воскресенье, 16 декабря 2012 г.

ასტროლოგიის პროგნოზირების მეთოდი ,,პერსონალური ასპექტი''

 


     
ასტროლოგიური პროგნოზირების მეთოდი.

       მეთოდის არსი მდგომარეობს შემდეგში:  პირად ჰოროსკოპში მზის და მთვარის მანძილს ვიგებთ, აგრეთვე თანმიმდევრობას. მთვარე და მზე თვეში ერთხელ (დაახლოებით28 დღე) გაიმეორებს იგივე კომბინაციას და გრადუსს(სიშორეს) ერთმანეთთან, რაც პირად ჰოროსკოპში ეკავათ.(თავისთავად, იგულისხმება, რომ ზოდიაქოები იცვლება, მაგრამ  კომბინაცია იგივე რჩება). თითქმის ყოველთვის, 28 დღეში ერთხელ, პიროვნებისათვის ცხოვრებაში დგება დღე, და თვით საათი, როდესაც ფორტუნა გაუღიმებს   და დაგროვებულ პრობლემებს თავისი დადებითი გადაწყვეტის დრო მოსდის.
       ამასთან, შესაძლოა  პირადი ტრანზიტები, პროგნოზირების კლასიკური ..ტრანზიტების მეთოდი'' იმდენად  მნიშვნელოვან დადებით პროგნოზებს არ გვაძლევდეს.
        ავიღოთ სამაგალითოდ  მზე მერწყულის 10 გრადუსში, ხოლო, მტვარე კუროს 14 გრადუსში. მთლიანი მანძილი მზე ს და მთვარეს შორის შეადგენს 94 გრადუსს. ეს, თითქმის უარყოფითი ასპექტი კვადრატურის(90) გრადუსის ტოლფასი განლაგებაა, მაგრამ, არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის სწორედაც, ამ პიროვნების ,,პერსონალური ასპექტი''. ეს დისტანცია და თანმიმდევრობა, მზე და შემდეგ მტვარე, 94 გრადუსის დაშორებით, წარმოსახვითი ასეთი განლაგების მნათობების მქონე პიროვნებისათვის დადებითია, როგორც საკუთარი სისხლის ჯგუფი(მიუხედავად იმისა, ეს ჯგუფი დადებით ფაქტორად ითვლება თუ, უარყოფითად, სისხლის სხვა ჯგუფის მაჩვენებლენთან შედარებით).  იგივეა სიტუაცია გვაქვს კვადრატურის ასპექტით დაბადებული პიროვნებისსემთხვევაში, გასაგებია, რომ ეს ასპექტი ნეგატიურია, მაგრამ, დოგორც სხვა, დადებითი თვისებების მქონე სისხლის ჯგუფს არ გადაუსხავს არც ერტი ექიმი ავადმყოფს, ასევე, ასტროლოგმაც, უნდა გაითვალისწინოს, რომ ,ყველა პიროვნებას გააჩნია ,,პერსონალური ასპექტი, მაგალითად, ამ შემთხვევაში მზე და მთვარეს შორის. ხოლო, იგივენაირად, როგორც მედიცინაში, ასტროლოგიაშიც მოქმედებს ამდაგვარი კანონზომიერება, ეს ,,კვადრატურის'' ნეგატიური ასპექტის მატარებელი პიროვნება დაბადებიდან კრიტიკულად გრზნობს თავს, როდესაც აქტუალურ ტრანზიტებში გამეორდება ასე ვთქვათ, ტრინი, 120 გრადუსი მზე და მტვარეს შორის, (რაც, დადებით ფაქტორად ითვლება საერთოდ), ხოლო კარგადაა, როდესაც მისი დაბადების ,,პერსონალური ასპექტი: ,,კვადრატურა'' გამეორდება აქტუალურ ტრანზიტებსი.; და ახალმტვარობიდან ამ მანძილის გამეორების დროს, 94 გრადუსი, პიროვნებისათვის შექმნის, როგორც ვტთქვით, დადებით და სასიკეთო ფაქტორებს , როგორც ცხოვრებაში, ასევე მის ი ჯანმრტელობის პერიოდი იქნება..          ასეთი ,,პერსონალურუ ასპექტის'' მოქმედების დიაპაზონია 15-20 საათი, მაგრამ, დასაშვებია 2-3 დღე წინ და უკან გახანგრძლივდეს მისი დადებითი ზემოქმედება.
იგივე დისტანციის გამეორება, ახალი მთვარიდან შემდეგ ახალ მტვარემდე, მეორედაც მოხდება(94 გრადუსის გამეორება), მაგრამ, ჯერ მტვარე იქნება წინ, და შემდეგ მზე. ასეთი მდებარეობის შებრუნების გამო, წარმატება ნახევარ ძალაზე ნაკლები იქნება. შეგვიძლია ასეთი შედარება მოვიყვანოთ: პირველი შემთხვევა, 94 გრადუსის გამეორება და იგივე თანმიმდევრობა შევადაროთ, კლასიკური ასტროლოგიის ტრანზიტებს მთვარესა და იუპიტერის აპლიკაციურ(შემაერთებელ) ტრინს, ხოლო, შებრუნებული განლაგების გამეორების შემთხვევა, მთვარე იუპიტერის სეპარაციულ სექსტილს.
აქ მხოლოდ დადებითის გამოვლენა არ ხდება.

ასტროლოგიური პროგნოზირებისახალი  მეთოდის ავტორი  ბესო ბეციაშვილი.

შექმნის თარიღი ივნისი 2002წ. გამოქვეყნების თარიღი 16.08.2012წ.

P.S.: ათი წლის განმავლობაში ბევრჯერ მომიხდა ჩემივე პროგნოზირების მეთოდით ზუსტი გამართლების თარიღის დაზუსტება, როდესაც ასეთი წარმატება სხვა მეთოდებით ნაკლებად იძებნებოდა.

P.P.S.: იგივე ეხება პლანეტების ერთმანეთთან განლაგებას, ზუსტ დისტანციას და აქტუალურ პლანეტარულ ტრანზიტების იგივე განლაგების და დისტანციის გამეორებას, როგორც მზე და მტვარის შემთხვევაში. მაგალითად მარსი ვენერას დისტანცია გამოხატავს სიყვარულსი და შემოქმეებაში, საერტოდ სულიერი ამაგლების პერიოდების დადგომას დაბადების დროს აღნიშნული პლანეტების იდენტური კომბინაციის გამეორების პერიოდებში. იგულისხმება, რომ ეს პერიოდები, რეტროგრადულობის გამო, საკმაოდ ხანგრზლივი შასაძლოა აღმოჩნდეს. მითუმეტეს ასეთ მეთოდით გამოანგარიშების დროს დასაშვენი გადახრა, ამდაგვარი ასპექტის 4-6 და მეტ გრადუსამდე ვარირებს.
      როგორი პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ფაქტია, პიროვნებისათვის, რომელიც დაბადებულია სატურნი იუპიტერის კვადრატურის დროს, ,,პერსონალური ასპეკტია'' აღნიშნული კვადრატურის ზუსტი გრადუსი. როგორც იგივე კომბინაცია გამეორდება აქტუალურ ტრანზიტებში, მსოფლიო ბიზნესი კრიზისში მიდის ზოგადად, მაგრამ, აღნიშნულ პიროვნებას ზუსტად იმ პერიოდსი ,აქვს წარმატებები,(ასეთი პიროვნებები მატერიალურ და სულიერ ბედნიერებას საზოგადოების კრიზისის დროს პოულობენ, რაც, ამ მეთოდის გამოგონებამდე, პირადად ცემთვის ასტროლოგიის სისუსტედ მეჩვენებოდა, ლოგიკაში არ ჯდებოდა ასე თვალსაჩინოდ). მაგალითი, სატურნ-იუპიტერის აღნიშნული კვადრატურა საკმაო ხანს გრზელდება ამ პლანეტების რეტროგრადულობის გამო, რაც ქმნის სერიოზულ, ხანგრზლივ  დადებით ფონს პიროვნებისათვის, ხოლო, დანარჩენი ფარდობითად სწრაფი პლანეტების(მარსი მზე მერკური და ვენერას)პლანეტების პერსონალური ასპექტების გამეორება დააკონკრეტებს წარმატების პერიოდებს 1-2 დღის სიზუსტით.(იგივე ტექნიკის გამოყენებით, რაც ყველა პროგნოზირების მეტოდისათვის პრინციპულად საერტო რჩება.. თავისთავად, ეს მეთოდი მათთვისაა, ვინც ფლობს პროგნოზირების 4-5 მეთოდს და პროგნოზირების საკმაო პრაქტიკა გააჩნია, რათა ზემოთაღნიშნული ახალი მეთოდის მთავარი პრინციპის მიხედვით შესძლოს მისი პრაქტიკაში გამოყენება.
შემდგომში, აღნიშნული მეთოდის საშუალებით პლანეტებზე პრაქტიკულ გამოთვლებს გავეცნობით, განსაკუთრებით, ჯერ არ გადმომიცია კრიტიკული პერიოდების აღმოჩენის ტექნიკა პროგნოზირების ,,პერსონალური ასპექტის'' მეთოდის საშუალებით.

პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.


27.10.2012 წელი.
facebook-beso beciashvili.
Skype: astrokonsultant
E-mail: b.besarion@mail.ru
mob: 593 215274

Комментариев нет:

Отправить комментарий