როგორც იოჰან კეპლერი აღნიშნავს, ასეთი მძიმე კვადრატი იწვევს წელიწადის ცივ მონაკვეთში ყინვიან და ნალექიან ამინდს, ანუ, დღევანდელი ტერმინოლოგიით ციკლონის წარმოშობას და განვითარებას, ასევე ზღვაზე ძლიერ შტორმებს რაც, სინოპტიკოსებისაგან განსხვავებით, ასტროლოგიის საშუალებით შესაზლებელია წლებით ადრე, ნებისმიერ პერიოდზე წინდაწინ იქნას პროგნოზირებული. იოფან კეპლერი ზედმიწევნით კარგად იყენებდა ასტროლოგიას ამინდის პროგნოზირებისათვის და აღწერილი აქვს პლანეტარული განლაგებები, ასპექტები და მოსალოდნელი ამინდის დადგომა. მაგალითად, საზღვაო მოგზაურობები რომელ პერიოდებში იყო ხელსაყრელი, დაზღვეული ძლიერი შტორმებისაგან. ასტრომეტეოროლოგია დღემდე არ კარგავს თავის აქტუალობას და ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში.
როგორც ვიცით, მარსი-სატურნის ზუსტი კვადრატურა საქართველოს დროით განხორციელდა 2013 წლის 7 იანვარს 23.32 საათზე. თავისთავად, ზემოქმედება 3-4 დღით ადრე დაიწყო, რამაც ციკლონის კერების ჩამოყალიბება და გავრცელება გამოიწვია დედამიწაზე.
იგივე ასპექტი საზოგადოებაში იწვევს დეპრესიულ, გაურკვეველი უიმედობის განწყობას ზოგადად. ამ დღეებში ბევრი ადამიანი მიკავშირდება და მეკიტხება თუ რატომაა ასე ციდად, ყველას ვუხსნი და ვამშვიდებ, რომ მიუხედავად საკუთარი პროგნოზების, (რომელიც ხშირად თანხვდება აქტუალური პლანეტარული განლაგებების მიერ გამოწვეულ პროგნოზს), ეს ზემოქმედება გადაივლის რამოდენიმე დღეში, 12-13 იანვრიდან.
აღნიშნულ ნეგატიურ კვადრატურას ,,მიეხმარება ''და შედარებით რთული იქნება ახალი მთვარის მძიმე გმოსხივება 11 იანვრის 23.44 საათზე, და მასტან ახლოს 2-2 დღე, რომელსაც ვუწოდებთ ,,გეკატის'' დღეებს.( მთვარე არ მოსჩანს და წყვდიადის ქალღმერთის ,,გეკატა''-ს სახელიდან, ახალი მთვარის დადგომამდე და შემდგომ ზოგადად 2-2 დგეს ასე ვუწოდებთ).
12-13 იანვარი, ახალი მთვარის ფიზიკური გამოჩენის მომენტიდან, ამინდის გართულება და მასობრივად საზოგადიების დაძაბულობაც საგრზნობად გამოსწორდება.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
9.01.2013წელი
Комментариев нет:
Отправить комментарий