ორი პიროვნების ასტროლოგიური შეთავსება-,,სინასტრია''.


ორი პიროვნების ასტროლოგიური შეთავსება-,,სინასტრია''.

სინასტრია ეწოდება შეთავსებას ასტროლოგიაში. პირადი ჰოროსკოპების მიხედვით ორი პიროვნების, პარტნიორობას და მეგობრობაში, ეს იქნება ოჯახის შექმნის მიზნით თუ, საქმიანი პარტნიორობა ანდა, ნებისმიერი სხვა სახის ურთიერთობა, ასტროლოგიის აღნიშნული განხრის საშუალებით განიხილება. 
მშობლები და შვილები, ასეთი შეთავსების დროს ნათლადაა გამოხატული რომელი ბავშვი რომელ მშობელს მეტად დაუმეგობრდება და , ასე ვთქვათ, დაუჯერეს, პედაგოგსა და ბავშვს შორის შეთავსება და თვით, ექიმსა და პაციენტს შორის შეთავსება,
ბევრი ფაქტოდი განიხილება ,,სინასტრიული'' რუკების შესწავლის პროცესში, პლანეტარული ვიბრაციების თანხვედრა, მაგრამ, უმნიშვნელოვანესია, შესასწავლი ორი პიროვნებიდან, რომელი რომელი მთვარის ფაზაშია დაბადებული, მაგალითად, ერთ ერთი პიროვნება დაბადებულია ახალ მთვარესთან ახლოს დღეებში, ხოლო მეორე,სავსე მთვარის დღეებში, ცხოვრების განმავლობაში,პირველი თავისივე მთვარის ფაზაში, ანუ ახალ მთვარესთან ახლოს იქნება ენერგიული და სიცოცხლით აღსავსე, ხოლო, მეორე პიროვნება, რომელიც სავსე მთვარის ფაზაშია დაბადებული, უენერგიო, დაღლილი და სუსტი ჯანმრთელობით. ასეთი აცდენა პრინციპულად შეთავსებას, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არასასურველს ხდის და აღნიშნულიორი პიროვნება ურთიერთობაში ყოველთვის წააწყდება ურთიერთგაუგებრობას.
შეთავსებისათვის ბრწყინვალეა, თუ მთვარის, დაახლოვებით, 29 დღიან ციკლში ორი პიროვნების დაბადების მომენტში მთვარის ფაზების, და უფრო ზუსტად, მთვარის დღეების მიხედვით სხვაობა არ იქნება 5-7 დღეზე მეტი, და ძალიან კარგია,თუ ორივე პიროვნება ერთი და იმავე მთვარის დღეზე, ანდა 2-3 დღის სხვაობით იქნება დაბადებული.
როდესაც უკვე არსებულ დადებით წყვილებს ვამოწმებთ ასტროლოგები, ეს იქნება მეუღლეები თუ საქმიანი პარტნიორები, ყოველთვის ვაწყდებით ასეთ, მთვარის ახლოს დღეებში დაბადებას, რაც ასტროლოგიურ აღნიშნულ მეთოდს მეცნიერულად დასაბუთებულს ხდის.
პ.ს. შესაძლებელია ახალ და სავსე მთვარეზე არ იყოს დაბადებული ორი პიროვნება და შუალედურ ფაზებში იყვნენ დაბადებული,მთავარია, რომ მათი დაბადების დროს მთვარის დღეების სხვაობა მთვარის ციკლის ნახევარს,ანუ 14-15 დღეს არ უდრიდეს. მაგალითად, მთვარის მე-8 დღე და მთვარის 23-ე დღე. ასეთი შეუთავსებლობა ხშირად, უშვილობის მიზეზი ხდება.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
21.11.2013წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий