суббота, 20 августа 2022 г.

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი, 2022 წელი.

 



მთვარის 24- დღე  

მოქმედებს 21 აგვისტოს

სიმბოლური შესატყვისება:

თხის რქის მე-7 და მე-18 გრადუსები.

სიმბოლო:

დათვი, შივა.

მოქმედება:

მძიმე ნაბიჯები.

სახელწოდება:

მთა, დათვი, შივა.

მთვარე გადის გველმტარებლის თანავარსკვლავედს ზევიდან-ქვევით და თხის რქიდან გადადის მერწყულში. ეს არის ძველის ნგრევისა და ახლის შექმნის პერიოდი.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:

ცუდია მოგზაურობისთვის, უსაქმურობისთვის, დარდისთვის. კარგია ახალი საქმეების დასაწყებად, განსაკუთრებით სახლის მშენებლობისთვის. ბოსტანში მუშაობისთვის.

ეს დღე დაკავშირებულია მშენებლობასთან: შეიძლება სახლის შენება, საძირკვლის ჩაყრა, ტაძრის აგება. საერთოდ ფუნდამენტალური საძირკვლები შემდგომში იწყვევს რეზერვების აქტიურ გამოყენებას.

ძველ ეგვიპტეში პირამიდების ფუნდამენტების ჩაყრა ზუსტად ამ დღეს ხდებოდა.

ამ დღეს დათვი სჯის მოძალადეებსა და სადისტებს.

მისტიური ზეგავლენა:

ძალების გამოღვიძების დღეა, ძალიან ძლიერი დღეა. ასრულებენ მძიმე სამუშაოს, სავარჯიშოებს. შეიძლება საკუთარი ტაძრის მშენებლობის დაწყება.

დღე დაკავშირებულია ბუნების ძალების გამოღვიძებასთან. ადამიანს შეიძლება ექნეს ხილვა ან მასში ხდება უდიდესი ძალის გამოღვიძება. თუ მან არ იცის როგორ გამოიყენოს ის, შემდგომში პასუხი მოეთხოვება. რეალიზდება საგვარეულო წყევლა.

სოციალური ზეგავლენა:

კეთილი დღეა, თუმცა არც მთლად კარგი. საუბრისას არ გამოიყენოთ ზეწოლა მოსაუბრეზე, აგრეთვე უკუნაჩვენებია უხეში ხუმრობა და ცინიზმი.

სამედიცინო თვალსაზრისით:

ამ დღეს ხშირად გამოჯანსაღება მოაქვს. შესაძლოა მოგვცეს ძნელადგანკურნებადი მძიმე დაავადებებიც.

ფიზიკური ბუნების დამორჩილების დღეა. შეიძლება მომზადდეს წამლები. კარგია ძალისმიერი ფიზიკური სავარჯიშოები. იოგა. საკეთილდღეოა სექსუალური ენერგიის გამოსაღვიძებლად. ეს დღე ყველა ნაყოფიერების ღმერთის კულტის დღეა, შეერთების დღე, ჩასახვის დღე, მაგრამ ბოროტად არ უნდა გამოიყენოთ სექსუალური პრაქტიკები, თორემ პრობლემებს ვერ მოთვლით. ეს დღე საკუთარი ორგანიზმის გასამაგრებლად და სულიერი დონის ასამაღლებლად უნდა გამოიყენოთ.

ამ დღეს დაბადებული ადამიანები:

ძლიერები არიან. ხშირად დაფიქრებულები, არაამქვეყნიურები”. სხვადასხვა სფეროში თანდაყოლილი ტალანტით.

ზეგავლენა ჩასახვაზე:

მორალურად სუფთა და მოხერხებულები, დიდი ძალის პატრონები, მოუხეშავი, კეთილი და ჭკვიანები იქნებიან. კარგი მადა, გარშემომყოფთა სიყვარული ექნებათ, თუმცა შესაძლოა ხანგრძლივი დაავადებები ჰქონდეთ. დაიცავით თქვენი ბავშვი სიზარმაცისგან. 

მედიტაცია:

დიდი ნაგებობები, ბუნება.

მთვარე იმყოფება  ,,ტყუპების''  ზოდიაქოში            19.08-ის 16:06 სთ.დან 22.08-ის 4:29 სთ- მდე მოქმედებს.

აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში, სასწორის და მერწყულის  ნიშნით   დაბადებულებისთვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ  ლომის და  ვერძის ზოდიაქოს . 
 საქმეში წარმატება, მაგრამ შესაძლო სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მორიელის და   თხის რქის ნიშნებს.
ტყუპების და მშვილდოსნის ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში, მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისთვის აღნიშნული დროის მონაკვეთი ზომიერად დადებითია.
 გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია ეს პერიოდი ქალწულის და თევზების ზოდიაქოსთვის.

პლანეტა მარსი გადავიდა ტყუპების ზოდიაქოში 25 მარტამდე. ეს მოვლენა დადებითად აისახება მთლიანობში, რადგან სატურნთან, ყველაზე რტულ პლანეტასთან , რომელიც მერწყულშია აღნინშული დრო, გააკეთებს ტრიგონალურ ასპექტს, ანუ დადებით  ასპექტს, ასევე, იუპიტერთან, რომელიც მთავარი პლანეტაა წინსვლისთვის, მარსი იქნება სექსტილის მდგომარეობაში, ასევე დადებით მოვლენებს მოიტანს.
აღნისნულიდან გამომდინარე, დიდი ალბათობაა შესუსტდეს და მოლაპააკების გზით გადაიჭრას მსოფლიოსი არსებული გადაუწრელი პრობლემები.
მარსის ტყუპებში ყოფნა დადებითად იმოქმედეს კომერციულ და სხვადსხვა სფეროს საქმიანობაზე და ყველასთთვის ცხადი გახდება ზოგადი წარმატება მსოფლიო მასშტაბით, რაც თვითოეულ ჩვენთაგანზე დადებითად იმოქმედებს.
მარსი ტყუპების ზოდიაქოში ყველას მოუტანს ფარდობით წინსვლას, განსაკუთრებით, ჰაერის და ცეცხლის ზოდიაქოს ნიშნებს, ანდა მათ, ვისაც აღნიშნულ სტიქიებში პლანეტები ჰყავთ, მითუმეტეს, პლანეტების სტელარიუმი.

დღის პროგნოზი: 21 აგვისტო სუსტად დადებითი დღე იქნება.


პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი

მობ: 593215274  (Viber)
Facebook: Beso Beciashvili

Комментариев нет:

Отправить комментарий