воскресенье, 21 августа 2022 г.

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის 25- დღე 

მოქმედებს 22 აგვისტოს

 

სიმბოლური შესატყვისება:

თხის რქის მე-19 და 30- გრადუსები.

სიმბოლო:

კუ, ნიჟარა ორი ჭურჭელი, ცოცხალი და მკვდარი წყლებით.

მოქმედება:

წარმოსახვა.

სახელწოდება:

ნიჟარა, ჭურჭელი, კუ.

 

შეეცადეთ დაასრულოთ საქმეები ზუსტად ამ დღეს.

პასიური დღეა, ცქერის, მარტოობის, კონცენტრაციისა და წარმოსახვის დღეა. შეიძლება სამკურნალო შიმშილობის დაწყება. სულიერების ამაღლებაზე მუშაობა.

ამ დღეს ყველა ადამიანი უნდა განიწმინდოს სულიერი თუ ფიზიკური შლაკებისაგან, მოუსმინოს თავის შინაგან ხმას. უკუნაჩვენებია აჩქარება. თუკი 25- დღეს ჩაგესმებათ რაიმე წინასწარმეტყველური ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ ვინმეს დამონებული ჰყავხართ.

 

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

სუსტად უარყოფითია. ცუდია ქორწინებისთვის, მოგზაურობისთვის.

მისტიური ზეგავლენა:

ერთვებიან უმაღლესი ფსიქიური ძალები. ბევრის მიღწევა შეიძლება, თუ ამ დღეს ჩაუღრმავდებით განჭვრეტას, სიმშვიდეს, მოლოდინს და განივითარებთ მგრძნობიარობას.

სოციალური ზეგავლენა:

სუსტად უარყოფითია. მოითხოვს რაციონალიურობას და გონივრულობას.

სამედიცინო თვალსაზრისით:

-

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ძალიან ადრე ბრძენდებიან. აუჩქარებლები არიან, მაგრამ ბევრი შეუძლიათ. ფლობენ სულიერი და მისტიური განვითარების უშრეტ მარაგს. ხშირად იბადებიან წინასწარმეტყველები”.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

დაბადების საიდუმლო, ან რაიმე გაუგებარი გარემოება დიდ როლს ითამაშებს ამ დღეს ჩასახულ ადამიანზე. ის მიიღებს დაცვას და მფარველობას. დამახასიათებელია ინტუიცია, წინასწარხედვა და გულჩახვეულობა, საშიში დაავადებები და მხცოვანის სიბრძნე. მთავარია ფორმულა: მიზანი ამართლებს საშუალებას არ გახდეს პრინციპი მის ცხოვრებაში.

მედიტაცია:

შესაძლებელი იდეალი ადამიანში.

მთვარე იმყოფება  ,,კირჩხიბის''  ზოდიაქოში           22.08-ის 4:29 სთ- დან 24.08-ის 17:09 სთ.მდე. მოქმედებს.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, მორიელის და თევზების  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  ქალწულის და  კუროს ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მსვილდოსნის და   მერწყულის ნიშნებს.
კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
ტყუპების ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ლომის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი სასწორის და ვერძის ზოდიაქოსთვის.

პლანეტა მარსი გადავიდა ტყუპების ზოდიაქოში 25 მარტამდე. ეს მოვლენა დადებითად აისახება მთლიანობში, რადგან სატურნთან, ყველაზე რთულ პლანეტასთან , რომელიც მერწყულშია აღნინშული დრო, გააკეთებს ტრიგონალურ ასპექტს, ანუ დადებით  ასპექტს, ასევე, იუპიტერთან, რომელიც მთავარი პლანეტაა წინსვლისთვის, მარსი იქნება სექსტილის მდგომარეობაში, ასევე დადებით მოვლენებს მოიტანს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დიდი ალბათობაა, შესუსტდეს და მოლაპააკების გზით გადაიჭრას მსოფლიოში არსებული გადაუჭრელი პრობლემები.
მარსის ტყუპებში ყოფნა დადებითად იმოქმედეს კომერციულ და სხვადსხვა სფეროს საქმიანობაზე, მოლაპარაკებებზე და ყველასთთვის ცხადი გახდება ზოგადი წარმატება მსოფლიო მასშტაბით, რაც თვითოეულ ჩვენთაგანზე დადებითად იმოქმედებს.
მარსი ტყუპების ზოდიაქოში ყველას მოუტანს ფარდობით წინსვლას, განსაკუთრებით, ჰაერის და ცეცხლის ზოდიაქოს ნიშნებს, ანდა მათ, ვისაც აღნიშნულ სტიქიებში პლანეტები ჰყავთ, მითუმეტეს, პლანეტების სტელარიუმი.

დღის პროგნოზი: 22 აგვისტო სუსტად უარყოფითი დღე იქნება.


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
Facebook: Beso Beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий