пятница, 17 декабря 2021 г.

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2021 წელი.


 

მთვარის მე-14 დღე

17.12-ის 16:13 სთ.დან 18.12-is 16:49 sT.mde moqmedebs.

სიმბოლური შესატყვისება:

ქალწულის მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

საყვირი.

მოქმედება:

გამოწვევა.

სახელწოდება:

საყვირი, ხეობა.

ვინაიდან ეს მოწოდების დღეა, იგი ასოცირდება საყვირთან. დაკავშირებულია ინფორმაციის წყაროების გამოყენებასთან.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

კარგია მოგზაურობისათვის, კომერციისა და თამაშებისათვის. ამ დღეს ჩადენილი დანაშაულები იხსნება. ძლიერდება მუსიკის დადებითი ზეგავლენა.

მისტიური ზეგავლენა:

ძალიან სერიოზული დღეა. სცდიან ძალებს ფიზიკურ სამყაროში. მთავარი ეტაპების დასაწყისი დღეა სრულყოფილების მისაღწევად. ბევრი რამ კარგად გამოდის. რეკომენდებულია ინფორმაციაზე მუშაობა, ლოცვა შეიძლება, მაგრამ არა მეტისმეტი გულმოდგინებით. სასარგებლოა მომეტებული ნუშის ჭამა, დამარილებული პროდუქტების მიღება. უარი თქვით მწარეზე და ტკბილზე. სასარგებლოა წმინდა ტექსტებზე მუშაობა. ხდება საიდუმლო ცოდნის მიღება. ადამიანებს ეხსნება მესამე თვალი (თუ მასზე მივმართავთ გულისხმევას). არ შეიძლება არავითარი მაგიური საქმიანობა. არ შეიძლება თვალების გადატვირთვა, სუნამოს გამოყენება. უკეთესია ვერიდოთ სარკეში ცქერას.

სასარგებლოა ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ დღეს ხშირად შემოგვაწვება დარდი და სევდა, მელანქოლია. ბევრი თვითმკვლელობა ხდება. შეიმჩნევა დევნის მანია. სხვა სამყაროებთან კონტაქტები.

სოციალური ზეგავლენა:

ძალიან ბედნიერი დღეა, თითქმის ყველაფრისთვის, განსაკუთრებით დიდი, გლობალური, ხანგრძლივი საქმეებისთვის. წარმატებით ხორციელდება სამსახურის შეცვლა. კარგია სასამართლოსა და განქორწინებისათვის. საქმეები წარმატებით წავა, თუმცა შესაძლოა მოყვეს შედეგები.

ნებისმიერი საქმის დაწყება უკეთესია მე-14 დღისთვის გადაიტანოთ. ამ დღეს დაწყებული საქმეები გამოვა. თუ გაუშვით დღე, მთელი თვე დაკარგულია.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ამ დღის დაავადებები სწრაფად და ადვილად გაივლის. რეკომენდებულია ორგანიზმის გაწმენდა შხამებისა და ნარჩენებისაგან. ამ დღეს ფსიქიკა გადატვირთულია. შესაძლოა განწყობილების ცვალებადობა.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

საკმაოდ სუსტი ჯანმრთელობისანი არიან. მუდმივად ავტორიტეტის ძიებაში. მათ ექნებათ მოწოდება რაიმეს მიმართ. ახასიათებთ შესანიშნავი შემგუებლობა, შენიღბვის ნიჭი, ჭკუა და ეშმაკობა, უნარი გაიჩინონ მიმდევრები. ისინი მზად არიან გმირობისათვის, თითქმის სტერილურები და საკმაოდ აზიზები არიან.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ამ დღეს ჩასახული ბავშვი არ გაწყვეტს კავშირს სხვა სამყაროსთან. მას წინაპრები მიეხმარებიან. მუდამ ესმოდეთ იქნება სინდისის ხმა. გაუგებარი დარდი და წინათგრძნობა ყოველთვის მათი თანამგზავრი იქნება, მაგრამ კეთილი ძალები ყოველთვის დაიფარავენ, თვით ყველაზე კრიტიკულ მომენტებსა და სიტუაციებშიც კი.

მედიტაცია:

ბგერა.


მთვარე იმყოფება  ,,ტყუპების''  ზოდიაქოში        17.12-ის 0:42 სთ.დან  19:12-ის 13:41 სთ.მდე.



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში სასწორის და მერწყულის ნიშნით   დაბადებულებისთვის

ზომიერი წარმატება ექნებათ  ლომის და  ვერზის ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მორიელის და თხის რქის ნიშნებს.
ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  ქალწულის და თევზების ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: მივუახლოვდით 19 დეკემბრის სავსე მთვარეს, როდესაც ისედაც რთულ გეომაგნიტურ დღეს დაემატება პლანეტა ვენერას რეტროგრადულ მოძრაობაზე გადასვლის რთული ზემოქმედება. ვენერა უკვე საგრძნობლად შენელდა და მიმართულების შეცვლამდე, ეს დღეები და 19 დეკემბრი და შემდეგაც 5-7 დღე, ფარდობითად, ნეგატიურად იმოქმედებს, როგორც ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე, ასევე, ფსიქიკაზე და ჯანმრთელობაზე.
18 დეკემბერი სუსტად დადებითი დღე იქნება.




პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber)
Facebook - Beso Beciashvili
SKYPE: Astrokonsultant Betsiashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий