пятница, 22 февраля 2013 г.

მთვარის მე-13 დღე.


22.02 -ის 15.31 სთ.დან 23.02-ის 16.31 სთ.მდე მოქმედებს

სიმბოლური შესატყვისება:
ლომის 25- და ქალწულის მე-6 გრადუსები.
სიმბოლო:
ბორბალი (გველი, რომელიც თავის კუდს კბენს) შუაში სვასტიკით. სვასტიკა სარკისებურია”, ის თითქოს ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით.
მოქმედება:
იმედი.
სახელწოდება:
ბორბალი, გველი, რომელიც თავის კუდს კბენს.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
შესანიშნავი დღეა სწავლისათვის, საჭმლის მოსამზადებლად, პურის გამოსაცხობად, არ არის ცუდი შენაძენისათვის, დაგროვების, საოჯახო ნივთების დასამზადებლად. ცუდია დიდი საქმეებისა და მოგზაურობისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
მაგიური დღეა, ინფორმაციის დაგროვების, მრგვალი თილისმების დამზადების, ძაფის დართვის, კონტაქტების ორგანიზების, სწავლის, წარსულის კორექციის, კარმაზე მუშაობის დღეა.
კარგი პერიოდია ჯგუფური კონტაქტებისათვის, სწავლისათვის. ამ დღეს პური უნდა გამოაცხოთ.
სოციალური ზეგავლენა:
კარგი დღეა. განსაკუთრებით ჯგუფური სამუშაოსათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ავადმყოფობები საშიშია, მაგრამ ამ დღეს შესანიშნავად მოქმედებს წამლები, კოსმეტიკური საშუალებები. მიდის გაახალგაზრდავების პროცესები. საჭიროა კუჭის დატვირთვა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან იდეალური მოსწავლეები, მისტიკოსები. ამ დღეს დაბადებული ადამიანი ეს არის გველი, რომელიც თავის კუდს კბენს. ეს ადამიანია, რომელიც ფეხს უწყობს დროს, კონტაქტში შედის სხვა სამყაროსთან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბედნიერი ანდა უბედური შემთხვვა ამ ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ფორტუნას ჭირვეულობა და კარმის კანონები მასზე ყოველთვის მთლიანად განხორციელდება. გრძელი სიცოცხლის გზა ექნება. გარემოებიდან გამომდინარე ან თავისუფალი იქნება, ანდა მთლიანად დამოკიდებული.
მედიტაცია:
მზის გამოსახულებიანი სვასტიკა.

23 თებერვალს მერკური მიმართულებას იცვლის და,, რეტოგრადული'' ხდება, რაც ნეგატიურად აისახება მასის ფსიქიკაზე, მოლაპარაკებებში აგრესია და კონფლიქტური სიტუაციები მოიმატებს 22 თებერვლიდან 24- თებერვლამდე, კულმინაცია 23.02.2013წლის 13.34 სთ. ახლოს დროს, მოიმატებს ყურადღების კინცენტრაციის დარღვევის გამო საავარიო სიტუაციები, საერტო უიმედო მდგომარეობა.
მთვარე გადაინაცვლებს ლომის ზოდიაქოსი 23.02-ის 2.12სთ.დან 25.02-ის 10.52 სთ.მდე.
აღნიშნულ პერიოდში წარმატება ექნება მშვილდოსნის და ვერძის ზოდიაქოს წარმომადგენლებს. საშუალო წარმატება სასწორის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებს,
თავად ლომის და მერწყულის ზოდიაქოს შედარებით დაძაბული პერიოდი ექნება, მაგრამ  ბოლოს, მათთვისაც მთლიანობაში დადებითად ჩაივლის აღნიშნული პერიოდი.
კრიტიკულია მთვარე ლომის ზოდიაქოში კუროს და მორიელის ნიშნით დაბადებულებისათვის.
მაგრამ, ყოველთვის გვახსოვდეს ქალდეველების გამოთქმა ასტროლოგიაზე: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''

გისურვებთ წარმატებულ და ბედნიერ დგეს!
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274
skype: astrokonsultant
facebook: beso beciashvili
blogger: astrokonsultant,blogspot.kom




Комментариев нет:

Отправить комментарий