суббота, 16 февраля 2013 г.

მთვარის მე-7 დღეა.


მთვარის მე-7 დღე 16.02-ის 10.48 სთ.დან 17.02-ის 11.24 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
ტყუპების მე-13 და 22- გრადუსები.
სიმბოლო:
მამალი, ქარის სქემა (მეტეროლოგიური ხელსაწყო, სადაც ქარის მიმართულების აღნიშვნა ხდება).
მოქმედება:
გამოღვიძება.
სახელწოდება:
კაიუ, ეოლ ხრაოშ, მამალი.
ამ დღეს არ შეიძლება ცრუობა, თუ არ შეგიძლია იმუშაო ვერბალურად, უკეთესია გაჩერდე, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ფილტვები დაგიავადდეთ. წიგნებზე ზრუნვისა და ჩანაწერების გაკეთების დღეა. უნდა შესრულდეს ასანები, ხელებზე სწორად ლაპარაკზე ვარჯიში (პარაზიტი სიტყვებისაგან გათავისუფლება) სასურველია თუ ამ დღეს რაიმე თავგადასავალი მოხდება. არ შეიძლება ქათმის ხორცის და კვერცხის ჭამა, ჭურჭლის გატეხვა. არ არის კარგი წიგნებისა და წერილების, ქაღალდის დახევა.
ყველაფერი რაც კი ითქმება, ახდება. ნაკლები ვილაპარაკოთ.
სიზმრები ცხადდება. წინასწარმეტყველური სიზმრებია.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ნივთების შეძენა. კარგია დაქორწინება.
მისტიური ზეგავლენა:
სტიქიებზე, ბუნებაში არსებულ სულებზე მუშაობის დღეა. ლოცვის და ვერბალური მაგიის დღეა. იგი დაკავშირებულია ლოცვის უფრო ღრმა გამოყენებაზე, ვიდრე მე-4 დღეს.
სოციალური ზეგავლენა:
აქტიური, იღბლიანი, უიღბლოა დამნაშავეთათვის. დღე, როდესაც სერიოზული პროვოკაციები მიდის დანაშაულებამდე.
ძალიან ცუდია სიზმარში მებრძოლი მამლის ნახვა. ეს სწრაფი კატასტროფის ნიშანია. თვით პიროვნებაზე ანდა მის ახლობლებზე.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყურადღება უნდა მიექცეს ფილტვებს, რამდენადაც ამ დღეს ძალიან ადვილია გაცივება. წარმატებული იქნება ამ დღეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია. ძალზე არასაკეთილდღეოა კბილის ამოსაღებად.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ზედაპირულები არიან. ჭორების მაძიებელნი, ფიზიკურად ძლიერები არიან და კარგი ჯანმრთელობით გამოირჩევიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
თქვენი ბავშვი სამართლიანობის დამცველი იქნება. შესაძლოა გახდეს ორატორი, ექიმი, სწავლული, აქტიური და ჯანმრთელი ადამიანი, თუ არ იქნება მატყუარა. ამ დღეს ჩასახულებს ელით მოგზაურობები, ხანდახან გზაში საშიშროებით.
მედიტაცია:
სუნთქვა.
15 თებერვლის 14.08 სთ,დან მთვარე კუროს ზოდიაქოში იმყოფება 18.02-ის 1.50 სთ.მდე.
წარმატება ექნებათ ქალწულის და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებს; საშუალო წარმატება კირჩხიბის და თევზების ნიშნებს'
დაძაბული პერიოდი თავად კუროს და მორიელის ნიშნებს, მაგრამ, საბოლოოდ შეფასდება აღნიშნული დგეები მათთვისაც დადებითად.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ლომის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებისათვის.
სავარაუდოდ, 17 დან 18-19 თებერვლისათვის ამინდების გაუარესებას და საერთო ადამიანების ფსიქოლოგიურ გარTულებებს გამოიწვევს სატურნის ,,ადგილზე გაჩერება'' სტაციონარული მდგომარეობა, მიმარტულების შეცვლა(სწორი , დირექტული მიმარტულებიდან უკუსვლას, რეტროგრადულობას იწყებს) ასეთი გარდამავალი პერიოდი ყოველტვის აღინიშნება შედარებითი კრიტიკული გეომაგნიტურობით. საერთო გართულებებით ცხოვრების ყველა სფეროში. ჯანმრტელობის საერთო გაუარესებაც გასატვალისწინებელია, (ძირიტადად საყრდენ-მამოზრავებელი და შარდ-სასქესო სისტემა ექვემდებარება გართულებას აღნიშნულ დრეებში).

გისურვებთ წარმატებული და ბედნიერი დღე გქონოდეთ.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

593 215274
skype: astrokonsultant
facebook:veso beciasvili
www.astrokonsultant.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий