სერგეი ვრონსკი-ასტროლოგი

სერგეი ვრონსკის პირადი ჰოროსკოპი.
https://www.youtube.com/watch?v=0TBXU-fCpBI




               სერგეი ვრონსკი ერთადერთი დიპლომირებული ასტროლოგი ,,საბჭოთა კავშირში''. დაიბადა 25 მარტს 1915 წელს. მედიცინის დოქტორი, არაჩვეულებრივი ნიჭის პიროვნება. მან გაიარა მეორე მსოფლიო ომი, იყო ,,გულაგის'' პატიმარი. სერგეი ვრონსკი იდგა რუსეთში ასტროლოგიის განვითარების სათავეებთან, აღზარდა მთელი რიგი ნიჭიერი ასტროლოგები.
               მისი სამეცნიერო ინტერესები დაკავშირებულია დედამიწა-მთვარის ურთიერთზემოქმედებაზე, აგრეთვე, მედიცინის და, ასტროლოგიის ექსტრასენსორული აღქმის საკითხთან.. იგი ავტორია ასტროლოგიის პირველი სერიოზული სახელმზღვანელოსი რუსეთში. მისი სამი წიგნი: ,,ასტროლოგია მეცნიერებაა თუ ცრურწმენა'', ,,ასტროლოგია პროფესიის არჩევის საქმეში'' და ,,ქორწინება და ურთიერთშეთავსება'' გასული საუკუნის 90 იან წლებში გამოიცა დიდი ტირაჟით და მალევე იქცა ბიბლოგრაფიულ იშვიათობად.
               ბოლო წლებში, სერგეი ვრონსკის გარდაცვალების შემდეგ , 2000 წლიდან, ეტაპოვრივად გამოიცა მის მიერ შედგენილი 12 ტომეული. აღნიშნული ლიტერატურა, (პირველად გამოცემული სამი წიგნი და შემდგომ თორმეტტომეული) წარმოადგენს მეცნიერული ასტროლოგიის სფეროში ფუნდამენტალურ და ფასდაუდებელ ნაშრომს.

       http://youtu.be/vM3CNEcSQs0. http://youtu.be/kyaPmee5G7E

                პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий