ასტროლოგის სახე.


ასტროლოგის სახე

პირველ რიგში, ასტროლოგის საქმეა ადამიანს გაუკეთოს ,,კარმის დიაგნისტირება'' პირადი ჰოროსკოპით, ამ პროცესში მხოლოდ პირადი ჰოროსკოპის იმედზე ვინც იქნება, სრულ ამოხსნას ვერასდროს შეძლებს და მითუმეტეს, უკვე დადგენილი ბედისწერის მიხედვით ყველაზე საუკეთესო გზის ჩვენებას ადამიანისთვის. ყველამ ვიცით, რომ ასტროლოგია პარამეცნიერებების თანრიგს განეკუთვნება.
ასტროლოგს უნდა ჰქონდეს ინტუიცია, რომელიც, პერიოდულად, ნათელხილვაში გადადის და პირადი ჰოროსკოპის შესწავლის გარდა ასეთი ,,გონების განათებების'' თანდაყოლილი ნიჭით არის დაბადებული თავისი პირადი ჰოროსკოპის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, იგი ადამიანების დახმარებას შეძლებს, მაგრამ, თუ ეს ნიჭი არ გააჩნია, მისი მიღებული პასუხები იქნება მშრალი და სქემატური, და მეორე, ინტუიტიური ხედვის გარდა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების სიყვარულის და მათი დახმარების თანდაყოლილი ნიჭი, ეს იგივეა, რაც მოწოდებით ექიმის ნიჭი, რომელიც  ისევ პირად ჰოროსკოპში უნდა ჩანდეს.
და მესამე, და უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ასტროლოგი უნდა იყოს ნაკითხი და განსწავლული პიროვნება, ღრმად მოაზროვნე და ცხოვრების გამოცდილებაც აუცილებლად შერწყმული უნდა იყოს განათლებასთან.
ყოველი პიროვნების ადგილზე საკუთარი თავის წარმოდგენის უნარი, კიდევ ერთ ერთი აუცილებელი პირობაა და მხოლოდ ამდაგვარი  თვისებების და ნიჭის შემდეგ, შესაძლოა ითქვას, რომ ასეთი ადამიანი ნამდვილად სიკეთეს მოუტანს პიროვნებას, ურჩევს არსებული ცხოვრებისეული სიტუაციებიდან ისეთ ვარიანტს, რაც მას წინსვლას მოუტანს და საკუთარი თავის რწმენას აუმაღლებს.
პირადი ასტროლოგი ადამიანისთვის პირველ რიგში მისი სულიერი მეგობარი უნდა იყოს. დახმარებისა და რჩევისთვის მოსული პიროვნება ასტროლოგს უნდა ატყობდეს მისდამი გულწრფელ სიყვარულს და დიდ სურვილს, მისი ცხოვრება გახადოს გაცილებით უკეთესი და წარმატებული.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
27.01.2014 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий