ზოგადად,განწყობა ამოძრავებს სამყაროს,და თუ ეტყვი, რომ 5 წელი დარჩა და კვდება მერე,შეიძლება იმ დღესვე მოკვდეს ))

  • Beso Beciashvili საკმაოდ ბევრჯერ მიწევს ,,ოქროს შუალედის'' არჩევა.

  • Beso Beciashvili ამოსავალია უნარი, ,,გადახვიდე ამ ადამიანის არსში'', მის ამპლუაში იგრძნო თავი და ისე მიხვიდე დასკვნამე, რა ურჩევნია ამ ადამიანს (ნუ გაუკეთენ სხვას იმას, რასაც შენს თავს არ უსურვებდი. )

  • Iren Gventsi კარგი ფსიქოლოგიც უნდა იყო და არა მარტო ასტროლოგი და უნდა გიყვარდეს ის ადამიანი , ვისაც ეკინტაქტები!

  • Beso Beciashvili ტავისტავად, აბა მე რა ვტქვი:)))გეტანხმებიიი. ყველაფერი იწყება და მთავრდება ადამიანის სიყვარულით და მასზე ზრუნვით.

Комментариев нет:

Отправить комментарий