18.02-ის 12.05 სთ.დან 19.02-ის 12.50 სთ.მდე მოქმედებს.
პირველი კვადრატურა მთვარესა და მზეს შორის
სიმბოლური შესატყვისება:
|
კირჩხიბის მე-7 და
მე-18 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
ღამურა.
|
მოქმედება:
|
სპაზმა,
მოწამვლა.
|
სახელწოდება:
|
ღამეს,
რძის გზა.
|
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია ბინაში მუშაობა, მოგზაურობა. ცუდია ქორწინებისთვის, სწავლისთვის, სამზარეულოში მუშაობისთვის. თუ მე-9 დღეს კაკტუსი აყვავდა, სასიკეთო ნიშანია.
მისტიური ზეგავლენა:
ყველაზე უარყოფითი მთვარის დღეა. მოტყუების, სიამაყის, უთანხმოების. შეუძლია დაღუპოს ყველა წამოწყება. როგორც წესი, ამ მიმართულებით აქტიურობა ამ დღეს ყოველთვის ისჯება. შედეგები საშინელია. რეკომენდებულია განწმენდა, პასიურობა, კონტროლი. გულში სიმძიმის შეგრძნება იმის ნიშანია, რომ ბევრი პრობლემა დაგროვდა და საჭიროა ყურადღება დავუთმოთ სულიერ საზრდოს შეთვისებას, სათავეებს, ტრადიციებს.
შეიძლება შესრულდეს ძალისმიერი ასანები. ძალიან ეფექტური იქნება, თუ ამ დღეს მიუტევებთ ადამიანს, ვინც თქვენ გაწყენინათ.
სოციალური ზეგავლენა:
ნაკლებწარმატებული, საშიში, სატანური დღეა. განდიდების პერიოდია, ილუზიების, სიცრუის, შეცდომების და მოწამვლების. შესაძლოა დაგესიზმროთ საშინელი და მტანჯველი სიზმრები. ეს ის დღეა, როდესაც მხოლოდ ცუდ მინიშნებებს ვიღებთ, რომლებსაც ყურადღებით უნდა მოვექცეთ და ფხიზლად შევაფასოთ თითოეული მათგანი.
საჭიროა ჩანაფიქრების გაწმენდა, აქტიური თვითდაცვა აგრესიული სიბნელისაგან. ყველაზე ძლიერი მანიშნებელი ამ დღეს არის დაღვრილი რძე. თუ დედას ამ დღეს რძე გაუშრა, მისი შვილი დასჯილი იქნება.
არ შეიძლება სარკეში ცქერა, რეცხვა.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადება საშიშია, მაგრამ კარგად იკურნება. ხშირია ნევრალგიები, გულის დაავადებები გამწვავდება. ფსიქოანალიტიკოსების დღეა, თუმცა ფსიქიკა გადატვირთულია კომპლექსებით და გადაუდებელი პრობლემებით. მწვავდება ფობიები და სუიციდური (თვითმკვლელობის) ტენდენციები. ხშირია თვითმკვლელობა და დანაშაული. ხშირია ინტოქსიკაციები, მოწამვლები.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ძალიან ავადმყოფები არიან. ხშირად იწამლებიან ჰორმონული ბალანსი დარღვეული და იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ. შესაძლოა უშველოს გამწმენდმა პროცედურებმა და ჯანსაღი ცხოვრების წესმა. მათ ესაჭიროებათ მუდმივი გამწმენდი პროცედურები, როგორც ფიზიკური, ასევე ასტრალური შლაკებისაგან გასათავისუფლებლად.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
არასასურველი დღეა ჩასახვისათვის. თქვენი შვილი შესაძლოა საზოგადოებისთვის საშიში გახდეს. სხვა შემთხვევაში მისი სიცოცხლე საშინელ ტანჯვაში გაივლის. ნუ გარისკავთ
მედიტაცია:
თეთრი ფონი.
დღეს, 18 თებერვალს მზე გადადის თევზების ზოდიაქოში. 16.01 საათზე. 21 მართამდე.
გამართლებული და წარმატებული პერიოდია კირჩხიბის და მოდიელის ნიშნებისათვის. აგრეთვე ,კუროს და თქის რქის ნიშნებისათვის.
თავად თევზების ნიშნისათვის, დაბადების დგის უკან 7 და ბოლო სამი დღე დაძაბული იქნება., ხოლო, დაბადების დღის შემდეგ გაცილებით გამართლებული პერიოდი ექნებათ.
შედარებით დაპირისპირებებში, ოპოზიციაში გაივლის აღნიშნული პერიოდი ქალწულის ნიშნისათვის,
კრიტიკულია ტყუპების და მშვილდოსნისათვის, ხოლო დანარჩენი ზოდიაქოებისათვის ნეიტრალურია.
(ეს, უზომოდ ზოგადი პროგნოზია, საჭიროა ყველა პიროვნებას ჰქონდეს პროფესიონალი ასტროლოგის მიერ შედგენილი პირადი ასტროლოგიური პროგნოზები, რომელიც შედგენილი იქნება მისი პირადი ჰოროსკოპის საშუალებით).
18 თებერვლის 19.8 წუთზე სათურნი, რომელიც მიჩნეულია ნეგატიურ, პრბლემურ პლანეტად უძველესი დროიდან, მიმართულებას იცვლის, სწორი, დირექტული მოძრაობიდან ხდება რეტროგრადული, უკან მავალი. აღნისნული საათები, 18 თებერვალს, პლანეტა სატურნი გახდება ,,სტაციონალური''(მიმარტულების შეცვლამდე , ასე ვთქვათ,,ადგილზე ცერდება რამოდენიმე საათით), რაც ითვლება ყველაზე ნეგატიურ პერიოდად. უკვე 3-4 დღეა იგრძნობა საერთო პრობლემატური ზემოქმედება და 2-3 დღე, კიდევ ფონი ამდაგვარი დარჩება. დღეს, და ხვალ შუადღემდე ყველაზე კულმინაციური პერიოდია, ამის გამო, გირჩევთ, არაფერი ახალი არ წამოიწყოთ, მოერიდეთ კამათს და სიტუაციის გარკვევას ნებისმიერ დონეზე, რათა, უბრალო კრიტიკული საუბარი არ გადაიზარდოს საფუძვლიან დაპირისპირებაში.
19 თებერვლის საღამოდან, აღნიშნული მოვლენა, ნელ-ნელა შესუსტდება და 2 დღეში გადაივლის.
18 თებერვლის 1.50 სთ.დან მთვარე ტყუპების ზოდიაქოში იქნება 20.თებერვლის 14.45 სთ.მდე. აღნიშნული 2 დღე გამართლებული იქნება სასწორის და მერწყულის ნიშნებისათვის,
საშუალოდ გამართლებულია ლომის და ვერძის ნიშნებისათვის. თავად ტყუპების და მშვილდოსნისათვის შესაძლოა, დაძაბული პერიოდი იყოს, მაგრამ, საბოლოოდ, შეფასდება დადებითად.
კრიტიკულია აღნიშნული 2 დღე ქალწულის და თევზების ნიშნით დაბადებული პიროვნებებისათვის.
თავისთავად კრიტიკული მთვარის მე-9 დღეც 18-19 თებერვლის შუადგიდან შუადგემდე საერთო სიმძიმეს დაემატება, ამიტომ გირჩევთ, ცოტა ხბით თავი შეიკავოთ ნებისმიერი საქმიანობისაგან, რომელიც ყოველდღიურ გადაუდებელ სამუშაოს არ უკავშირდება.
,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ'', ეს ქალდეველების გამოთქმა ზუსტად გამოხატავს ადამიანის ძალას, რომ აღნიშნული ნეგატიური გამოსხივება, კოსმოსის ვიბრაციები, შეგვიძლია შევასუსტოთ და არ მივცეთ საშუალება მათ, ნეგატიურ შედეგებამდე მიგვიყვანოს.
გისურვებთ წარმატებული და ბედნიერი დღეები გქონოდეთ.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი
მობ: 593 215274
facebook: beso beciaSvili
skype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий