понедельник, 9 октября 2017 г.

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.


მთვარის მე-20 დღე 
9.10-ის 21.18 სთ.დან 10.10-ის 22.08 სთ.მდე  მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მორიელის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
არწივი ნიანგის კუდით”, რაც ნიშნავს ორი ნიშნის, მორიელსა და მშვილდოსნის შეერთებას.
მოქმედება:
ფრენა.
სახელწოდება:
არწივი, მუზა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა ყველაფრისთვის, გარდა მოსაწყენი, აუცილებელი საქმეებისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
აღმოჩენების, გულახდილობის დღეა. სულიერი გარდაქმნის, ეჭვების დაძლევის, ნებისმიერი ვალებისგან ან მძიმე მდგომარეობებისგან განთავისუფლების დღეა.
ძალიან სერიოზული და საინტერესო დღეა. სულიერი გარდაქმნისა და კოსმიური კანონების შემეცნების დღეა.
არწივი რელიგიური გამარჯვების სიმბოლოა.
სოციალური ზეგავლენა:
კერთილსაიმედო დღეა, განსაკუთრებით მიზანსწრაფული და ძლიერი იდეების მატარებელი ხალხისათვის. ლიდერებისა და ორატორების დღეა. თითქმის ყველა საქმის კეთება კარგია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
პრობლემური დაავადებები იშვიათია, თუმცა მაღალია ტრავმატიზმის პროცენტი, საშიშია ხერხემლისთვის. შიმშილობისთვის საუკეთესო დღეა. აკრძალულია ხორცეულის მიღება. ერიდეთ თვალების გადაღლას. უკეთესის სახლში ყოფნა და ჩვეულებრივი ოჯახური საქმიანობა. არ შეიძლება ექსტრასენსობით განკურნვა ბევრ ენერგიას დაკარგავთ.
მე-20 დღის საშიშროებაა სიამაყე, ქედმაღლობა.
ამ თვარის დღეს დაბადებული ადამიანები:
ხშირად შემოქმედებითები ხალხია. უკეთეს შემთხვევაში  არიან საქმის გულისთვის თავგადადებულები, უარეს შემთხვევაში - მეტისმეტად ამაყი და მიუკარებანი, ხანდახან ცრუავტორიტეტები ან დიქტატორები გამოდიან. მიდრეკილება აქვთ ასტრალური მოგზაურობისაკენ, მუდმივ მოლოდინში ცხოვრობენ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა. ამ დღეს ჩასახული ბავშვი მოისურვებს ცხოვრებაში შეუძლებლის მიღწევას, ყველაფრის გაგებას, შესაძლებელია თუ არა ეს, მის პოტენციალზეა დამოკიდებული. ტყუილი მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.
მედიტაცია:
ცა, ბუნება, ცხოველთა გრაციოზულობა.
მთვარე იმყოფება ,,ტყუპების'' ზოდიაქოში        9.10-ის 5.45 სთ.დან 11.10-ის 7.38 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება  ლომის და  ვერძის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მორიელის და თხის რქის  ნიშნებს.
ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ქალწულის  და თევზების ზოდიაქოსთვის.

 დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 10  ოქტომბერი საუკეთესო  დღეა, მიზანსწრაფული ადამიანებისათვის წარმატებას  მოიტანს, განსაკუთრებით,  დილის 7-8 საათიდან 14-15 საათამდე პერიოდი.
(თვარე -მზის და მთვარე მერკურის დადებითი  ვიბრაციები, ტრიგონალური განლაგება). 
16-17 საათიდან საღამოო  კრიტიკული იქნება, შესაძლოა ამინდის გაუარესება, ზღვაზე შტორმები.
 მთლიანობაში,  საღამოს საათები აგრესიული იქნება, (მთვარის და პლანეტა მარსის კვადრატურა, კრიტიკული ვიბრაციების გამო).
 ხშირი იქნება ავარიების, აგრესიის, სხეულის დაზიანების და კამათის შემთხვევები. საღამოს საათებში და ღამე მოვერიდოთ ხალხში  ყოფნას და  ალკოჰოლის გადამეტებულ მიღებას.

(სააათები  მითითებულია საქართველოს ადგილობრივი  დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
 facebook: beso beciashvili
მობ: 5 93 21 52 74
skype:astrokonsultant



Комментариев нет:

Отправить комментарий