ასტროლოგიური პროგნოზი 21.12.2013წ. 20.01.2014წ. პერიოდისათვის.

მზე გადავიდა ,,თხის რქის’’ ზოდიაქოშო 21 დეკემბრიდან 20 იანვრამდე.

ვერ ვიტყოდი, რომ დადებითი პერიოდის იმედი უნდა გვქონდეს, მარსი სასწორიდან კვადრატურის ზონაში იქნება თხის რქის მზესთან, იუპიტერი კირჩიბიდან აღნიშნული მზის ოპზიციაშია. (ორივე ასპექტი კრიტიკულია და მოიცავს მზის ,,თქის რქის'' ზოდიაქოში გავლის აღნიშნულ მთელ პერიოდს).
 მარსი კრიტიკულ ასპექტებს ქმნის 24-25 დეკემბერს, 1 იანვარს, 3 იანვარს და 8-9 იანვარს. არ არის სასურველი პერიოდი 20 იანვრამდე დიდი საქმეების წამოწყებისათვის. ხშირი იქნება, აღნიშნულ პერიოდში საქმის გამო დაპირისპირება, თვითოეული პარტნიორი უნდა გაფრთხილდეს, რათა კონფლიქტი არ გადაიზარდოს ფუნდამენტურ ურთიერთგაუგებრობაში, შემდგომი მძიმე შედეგებით. აგრეთვე, ხალხის და მთავრობის კონფრონტაცია მაქსიმალურად დაიძაბება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.
მოსალოდნელია აღნიშბულ რიცხვებთან ახლოს პერიოდებში კლიმატის ანომალიური გამოვლინებები.
 24-25 დეკემბრისათვის მოიმატებს ელექტრო და სხვა სახის ტრავმების ალბათობა, ტერაქტები, საერთოდ, ასაფეთქებელი ნივთიერებების შედეგად ადამიანების დაზარალება იქნება  ხშირი. მაღალია ხანძრის ალბათობა.(მარსი-ურანის ზუსტი ოპოზიცია).
მოიმატებს ავტო და ავიაკატასტროფების სტატისტიკა  მსოფლიო მასშტაბით. მოსალოდნელია ელექტრო და ატომური სადგურების მუშაობაში, კოსმოსური, ორბიტული თანამგზავრების მუშობაში მკვეთრი კრიტიკული გამოვლინებები, თვით კატასტროფის დონეზე.
1 იანვარი მოცული იქნება მერკური მარსის კვადრატით და ახალი მთვარის 1-ლი დღის მძიმე გამოსხივებით. (15.14 საათზე ახალი მთვარის ზუსტი დროა 1 იანვარს).
აუცილებელია, ამ ახალი წლის დღეებში, დაწყებული 23 დეკემბრიდან მაქსიმუმამდე შევამციროთ შორს მგზავრობა,  10 იანვრამდე.

p.S. ხშირია, როდესაც ასტროლოგები კრიტიკულ პერიოდებს არ გადასცემენ საზოგადოებას, საკუთარი თავის მიმართ უარყოფით რეაქციას გაურბიან და, იგივე ნეგატიური პერიოდების ნაცვლად, დადებით მოვლენებს აღწერენ. ეს, ზუსტად რომ ,,დათვური სამსახური'' გამოსდით. როდესაც ვიცით, რომ 2014 წლის დადგომასთან ერთად, აღნიშნული რიცხვები კრიტიკულია, და შესაბამისი სიფრთხილით მოვიქცევით, მოვახერხებთ თავიდან ავიცილოთ სერიოზული პრობლემები.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
                                   22.12.2013 წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий