вторник, 22 января 2013 г.

პირადი ჩანაწერები.



ცხოვრების საქმდე

ვინც მიაგნო ცხოვრებაში თავის მოწოდებას, და აკეთებს იმას, რაც შრომასთან ერთად სიამოვნებასაც ანიჭებს, ბედნიერია.
                                             
                                                      . . .

,,ყველაზე დიდი მტერი, ყველაზე ახლოს უნდა ეძებო'', ხოლო, იმაზე უფრო ახლოს არავინაა, ვიდრე საკუთარი თავი...

                                                     . . .
ნახევარი უბედურაბაა, როდესაც ადამიანმა იცის რაც უნდა, მაგრამ, ჯერ ვერ აღწევს ამას, ხოლო, სრული უბედურებაა, როდესაც ადამიანმა თავად არ იცის რა უნდა; მაშინ, მისი ახლიბლებიც გაურკვევლობაში არიან, რადგან არ იციან, რითი დაეხმარნენ მას.

                                                     . . .

                                            კარგი ბედი.

    სურვილები და მისწრაფებები თუ გულწრფელია, და გონება სათანადო ენერგიულობითაა დაკავებული ამის შესრულებით საკმაო პერიოდი, აუცილებლად განხორციელდება, მაგრამ, ვისაც კარგი ბედი აქვს  ფარდობითად სწრაფად მიეცემა  და ამას გამართლებად ჩათვლის  ხოლო, დანარჩენებთან კი ისეთი დაგვიანებით მიდის, შესაძლოა აღარაფერში იყოს გამოსადეგი და მხოლოდ მრავალმნიშვნელოვანი ღიმილი გამოიწვიოს.

                                        . . .

,,ცეცხლის გარეშე ბოლი არ არსებობს''.

     ყველა მოვლენას თავისი მყარი საფუძველი აქვს, რომელიც ხშირად დამალულია, მაგრამ ღირს, გამოვიძიოთ.

                                                   . . .

,,როდესაც მოსწავლე მზად არის, მასწავლებელი ჩნდება'' - აღმოსავლური სიბრძნე.

ერთხელ  ცხოვრებაში,  ბავშვობიდან გამოვდივართ და დიდობაში გადასულებს სულ ახალი მსოფლმხედველობა გვიყალიბდება, ყველაფერი სხვაგვარ ინტერპრეტაციას იძენს. ადამიანების უმრავლესობა ისე მიდის ამ ქვეყნიდან, რომ მეორედ ამდაგვარ ცვლილებას ვერ განიცდის, მხოლოდ იშვიათი პიროვნების ხვედრია, საკუთარ თავში აღმოაინოს ,,მოძღვარი''  ანუ,  ,,კოსმიური გონი'', რომელიც ელაპარაკება და სწორ გზას უჩვენებს მას.

                                                 . . .
                                     გულის სიღრმეში.

             როგორი წარმოდგენაც გვაქვს საკუთარ თავზე გულის სიღრმეში, იმდაგვარადვე გვექცევიან ადამიანები, მათ ჩვენ ვკარნახობთ, რას ვიმსახურებთ.

                                     . . .

                                                ცხოვრების გამოცდა.

არავის აინტერესებს რა გვიკეთებია, მათ შორის ბედისწერასაც, მთავარია,  ყოველ ახალ სიტუაციაში, ცხოვრების დიდი თუ პატარა გამოცდისას, დავამტკიცოთ  ვინ ვართ და როგორ გავართმევთ თავს ამ ყოველივეს დღეს.

                                               . . .

,,ყველაფერს თავისი დრო აქვს'', ხოლო ასტროლოგია ამ ჭეშმარიტი პოსტულატის გამოკვლევას ემსახურება ყოველი ადამიანისათვის და , არა მარტო ადამიანის, არამედ, ნებისმიერი საგნის თუ მოვლენისათვის.

                                          . . .

                                                არ დანებდე.

      რას ნიშნავს ,,არ დანებდე''?    არ დანებდე მგონია, არ იქცე ერთ-ერთ იმათგანად, ვინც შენ გეწინააღმდეგება, არდანებების პროცესი არ იქცეს საკუთარი პრინციპებიდან გადახვევის მცდარ მიზეზად, და იგივე მოწინააღმდეგეს გამარჯვება არ აზეიმო, ვთქვათ, ასე, ოციოდ წლის შემდეგ, და არ ათქმევინო: ,,ჩვენიანი ყოფილა, რას ვერჩოდითო!?.''  (,,დრაკონებთან მეომარი, დრაკონად უნდა იქცეს!''), ამიტომ, თუ ,,დრაკონად'' არ ხართ დაბადებული  და თქვენში სხვა მოწოდებაა, ,,არდანებება'' ნიშნავს, გააგრძელო შენი მისია ისე, რომ ათას ნაძირალას არ შეეძლოს  თავისი ცხოვრების გზა აგარჩევინოს შენი გზის სანაცვლოდ, და თავისი რიგები შეავსონ მოხერხებულად.

                                         . . .

                                              ზედაპირულობა.

,,ბევრი'' ურთიერთობა ყოველთვის არ არის ,,კარგის'' სინონიმი, ხოლო, ადამიანებს ზედაპირულობა შემოეჩვევათ ხოლმე კენტავრივით და წლების შემდეგღა ატყობენ, თუ როგორ დაუკარგიათ ჭეშმარიტი და ღრმა გრძნობების განცდის უნარი.

                                            . . .

                დედამიწა ნამცეცა კუნძული უსასრულო სამყაროში.

           ცნობილია კუნძულზე დიდხანს ცხოვრებისას ჩნდება ჩაკეტილობის შეგრზნება და ადამიანები მატერიკზე გადადიან სევდის გასაფანტად  მაგრამ,  რა ვქნათ მათ, ვისაც მთელი სიცოცხლე დედამიწა პატარა, ჩაკეტილ სივრცედ მიგვაჩნია უსასრულო სამყაროში და იგივე სევდა გვიპყრობს, როგორც კუნზულზე დიდხანს მცხოვრებლებს?..

                                                   . . .

         მცენარეებისათვის თუ წყალია სიცოცხლის აუცილებელი პირობა, ოჯახისათვის ასეთივე მნიშვნელოვანია სიყვარული, ,,ოაზისი'' რომ შეიქმნას ამ არეულ და გაუტანელ წუტისოფელში.

                                                                    . . .
                                                                                 ბესო ბეციაშვილი
                                                                                               22,01,2013წელი

Комментариев нет:

Отправить комментарий