2014 წლის მთვარის და მზის დაბნელება და აპრილის თვის რთული პლანეტარული ზემოქმედება. .

 




2014წლის მთვარის და მზის დაბნელება და აპრილის თვის რთული პლანეტარული ზემოქმედება. 

13 აპრილიდან 1 მაისამდე დაბეჯითებული თხოვნა მექნება ყველასთან, ნუ იმგზავრებთ შორს, თუ გამოუვალი აუცილებლობა არ იქნება. მაგალითისათვის, 3-12 მარტის პერიოდის განვლილი ასტროლოგიური პროგნოზები, შეგიძლიათ ,,astrokonsultant'' ბლოგის არქივში ნახოთ, კრიტიკულმა პლანეტარულმა განლაგებებმა გამოიწვია თვითმფრინავის გატაცება, დღემდე 200 ზე მეტი ადამიანი ტყვედ არის ჩავარდნილი.
აპრილის კრიტიკული პლანეტარული განლაგებები განეკუთვნება იმ ,,ა'' კლასის კატასტროფულ ვიბრაციებს, რაც საუკუნეების განმავლობაში არ გამეორებულა.
ადამიანები ამ პერიოდში მოიქცევიან არაადეკვატურად, რაც გამოიწვევს ზლიერ დაპირისპირებებს, კონფლიქტებს, როგორც თვითოეული ჯგუფის ცხოვრებაში, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით.
15 აპრილის სავსე მთვარე,მთვარის დაბნელებითაა,ხოლო 30 აპრილის ახალი მთვარე, მზის დაბნელებით, რაც ყოველთვის იწვევს დიდ დაძაბულობას და კრიტიკულ მოვლენებს. ხოლო, იუპიტერი მარსის, პლუტონის და ურანის სრული კვადრატები ერთმანეთთან ბოლომდე დაძაბავს ნებისმიერი სფეროს და მიმართულების საქმიანობას.
პრობლემური იქნება ჯანმრთელობის საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფსიქიკური აშლილობის მქონე პიროვნებებს რათა, პირველ რიგში, ასეთი ადამიანები ექვემდებარებიან ასეთ პერიოდებს და მათი საქციელი უმართავი ხდება, ეს იქნება სხვა ადამიანებისადმი აგრესია თუ საკუთარ თავზე მიყენებული, თვით სუიციდის მცდელობის განხორციელებები.
ერთადერთი დამამშვიდებელი ფაქტორი, რის გამოც კაცობრიობა ამ ძლიერ დაძაბული პერიოდის გამო ნაკლებად დაზარალდება ისაა, რომ მარსი, აგრესორი და ომების გამომწვევი პლანეტა დედამიწასთან უახლოეს წერტილის გავლის დროს, 14 აპრილს, არ დაიკავებს დიდი საშიშროების მომტან სიახლოვეს.
მარსის დედამიწასთან უახლოეს წერთილში გავლა, მაგალითისათვის 1.08.1939 წელი 0.3880 ა.ე. (ასტრონომიული ერთეული ტოლია 149’597’870,610 კილომეტრის).
ევროპაში გერმანიის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყების ახლოს პერიოდი იყო.
3.10.1941წელი 0.41045 ა.ე. უახლოესი გავლა დედამიწასთან, გვახსოვს იტორიულად აღნიშნულ პერიოდთან ახლოს თვეების საომარი მოქმედებები და ადამიანების ხოცვის მასშტაბები.
ერთ-ერთ მომენტი იყო 12.08.1971 წელი, როდესაც მარსმა დედამიწის სიახლოვეს გაიარა კოსმოსში 0.37569 ა.ე. რამაც გამოიწვია ,,სპარსეთის ყურის'' საომარიმ მოქმედებები,მსოფლიო ომის დაწყების ნიშნები და აქციების კურსის კოლოსალური ვარდნა, მსოფლიო ეკონომიკის უზლიერესი კრისიზი, რასაც ეკონომიკური ასტროლოგიის სფროში მომუშავე ვილგელმ ანგელმეიერი წლების წინ წინასწარმეტყველებდა.
დღეისათვის, ერთ- ერთი კრიტიკული ასეთი მარსი და დედამიწის კოსმოსში სიახლოვის წინაშე ვდგავართ, და ეს თარიღია 14.04.2014 წელი, 17.23 სთ. მაგრამ, სიშორეა დედამიწასთან მარსის მხოლოდ 0.61756 ა.ე. რაც არ არის დამანგრეველი და მიუხედავად პლანეტარული კრიტიკული ვიბრაციების, გლობალურ კატასტროფულ შედეგებამდე არ მიგვიყვანს.
აღნიშნული მოვლენის ზემოქმედება 2002 წელს აღოვაჩინე და სხვა ისტორიულ თარიღებთან შედარებების დეტალური ანალიზის შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ ასტროლოგიაში ასეთი დამატებითი პარამეტრების გათვალისწინების გარეშე,შესაძლოა, მცდარი შეფასების გაკეთება მოუხდეს თვით გამოცდილ ასტროლოგსაც.
თავისთავად ფაქტი, რომ მარსი დედამიწის სიშორე დაახლოების დროს, 14 აპრილს არაა კრიტიკულთან ახლოს კარგია, მაგრამ  ბოლომდე დამშვიდების უფლებას არ გვაძლევს, ეს მოვლენა , დედამიწასთან უახლოესი წერტილის გავლა, როგორც 15 აპრილის სავსე მთვარე, მთვარის დაბლენებით, აუცილებლად შექმნის ურთულეს სიტუაციებს ყველას ცხოვრებაში, ამიტომ თხოვნა, რომელიც ზემოთ მქონდა ყველასთან, ძალაში რჩება, 2014 წელის 13 აპრილიდან 1 მაისამდე პერიოდისათვის.
მეგობრებო, ვიყოთ ყურადღებით და ყოველივეს გადავიტანთ დიდი დანაკარგების გარეშე.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
09.04.2014 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий