понедельник, 20 декабря 2021 г.

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, 2021 წელი.

 



მთვარის მე-17 დღე 

 

სიმბოლური შესატყვისება:

სასწორის მე-13 და 24- გრადუსები.

სიმბოლო:

ზარი, ყურძნის მტევანი.

მოქმედება:

ექსტაზი.

სახელწოდება:

ზარი, ყურძნის მტევანი.

 

ამ დღეს ხდება შინაგანი თავისუფლების შეძენა. დიონისეს მისტერიის დღეა. ძველ საბერძნეთში ამ ღმერთის პატისვისცემად წმინდა ვაკხანალიები იმართებოდა. ეს დაგროვების, ნაყოფიერების, ექსტაზისა და ყოფიერების, სიხარულის დღეა. კარგია ცოლ-ქმრული ურთიერთობებისათვის. წყვილების კონტაქტების, ქეიფების, ბანკეტებისა და წვეულებებისათვის. ყველაზე ნათელი ასპექტი ამ დღისათვის არის სიყვარული, მაგრამ ზომიერების დაცვა არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს დღე ბევრ მოულოდნელობას შეიცავს, უდიდესი არაკონტროლირებადი ენერგიების გამო.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ცუდია ერთფეროვანი, მოსაწყენი საქმისათვის, გადაღლისა და ანგარიშებისათვის. კარგია მოგზაურობისათვის, ვაჭრობისათვის, ქორწინებისათვის. წარმატებულია ქურდებისათვის.

მე-17 დღე კონტაქტების დღეა. მხიარულების და სიმღერის. ჯგუფური ვარჯიშების, ძალისმიერი ასანებისთვის. ამ დღის შედეგები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. მაღალ დონეზე იდეალური სიყვარულის გასაღების პოვნა, დაბალ დონეზე - თავშეუკავებელი სიგიჟე და ლოთობა.

რეკომენდებულია მშრალი ღვინო.

მისტიური ზეგავლენა:

-

სოციალური ზეგავლენა:

-

სამედიცინო თვალსაზრისით:

ინფექციური დაავადებების გამოვლინების დღეა. ქალებს ფსიქიკა დაძაბული აქვთ. ტრავმისთვის საშიში დღეა. ამ დღეს კარგია ქორწინება. მას დიდხანს ექნება საფუძვლად სიყვარული. საერთოდ, ქორწილისთვის კარგია მე-12, მე-16 და მე-17 დღეები (მე-16 დღეს ქორწინება დაეფუძნება ჰარმონიულობას, მე-12 დღეს უმაღლეს სიყვარულს).

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

უზომოდ საჭიროებენ თავის მეორე ნახევარს. მათ დიდი მოთხოვნილება აქვთ ჰყავდეთ ჭეშმარიტი მეუღლე ანდა საყვარელი პოლარული ენერგიის წყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება იქნება უსუსური და საბრალოდ.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

ბავშვის ჩასახვა მოხდება სიხარულსა და მხიარულებაში, ასეთივე იქნება მისი ხასიათიც, მაგრამ ფრთხილად იყავით, თქვენი შვილი შესაძლოა გაიზარდოს ლოთი და მატყუარა.

მედიტაცია:

ცეკვა.

მთვარე იმყოფება  ,,კირჩხიბის''  ზოდიაქოში        19:12-ის 13:41 სთ.დან 22.12-ის 1:53 სთ.მდე.



აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში მორიელის და თევზების ნიშნით   დაბადებულებისთვის

ზომიერი წარმატება ექნებათ  ქალწულის და  კუროს ზოდიაქოს.
საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მშვილდოსნის და მერწყულის ნიშნებს.
კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება  ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი  სასწორის და ვერძის ნიშნებისთვის.

დღის პროგნოზი: 19 დეკემბერს პლანეტა ვენერას რეტროგრადულ მოძრაობაზე გადასვლის რთული ზემოქმედება გაგრძელდება უახლოეს 4-5 დგეს. ნეგატიურად იმოქმედებს, როგორც ცხოვრების ნებისმიერ სფეროზე, ასევე, ფსიქიკაზე და ჯანმრთელობაზე.
21 დეკემბერი ზამთრის ბუნიობის, დღეღამსწორობის დღეა. რამოდენიმე დღეში დღის ხანგრძლივობა დაიწყებს ზრდას.
21 დეკემბერის სუსტად, მაგრამ მაინც წარმატების მომტანი დღე იქნება. ნაკლებ იმოქმედებს სავსე მთვარის რთული ზემოქმედება.



პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593215274  (Viber)
Facebook - Beso Beciashvili
SKYPE: Astrokonsultant Betsiashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий