,,ფორტუნას'' ჰოროსკოპის სახლებში მდებარეობა.


,,ფორტუნა’’  ,,ფორტუნას წერტილი’’, ,,ბედის ბორბალი’’ლათ. Fortuna-ბედნიერების და გამართლების ქალღმერთი.

,,ფორტუნას’’ ზემოქმედება ადამიანის  ბედისწერაზე პირადი ჰოროსკოპის სახლებში მდებარეობის მიხედვით
ფორტუნა 1 სახლში.
ადამიანი შესაძლოაგამდიდრდეს საკუთარი საქმიანობის შედეგად, ხასიათის სიმტკიცით, ფიზიკური შესაძლებლობებით და საკუთარი გარეგნობის წყალობით.
ფორტუნა 2 სახლში.
გამდიდრება დამოკიდებულია ადამიანის შრომისუნარიანობასა და ამტანობაზე. იგი ძლიერდება შრომითი შემოსავლების საშუალებით.
ფორტუნა 3 სახლში.
მმართველი ასპექტების მიხედვით, ადამიანის გამდიდრებაზე გავლენა შეიძლება ოქონიონ და-ძმებმა, თანატოლებმა, ახლობლების ვიწრო წრემ.
სასარგებლოა ახლო მანძილზე მგზავრობები, ტურიზმი, პედაგოგიური საქმიანობა. შესაძლოა შემოსავალი დაკავშირებული იყოს გონებრივ შრომასთან და საშუამავლო საქმიანობასთან.
ფორტუნა 4 სახლში.
ქონება და სიმდიდრე მოდის მშობლებისგან. ზოგჯერ იგი გამოიხატება უძრავი ქონების ერთეულით.
ფორტუნას ასეთი მდებარეობის დროს ასტროლოგს შეუძლია ისაუბროს ამ ადამიანის მდიდარ სულიერებაზე.
ფორტუნა 5 სახლში.
კარგი მდგომარეობა მოდის შემოქმედებითი საქმიანობით, შეყვარებულებისგან, შვილებისგან. თუმცა, შესაძლოა, სიმდიდრე შექმნას წარმატებული სპეკულაციებით ანდა, აზარტული თამაშებით.
ფორტუნა 6 სახლში.
პიროვნების სიმდიდრეს ქმნის ხალხი, რომლებიც მისთვის მუშაობენ.
განიხილება ადამიანის ფინანსური მდგომარეობის დამოკიდებულება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
ქონება შესაძლოა მოიპოვოს ხელობით, ანდა ახალი ტექნოლოგიების დანერგვით.
ფორტუნა 7 სახლში.
სიმდიდრე შესაძლოა მოვიდეს მეუღლიდან, წარმატებული თანამშრომლობის გზით, ანდა სასამართლო პროცესებიდან.
სიმდიდრეს  მოუტანს ადამიანებთან კავშირი.
ფორტუნა 8 სახლში.
ადამიანი შესაძლოა გამდიდრდეს მიღებული მემკვიდრეობით, ანდა კაპიტალდაბანდებების გზით.
დიდი ალბათობაა იპოვოს განძი. შესაძლოა გამდიდრება კოლექტიური საქმიანობით, საიდუმლო სამსახურით, რაიმე სახის კრიმინალით.
შემოსავლები დაკავშირებულია სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების რისკთან.
საშიშროებაა სრული განადგურების.
 (სიმბოლურად მე-8 სახლი-,,ფორტუნას სიკვდილი’’).
ფორტუნა 9 სახლში.
სიმდიდრე განისაზღვრება ადამიანის კულტურის დონით. შესაძლოა კავშირში იყოს მის სამეცნიერო მიღწევებთან.
პიროვნება შესაძლოა ფლობდეს დიდ სულიერ სიმდიდრეს.
ქონება შესაძლოა მოვიდეს საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის შედეგად, უცხოელი პარტნიორებიდან,  ზოგადად საზღვარგარეთიდან.
ფორტუნა 10 სახლში.
სიმდიდრე შესაძლოა დაკავშირებული იყოს ადამიანის შესაძლებლობებზე, რომელიც მოდის მისი სოციალური მდგომარეობიდან.
ყველაზე დიდი ფასეულობა ამ პიროვნებისათვის იქნება გარშემომყოფთა პატივისცემა და აღიარება.
ფორტუნა 11 სახლში.
ადამიანს თავის თავის დიდ მიღწევად ჩათვალოს მეგობრული ურთიერთობები. მეგობრები ყოველთვის დაიცავენ მას მძიმე წუთებში.  ის თავადაც მზად არის მეგობრებისათვის გაიღოს ყველაფერი, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს.
ფორტუნა 12 სახლში.
მატერიალურმა მდგომარეობამ შესაძლოა ადამოანს დიდი სულიერი ზიანი მოუტანოს, ანდა უდიდესი გამოცდის წინაშე დააყენოს იგი. ცხოვრებაში  დახმარება შესაძლოა სრულიად უცნობი ადამიანისაგან მიიღოს.
არის იმისი ტენდენცია, რომ საკუთარი ქონება სრულიად უცხო ადამიანს უანდერძოს, დახარჯოს საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, ანდა დაურიგოს ღარიბებს.
                                                            . . .
,,ფორტუნა’’-ს მდებარეობა პირად ჰოროსკოპში შემდეგნაირად გამოითვლება:
დღისით დაბადებულებისათვის   ASC+მთვარე-მზე.
ღამით დაბადებულებისათვის  ASC- მთვარე+მზე.

თავისთავად, ფორტუნას აქვს თავისი ,,ღირსებები'' და ,,ნაკლოვანებები''  პირადი ჰოროსკოპის სხვა ელემენტებთან ასპექტების და განლაგების მიხედვით, აგრეთვე, აუცილებელია მთლიანი ჰოროსკოპის სკრუპულოზური შესწავლა და სინთეზურად განხილვა, რათა ასტროლოგმა დაადგინოს ზემოთ მოყვანილი შინაარსები რამდენად განხორციელდება პიროვნების ცხოვრებაში და ცხოვრების რომელ ეტაპზე გახდება უფრო თვალსაჩინო.

P.S.  ,,ფორტუნას'' გამოთვლისათვის აუცილებელი ჯერ პირადი ჰოროსკოპის რექტიფიკაცია, დაადების დროის დაზუსტება , რის შემდეგაც ფორტუნას გამოთვლებს და მისი მდებარეობის ადგილს ჰოროსკოპის სახლებში, შესაძლოა ვენდოთ. 



 პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი




Комментариев нет:

Отправить комментарий