четверг, 25 ноября 2021 г.

26 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2021 წელი.

 




მთვარის 22- დღე

25.11-ის 22:28 სთ.დან 26.11-ის 23:34 სთ.მდე მოქმედებს. 

 

სიმბოლური შესატყვისება:

მშვილდოსნის მე-13 და 24- გრადუსები.

სიმბოლო:

განეშას სპილო (შივას შვილი), მოტეხილი ეშვით, გრაგნილი და ოქროს გასაღები.

მოქმედება:

სწავლა.

სახელწოდება:

სპილო, წიგნი.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

-

მისტიური ზეგავლენა:

ნაღვლიანი დღეა, ცხოვრების შეცნობის. შეიძლება მომავლის პროგნოზირების გაკეთება. კარგია მედიტაცია, უკეთესია სწავლას თუ დაუთმობთ ამ დღეს. აქ ხდება საკუთარი ისტორიული ფესვების კვლევა, არქივზე მუშაობა. ხშირია სიზმარში აღმოჩენები. რეკომენდებულია მომავლის ამოცნობა, გაგება (არა კარტებით), მედიტაციები ასტრალური სიმბოლოებით. კარგია მკითხაობა გარდაქმნების წიგნი -ცზინი”-. ამ დღეს უნდა ასწავლოთ სხვებს, გადასცეთ გამოცდილება, გამოიჩინოთ გულუხვობა, ანდა უბრალოდ გაიღრმავოთ ცოდნა.

სოციალური ზეგავლენა:

სიბრძნის დღეა. კონტაქტები არ არის რეკომენდირებული. ამ დღეს ალტრუიზმი და გულუხვობა გამოიჩინეთ.

სამედიცინო თვალსაზრისით:

დაავადებები საშიშია. ხშირად სასიკვდილო. ავადმყოფი ხვდება თავის მდგომარეობას, ეშინია. განსაკუთრებით საშიშია მენჯისა და ბარძაყის მიდამოებში, ხერხემლის ქვედა ნაწილი. მკვეთრ მოძრაობებს ერიდეთ. რეკომენდირებულია ბევრი ჭამა. დატვირთეთ კუჭი.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ცოდნითა და სიბრძნით აღჭურვილები არიან. ტვინი გაცილებით უკეთ უმუშავებთ, ვიდრე სხვა დღეს დაბადებულებს. სულიერად მდიდარი და სამართლიანები არიან. ცინიკოსები და კონსერვატორები, მაგრამ სწავლობენ ხალისით და წარმატებით. საგნის არსს ადვილად სწვდებიან. ნებისმიერი მეცნიერების შესწავლის ნიჭი აქვთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 22- დღეს 3-ჯერ ნაკლები ბავშვი იბადება, ვიდრე სხვა დღეებში.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

-

მედიტაცია:

წიგნი.

მთვარე იმყოფება  ,,ლომის''  ზოდიაქოში       24.11-ის 19:59 სთ.დან  27.11-ის 6:12 სთ.მდე 



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მშვილდოსნის და ვერზის ნიშნით   დაბადებულებისთვის

ზომიერი წარმატება ექნებათ  სასწორის და  ტყუპების ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  თხის რქის და თევზების ნიშნებს.
ლომის და მერწყულის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  მორიელის და კუროს ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: შეგახსენებთ, რომ 19 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით, მთვარის და მზის დაბნელებებს შორის  დროის კორიდორი რთულია, რაც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. სარისკო წამოწყებები, შორი მოგზაურობები და ხალხმრავალი წვეულებები ალკოჰოლიანი სასმელით, შემდეგი დროისთვის გადავდოთ, განსაკუთრებით, 6 დეკემბერის მთვარის მე-3 დღემდე, როდესაც ცაზე გამოჩნდება მზის ჩასვლის შემდეგ დასავლეთით ,,ნამგალა მთვარე'' და ,,გეკატის დღეები'' დამთავრდება.
26 ნოემბერი სუსტად დადებითი დღე იქნება.



პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber)
Facebook - Beso Beciashvili
SKYPE: Astrokonsultant Betsiashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий