მთვარის მე-13 დღე
16.12-ის 15:43 სთ.დან 17.12-ის 16:13 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება: |
ლომის 25-ე და
ქალწულის მე-6 გრადუსები. |
სიმბოლო: |
ბორბალი (გველი,
რომელიც
თავის კუდს კბენს)
შუაში სვასტიკით.
სვასტიკა
“სარკისებურია”,
ის თითქოს ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით. |
მოქმედება: |
იმედი. |
სახელწოდება: |
ბორბალი,
გველი, რომელიც თავის კუდს კბენს.
|
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
შესანიშნავი დღეა სწავლისათვის, საჭმლის მოსამზადებლად, პურის გამოსაცხობად, არ არის ცუდი შენაძენისათვის, დაგროვების, საოჯახო ნივთების დასამზადებლად. ცუდია დიდი საქმეებისა და მოგზაურობისათვის.
მისტიური
ზეგავლენა:
მაგიური დღეა, ინფორმაციის დაგროვების, მრგვალი თილისმების დამზადების, ძაფის დართვის, კონტაქტების ორგანიზების, სწავლის, წარსულის კორექციის, კარმაზე მუშაობის დღეა.
კარგი პერიოდია ჯგუფური კონტაქტებისათვის, სწავლისათვის. ამ დღეს პური უნდა გამოაცხოთ.
სოციალური
ზეგავლენა:
კარგი დღეა. განსაკუთრებით ჯგუფური სამუშაოსათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ავადმყოფობები საშიშია, მაგრამ ამ დღეს შესანიშნავად მოქმედებს წამლები, კოსმეტიკური საშუალებები. მიდის გაახალგაზრდავების პროცესები. საჭიროა კუჭის დატვირთვა.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
არიან იდეალური მოსწავლეები, მისტიკოსები. ამ დღეს დაბადებული ადამიანი ჴ ეს არის გველი, რომელიც თავის კუდს კბენს. ეს ადამიანია, რომელიც ფეხს უწყობს დროს, კონტაქტში შედის სხვა სამყაროსთან.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
ბედნიერი ანდა უბედური შემთხვვა ამ ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ფორტუნას ჭირვეულობა და კარმის კანონები მასზე ყოველთვის მთლიანად განხორციელდება. გრძელი სიცოცხლის გზა ექნება. გარემოებიდან გამომდინარე ან თავისუფალი იქნება, ანდა მთლიანად დამოკიდებული.
მედიტაცია:
მზის
გამოსახულებიანი სვასტიკა.
მთვარე იმყოფება ,,კუროს'' ზოდიაქოში 14.12-ის 12:09 სთ.დან 17.12-ის 0:42 სთ.მდე
Комментариев нет:
Отправить комментарий