среда, 18 октября 2017 г.

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2017 წელი.



მთვარის 29- დღე 
მოქმედებს, ძირითადად, 19 ოქტომბერს.
სიმბოლური შესატყვისება:
პლუტონი. თევზების მე-7 და მე-18 გრადუსები.
სიმბოლო:
ჰიდრა, რვაფეხა.
მოქმედება:
პანიკა.
სახელწოდება:
ჰიდრა, რვაფეხა.
ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
მისტიური ზეგავლენა:
დაცემისა და კატასტროფების დღეა.
საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდირებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.
სოციალური ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძლიერ ნეგატიური.
არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დბადებულები მთელი ზოდიაქოს განტევების ვაცები არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.
მედიტაცია:

არა
მთვარე იმყოფება ,,სასწორის'' ზოდიაქოში     17.10-ის 21.34სთ.დან  20.10-ის 5.40 სთ.მდე.

აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ მერწყულის და ტყუპების ნიშნით დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნება  მშვილდოსნის და  ლომის ზოდიაქოს.
ბევრი სამუშაო შეხვდებათ და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ თევზების და კუროს  ნიშნებს.
სასწორის და ვერძის  ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნისთვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მორიელის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი თხის რქის  და კირჩხიბის ზოდიაქოსთვის.

 დღის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი: 19 ოქტომბერს 23.11 სთ.ზე საქართველოს ადგილობრივი დროით ახალი მთვარობაა. მთელი დღე საკმად არასახარბიელოა რთული და მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. საღამოს, ზუსტად ახალი მთვარის დადგომის დროს, მთვარე და მზე ერდროულად ზუსტ ოპოზიციაში დაუდგეა მოულონელობების პლანეტა ურანს. 
ურთულესი და კატასტროფების მომტანი რამოდენიმე საათი გველოდება. 
საგრზნობად აიწევს ავტოავარიების, სხეულის დაზიანების და ნებისმიერი სახის კატასტროფების სტატისტიკა. შევეცადოთ არ ვიმგზავროთ შორს, არ მივიღოთ გადამეტებულად ალკოჰოლი. მთლიანობაში, მზის და პლანეტა ურანის ასეთი კრიტიკული ვიბრაციების გამო 22 ოქტომბრამდე მოსალოდნელია სტიქიური ანომალიები და მომატებული კატასტროფების ალბათობა. სიფრთხილე, აუცილებლად დაგვეხმარება, რათა ჩვენ არ გავხდეთ ასეთი მოვლენებით დაზარალებული.
(სააათები  მითითებულია საქართველოს ადგილობრივი  დროით.)
პატივისცემით ასტროლოგი  ბესო  ბეციაშვილი 
 facebook: beso beciashvili
მობ: 5 93 21 52 74
skype:astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий