თქვენი ასტროფსიქოლოგიური პორტრეტი.

,,Astra inclinant, non necessitant''.
,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

ამ პატარა კრებულში გაეცნობით აღმოსავლური და ევროპული ასტროლოგიის სხვადასხვა საინტერესო მასალას, მათ შორის, აღმოსავლური (ჩინური) ასტროლოგიის პრინციპის მიხედვით დამუშავებულ პიროვნების ასტროფსიქოლოგიურ დახასიათებას, რაც, ქართველი მკითხველისათვის სიახლეს წარმოადგენს.



შესავალი

ასტროლოგია უძველეს მეცნიერებათა რიგს მიეკუთვნება, რომლის საწყისები საუკუნეების სიღრმეში იკარგება.
ცნობიერების შეცვლილ, ტრანსცენდენტულ მდგომარეობასი იქნა აღქმული და აღწერილი მზის სისტენის პლანეტების ხასიათი და ენერგეტიკული თავისებურებები.
კლასიკური ასტროლოგის საფუძვლები ზოგადად დემოკრიტეს, პითაგორიელთა და არისტოტელეს შეხედულებებს ემყარება.
პირველი კალენდარი, რომელშიაც კვირის დღეები პლანეტების სახელებით იყო მოხსენიებული, ბაბილონსი იქნა შედგენილი დაახლოებით 4 000 წლის წინ ჩვ.წ.აღ-მდე, ხოლო, ეგვიპტელ ქურუმებს კიდევ უფრო ადრე, ჩვ.წ.აღ-მდე 10 000 წლის წინ ჰქონდათ მნათობების განლაგების ცხრილები და მათი ასტროლოგიური ახსნა-განმარტებანი. სწორედ იმ პერიოდში იქნა შემუშავებული 12 ზოდიაქალური ნიშანი.
ევროპაში ასტროლოგიის აყვავება მეტხუთმეტე-მეთექსვმეტე საუკუნეებსი მოხდა. ცნობილი არიან იმ დროის უდიდესი მეცნიერები-რეგიო მონტანი, ჯორდანო ბრუნო, ნოსტრადამუსი, მესტლინი, გალილეო გალილეი, იოჰან კეპლერი, კამპანელა. მათ დიდი წვლილი შეიტანეს მეცნიერული ასტროლოგიის განვითარებასი. ინკვიზიცია ცდილობდა ფარულად გაენადგურებინა ასტროლოგია.
დრეისათვის, მეცნიერების ნახტომისებური განვითარების პერიოდში, საჭირო გახდა ასტროლოგიის, როგორც მეცნიერების ფართო გამოყენება ადამიანის, თუ საერთოდ, დედამიწაზე მიმდინარე პროცესების კვლევის საქმეში.
დადგინდა მზის, მთვარის და პლანეტების ასტროლოგიური პრინციპების მიხედვით ზემოქმედება ადამიანის ფსიქიკასა და ფიზიოლოგიაზე. გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ თვით ტელესაკომუნიკაციო თანამედროვე სისტემების მუშაობაში პერიოდული ხარვეზები მთელი სიზუსტით ემთხვევა კლასიკური ასტროლოგიისათვის ცნობილ უარყოფით განლაგებებს დღეების და, თვით საათების სიზუსტით.
შვეიცარიელი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი კარლ გუსტავ იუნგი (1875-1961 წ.წ.), რომელიც, ანალიტიკური ფსიქოლოგიის ფუძემდებლად ითვლება, ტავის გამოკვლევებში ჰართოდ იყენებდა ასტროლოგიურ მეთოდებს. მანვე, ფსიქოანალიზის პრაქტიკაში დანერგა ასტროლოგიის გამოყენება და იწინასწარმეტყველა, რომ მალე ასტროლოგია, როგორც ერთ =ერთი საგანი, კვლავ დაუბრუნდებოდა უნივერსიტეტებს, რომელიც მან დატოვა, დაახლოებით, სამი საუკუნის წინ.
დღეისათვის მსოფლიოში ცალკე დარგებად ჩამოყალიბდა ასტროლოგიის სფეროები, როგორიცაა: ნატალური (დაბადების ჰოროსკოპი), მედიცინის, წინასწარმეტყველური (პროგნოსტიკა), პოლიტიკური (მუნდანური), სასოფლო-სამეურნეო და ფსიქოლოგიური ასტროლოგია, რომლის საუკეთესო მაგალითს აღმოსავლური(ჩინური) ასტროლოგიის მე-4 პრინციპის სათაურით შეხვდებით წინამდებარე წიგნში.

რედაქტორ-შემდგენელი ბესო ბეციაშვილი.
თბილისი, 2001წელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий