среда, 10 апреля 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 11 აპრილი 2013 წელი


მთვარის მე-2 დღე  11.04-ის 6.44სთ.დან 12.04ის 7.19 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ვერძის მე-13 და 24- გრადუსები
სიმბოლო:
გზა, პირი
მოქმედება:
მოთხოვნილება
სახელწოდება:
დიდი თევზი, ყბა.
მთვარის მე-2 დღეს დადებით შედეგს იძლევა დიეტა. მთვარის ამოსვლის წინ ყველასთვის რეკომენდირებულია კუჭის ამორეცხვა. დალევ 1 ლტ დამარილებულ წყალს ლიმონით. ვინც შეჩვეულია მიიღებს ყვავის პოზას”. წყნარად დაჯდება და დაიწყებს პროდუქტებზე ფიქრს. თუ ჩამოთვლისას რომელიმე პროდუქტის გახსენებაზე გულის რევას იგრძნობთ, ის პროდუქტი სწყენს თქვენს ორგანიზმს (ასევე შესაძლებელია მეგობრების შემოწმება) სრულად უკუნაჩვენებია ამ დღეს სიბოროტე, გულგრილობა და სიკეთე პირიქით აუცილებელია ჩაინერგოს ადამიანმა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია მოგზაურობისთვის, შემოქმედებისთვის, ვაჭრობისათვის, დიდი საქმეებისა და სწავლისათვის. ასევე კარგია დასაგეგმად.
მისტიური ზეგავლენა:
ძირითადი მიმართულება ფიზიოლოგია, დიეტოლოგია. თუ იგრძენით რამეზე გულის რევა, იმ პროდუქტზე უარი უნდა თქვათ. ფიტოზემოქმედება: გამწმენდი პროცედურები (შიმშილობის გარეშე). დასაშვებია ფიზიკური ვარჯიშების ნებისმიერი სახე, მხოლოდ გადაღლის გარეშე.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია ახლო კონტაქტებისათვის, ქორწინების გასაფორმებლად, ქურდობისათვის, სასამართლო პროცესებისთვის. უკეთესია არ იჩხუბოთ.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს კარგია ფიზიკური ვარჯიშები, ანდა საინფორმაციო ციკლის დაწყება, თუ ამას არ გააკეთებთ, შესაძლოა ორგანიზმში მოხდეს ფიზიკური სხეულების გამყარება (მარილები, შლაკები, ქვები). ტკივილს იწყებს კბილები. შესაძლოა პარადონტოზი. სასურველია ყურადღება მიექცეს აგრეთვე პირის ღრუს, კბილებს, სასას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ცდილობენ ყველაფერი მიიტაცონ, მოიხვეჭონ თავისკენ. ისინი მიისწრაფიან ქონების შესაძენად. ზოგჯერ ძუნწები არიან, მიჯაჭვული არიან თავის წრეს და ქონებას. გულმოდგინეები და ჭკვიანები, იშვიათად ცდებიან შეფასებაში, არასოდეს არ სუქდებიან.
დაბალი განვითარების ადამიანებში ეს ყველაფერი სიხარბესა და მიმტაცებლობაში აისახება. არასოდეს სუქდებიან, თუმცა ჭამენ ყველაფერს განურჩევლად. მათ შეიძლება განუვითარდეთ სიძუნწის, მომხვეჭელობის ინსტინქტი, ემონებიან ნივთებს.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ძალიან კარგია, განსაკუთრებით წარმატებულია გოგონას ჩასახვა. მას ელის წარმატება, სურვილების შესრულება და აუცილებლად ვინმეს მხრიდან მფარველობა.
მედიტაცია:
მოხმარების პროცესი.



 როდესაც მთვარე ახალ ზოდიაქოში გადადის, კრიტიკული ზემოქმედება აქვს  ზოგადად. ასტროლოგები ასეთ მთვარეს ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს'', რაც მოქმედებს 2-4 საათის განმავლობაში აღნიშნული საათის დადგომამდე და მის შემდეგ. (იგულისხმება ქვემოთ მოყვანილი მთვარის ზოდიაქოში შესვლის და გასვლის ზუსტი დრო).

მთვარე გაივლის ,,კუროს''ზოდიაქოს ნიშანს  11.04 ის 7.22სთ.დან  13.04-ის 18.12 სთ.მდე 
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ქალწულის და შემდეგ თხის რქის ნიშნით დაბადებულიებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ კირჩხიბის და თევზების ნიშნებს. 
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი  მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მორიელის და კუროს   ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
ვერქის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება ყტუპების ზოდიაქოს ნიშანს.  
 კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  ლომის და მერწყულის ზოდიაქოსათვის.
ვერძის ზოდიაქოში  ,,პლანეტების პარადი'', რომელიც ზუსტი აღარ არის, მაგრამ საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან, ზოგადად , რთულია და კრიტიკული,გამოიწვევს ყველა დონეზე ახლის დაწყებას და ძველზე უარის თქმას,( რევოლუციურ სიტუაციებს)ასეთი პლანეტარული განლაგება,,სწორი დაგეგმვის დროს, ,,განახლებას'' და წინსვლას მოგვიტანს უმეტეს შემთხვევაში. ასეთ კრიტიკულ პერიოდებს თავისი სიღრმისეული დანიშნულება აქვს, იწვევს ,,ცვლილებებს'', რაც ცხოვრების  მთავარი პრინციპია ზოგადად.(აღნიშნული ტენდენცია გაგრზელდება 20 აპრილამდე).

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.com


Комментариев нет:

Отправить комментарий