среда, 24 апреля 2024 г.

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი, 2024 წელი.




მთვარის მე-17 დღე 

24.04-ის 20:34 სთ.დან    25.04-ის  21:41 სთ.მდე მოქმედებს.


 

სიმბოლური შესატყვისება:

სასწორის მე-13 და 24- გრადუსები.

სიმბოლო:

ზარი, ყურძნის მტევანი.

მოქმედება:

ექსტაზი.

სახელწოდება:

ზარი, ყურძნის მტევანი.

 

ამ დღეს ხდება შინაგანი თავისუფლების შეძენა. დიონისეს მისტერიის დღეა. ძველ საბერძნეთში ამ ღმერთის პატისვისცემად წმინდა ვაკხანალიები იმართებოდა. ეს დაგროვების, ნაყოფიერების, ექსტაზისა და ყოფიერების, სიხარულის დღეა. კარგია ცოლ-ქმრული ურთიერთობებისათვის. წყვილების კონტაქტების, ქეიფების, ბანკეტებისა და წვეულებებისათვის. ყველაზე ნათელი ასპექტი ამ დღისათვის არის სიყვარული, მაგრამ ზომიერების დაცვა არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს დღე ბევრ მოულოდნელობას შეიცავს, უდიდესი არაკონტროლირებადი ენერგიების გამო.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ცუდია ერთფეროვანი, მოსაწყენი საქმისათვის, გადაღლისა და ანგარიშებისათვის. კარგია მოგზაურობისათვის, ვაჭრობისათვის, ქორწინებისათვის. წარმატებულია ქურდებისათვის.

მე-17 დღე კონტაქტების დღეა. მხიარულების და სიმღერის. ჯგუფური ვარჯიშების, ძალისმიერი ასანებისთვის. ამ დღის შედეგები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. მაღალ დონეზე იდეალური სიყვარულის გასაღების პოვნა, დაბალ დონეზე - თავშეუკავებელი სიგიჟე და ლოთობა.

რეკომენდებულია მშრალი ღვინო.

მისტიური ზეგავლენა:

-

სოციალური ზეგავლენა:

-

სამედიცინო თვალსაზრისით:

ინფექციური დაავადებების გამოვლინების დღეა. ქალებს ფსიქიკა დაძაბული აქვთ. ტრავმისთვის საშიში დღეა. ამ დღეს კარგია ქორწინება. მას დიდხანს ექნება საფუძვლად სიყვარული. საერთოდ, ქორწილისთვის კარგია მე-12, მე-16 და მე-17 დღეები (მე-16 დღეს ქორწინება დაეფუძნება ჰარმონიულობას, მე-12 დღეს უმაღლეს სიყვარულს).

მე-17 მთვარის დღეს დაბადებული ადამიანები:

უზომოდ საჭიროებენ თავის მეორე ნახევარს. მათ დიდი მოთხოვნილება აქვთ ჰყავდეთ ჭეშმარიტი მეუღლე ანდა საყვარელი პოლარული ენერგიის წყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება იქნება უსუსური და საბრალოდ.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ბავშვის ჩასახვა მოხდება სიხარულსა და მხიარულებაში, ასეთივე იქნება მისი ხასიათიც, მაგრამ ფრთხილად იყავით, თქვენი შვილი შესაძლოა გაიზარდოს ლოთი და მატყუარა.

მედიტაცია:

ცეკვა.


მთვარე იმყოფება   ,,მორიელის''   ზოდიაქოში         23.04-ის 19:20 სთ.დან  26.04-ის 5:37 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, თევზების და კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისთვის.  სუსტად დადებითი დღეები ექნება თხის რქის და ქალწულის   ნიშნებს.
საქმეში წარმატება, მაგრამ სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ვერძის და  ტყუპების ნიშნებს.
მორიელის და კუროს ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.

მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი სუსტად დადებითია.

დადებითია აღნიშნული დღეები სასწორის ნიშნისთვის.
კრიტიკულია ეს პერიოდი მერწყულის და ლომის  ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი:25 აპრილს მერკური გახდება სტაციონარული და შემდეგ გადავა დირექტულ მოძრაობაზე. ეს მოვლენა კრიტიკულად იმოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე2-3 დღის განმავლობაში, სანამდე მერკური დაიწყებს შედარებით სწრაფად,  სწორედ მოძრაობას.

25 აპრილი სუსტად დადებითი დღე იქნება.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ:5 93 215274

facebook Beso Beciashvili