პროგნოზირების მეთოდი ,,პერსონალური ასპექტი''. მეთოდის ავტორი ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

 

პერსონალური ასპექტი


ასტროლოგიური პროგნოზირების მეთოდი.

მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში: პირად ჰოროსკოპში ვიგებთ მზის და მთვარის მანძილს, აგრათვე თანმიმდევრობას. მთვარე და მზე თვეში ერთხელ (დაახლოებით28 დღე) გაიმეორებს იგივე კომბინაციას და გრადუსს(სიშორეს) ერთმანეთთან, რაც პირად ჰოროსკოპში ეკავათ.( იგულისხმება, რომ ზოდიაქოები იცვლება, მაგრამ კომბინაცია იგივე რჩება). თითქმის ყოველთვის, 28 დღეში ერთხელ, პიროვნებისათვის ცხოვრებაში დგება დღე, და თვით საათი, როდესაც ფორტუნა გვიღიმის, და დაგროვებულ პრობლემებს თავისი დადებითი გადაწყვეტის დრო მოსდის.
ამასთან, შესაძლოა, პირადი ტრანზიტები, პროგნოზირების კლასიკური ..ტრანზიტების მეთოდი'' არავითარ მნიშვნელოვან დადებითს არ გვეუბნებოდეს.
მაგალითად, მზე მერწყულის 10 გრადუსშია, ხოლო მთვარე კუროს 14 გრადუსში. მთლიანი მანძილი მზე და მთვარეს შორის 94 გრადუსი იქნება. ეს ითვლება უარყოფითი ასპექტი კვადრატურის(90) გრადუსის ტოლფასი განლაგება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის სწორედაც, ამ პიროვნების ,,პერსონალური ასპექტი''. ეს დისტანცია და თანმიმდევრობა, მზე და შემდეგ მთვარე, 94 გრადუსის დაშორებით, წარმოსახვითი ასეთი განლაგების მნათობების მქონე პიროვნებისათვის დადებითია, როგორც საკუთარი სისხლის ჯგუფი; და ახალმთვარობიდან ამ მანძილის გამეორების დროს, 94 გრადუსი, პიროვნებისათვის შექმნის, როგორც ვთქვით, დადებით და სასიკეთო ფაქტორებს ცხოვრებაში. ასეთი ,,პერსონალურუ ასპექტის'' მოქმედების დიაპაზონია 15-20 საათი, მაგრამ, დასაშვებია 2-3 დღე წინ და უკან გახანგრძლივდეს მისი დადებითი ზემოქმედება.
იგივე დისტანციის გამეორება, ახალი მთვარიდან შემდეგ ახალ მტვარემდე, მეორედაც მოხდება(94 გრადუსის გამეორება), მაგრამ, ჯერ მთვარე იქნება წინ, და შემდეგ მზე. ასეთი მდებარეობის შებრუნების გამო, წარმატება ნახევარ ძალაზე ნაკლები იქნება. შეგვიძლია ასეთი შედარება მოვიყვანოთ: პირველი შემთხვევა, 94 გრადუსის გამეორება და იგივე თანმიმდევრობა შევადაროთ, კლასიკური ასტროლოგიის ტრანზიტებს მთვარესა და იუპიტერის აპლიკაციურ(დამაახლოვებელ) ტრინს, ხოლო, შებრუნებული განლაგების გამეორების შემთხვევა, მთვარე იუპიტერის სეპარაციულ (დამაშორებელ) სექსტილს.
ათი წლის განმავლობაში ბევრჯერ მომიხდა ჩემივე პროგნოზირების მეთოდით ზუსტი გამართლების თარიღის დაზუსტება, როდესაც ასეთი წარმატება სხვა მეთოდებით ნაკლებად იძებნებოდა.
  იგივე ეხება პლანეტების ერთმანეთთან განლაგებას, ზუსტ დისტანციას და აქტუალურ პლანეტარულ ტრანზიტების იგივე განლაგების და დისტანციის გამეორებას, როგორც მზე და მტთვარის შემთხვევაში.
როგორი პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ფაქტია, პიროვნებისათვის, რომელიც დაბადებულია სატურნი იუპიტერის კვადრატურის დროს, ,,პერსონალური ასპეკტია'' არნიშნული კვადრატურის ზუსტი გრადუსი. როგორც იგივე კომბინაცია გამეორდება აქტუალურ ტრანზიტებში, მსოფლიო ბიზნესი კრიზისში მიდის ზოგადად, მაგრამ, აღნიშნულ პიროვნებას ზუსტად იმ პერიოდსი ,აქვს წარმატებები, აღნიშნული კვადრატურა საკმაო ხანს გრზელდება ამ პლანეტების რეტროგრადულობის გამო, რაც ქმნის ხანგრძლივი დროით, ერთ წლამდე დადებით ფონს, ხოლო, დანარჩენი პლანეტების პერსონალური ასპექტების გამეორება დააკონკრეტებს წარმატების პერიოდებს. თავისთავად, ეს მეთოდი მათთვისაა, ვინც ფლობს პროგნოზირების 4-5 მეთოდს და პროგნოზირების საკმაო პრაქტიკა გააჩნია, რათა ზემოთაღნიშნული ახალი მეთოდის მთავარი პრინციპის მიხედვით შეძლოს მისი პრაქტიკაში გამოყენება.
შემდგომში, აღნიშნული მეთოდის საშუალებით პლანეტებზე პრაქტიკულ გამოთვლებს გავეცნობით.
ასტროლოგიური პროგნოზირების მეთოდის ავტორი ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

შექმნის თარიღი ივნისი 2002წ. გამოქვეყნების თარიღი 16.08.2012წ.


                                               პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

27.10.2012 წელი.
facebook-beso beciashvili.
Skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий