среда, 30 января 2013 г.

მთვარის მე-20 დღე.


30.01.2013წლის 21.52სთ.და 31.01.2013წლის 22.57სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
მორიელის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
არწივი ნიანგის კუდით”, რაც ნიშნავს ორი ნიშნის, მორიელსა და მშვილდოსნის შეერთებას.
მოქმედება:
ფრენა.
სახელწოდება:
არწივი, მუზა.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ბედნიერი დღეა ყველაფრისთვის, გარდა მოსაწყენი, აუცილებელი საქმეებისთვის.
მისტიური ზეგავლენა:
აღმოჩენების, გულახდილობის დღეა. სულიერი გარდაქმნის, ეჭვების დაძლევის, ნებისმიერი ვალებისგან ან მძიმე მდგომარეობებისგან განთავისუფლების დღეა.
ძალიან სერიოზული და საინტერესო დღეა. სულიერი გარდაქმნისა და კოსმიური კანონების შემეცნების დღეა.
არწივი რელიგიური გამარჯვების სიმბოლოა.
სოციალური ზეგავლენა:
კერთილსაიმედო დღეა, განსაკუთრებით მიზანსწრაფული და ძლიერი იდეების მატარებელი ხალხისათვის. ლიდერებისა და ორატორების დღეა. თითქმის ყველა საქმის კეთება კარგია.
სამედიცინო თვალსაზრისით:
პრობლემური დაავადებები იშვიათია, თუმცა მაღალია ტრავმატიზმის პროცენტი, საშიშია ხერხემლისთვის. შიმშილობისთვის საუკეთესო დღეა. აკრძალულია ხორცეულის მიღება. ერიდეთ თვალების გადაღლას. უკეთესის სახლში ყოფნა და ჩვეულებრივი ოჯახური საქმიანობა. არ შეიძლება ექსტრასენსობით განკურნვა ბევრ ენერგიას დაკარგავთ.
მე-20 დღის საშიშროებაა სიამაყე, ქედმაღლობა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხშირად შემოქმედებითები ხალხია. უკეთეს შემთხვევაში არიან საქმის გულისთვის თავგადადებულები, უარეს შემთხვევაში - მეტისმეტად ამაყი და მიუკარებანი, ხანდახან ცრუავტორიტეტები ან დიქტატორები გამოდიან. მიდრეკილება აქვთ ასტრალური მოგზაურობისაკენ, მუდმივ მოლოდინში ცხოვრობენ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა. ამ დღეს ჩასახული ბავშვი მოისურვებს ცხოვრებაში შეუძლებლის მიღწევას, ყველაფრის გაგებას, შესაძლებელია თუ არა ეს, მის პოტენციალზეა დამოკიდებული. ტყუილი მისთვის თვითმკვლელობის ტოლფასია.
მედიტაცია:
ცა, ბუნება, ცხოველთა გრაციოზულობა.

ასტროლოგია.
30 იანვარს იუპიტერი ხდება დირექტული, მიმართულებას იცვლის, რაც ნიშნავს, რომ ამ დღეებში ,,ადგილზე გაჩერების'' სტაციონარული მდგომარეობა ექნება, რაც ითვლება ერთ-ერთ კრიტიკულ პერიოდად. საერთო სურათია მძიმე, 2-3 თებერვლამდე, სავსე მთვარე, 27 იანვრის და აღნიშნული იუპიტერის მდგომარეობა, პლუს მზე სატურნის კვადრატურა(31 იანვრის 2.49სთ.ზე, მოქმედება რამოდენიმე დღე წინ და უკან), მოიტანს მასების აღელვებას, საზოგადოების ყველა სეგმენტში დაძაბულობას და კონფლიქტურ სიტუაციებს, აგრეთვე, ჯანმრთელობის მასობრივ გაუარესებას,დეპრესიულ მდგომარეობას. არც რაიმე მნიშვნელოვანი საქმის წამოწყებაა სასურველი 2-3 თებერვლამდე, მეტი ყურადღება მოქმედებასა და ურთიერთობებში თავიდან აგვაცილებს რაიმე კონკრეტულ ნეგატიურ მოვლენებს.
გისურვებთ მშვიდობიან და წარმატებულ დღეს.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი


Комментариев нет:

Отправить комментарий