суббота, 13 апреля 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 14 აპრილი 2013წელი



მთვარის მე-5 დღე 14.04-ის 8.39 სთ.დან 15.04-ის 9.25 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
კუროს მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
მარტორქა, რომელიც მიანიშნებს პრინციპებისერთგულებაზე. მეხუთე დღეს ხალხს ამშვიდებენ წმინდა ქალწულები.
მოქმედება:
კვება.
სახელწოდება:
მარტორქა, ზეთით სავსე კანდელი, საკვები.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კარგია გზისთვის. კვების დღეა. უარი არ უნდა თქვათ ჭამაზე, Uმცა არც გადამეტებაა სასურველი. არ იშიმშილოთ. ამ დღეს, რომელიც სიმბოლირდება საკვების შეთვისებასთან. მის ტრანსფორმაციასთან. დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს საკვებს. ეს ერთადერთი დღეა, როცა ორგანიზმი ბოლომდე ითვისებს მას. ამიტომ უნდა მიენდოთ ინსტინქტებს და ჭამოთ ის რაც მოგინდებათ. ასე იქცევიან იოგები. ისინი ცოტა-ცოტა ყველაფერს ყიდულობენ ბაზარში და მიირთმევენ. ამ დღეს საჭიროა კარგად დანაყრება, თუმცა ზომიერად. პროდუქტებიდან მთავარ ადგილზე უნდა იყოს რძე და ხაჭო.
მისტიური ზეგავლენა:
კარგია ტირილი. შეიძლება ბალახებზე მუშაობა, დიეტის შემუშავება. სიმტკიცის დღეა. შეიძლება პრინციპების გამო დავა. ვინმეს დაცვა.
სოციალური ზეგავლენა:
იმპულსური დღეა, მაგრამ არა ცუდი.
კარგია მე-5 დღეს გზაში ყოფნა, ტირილი, ცხადში თუ სიზმრად, ბალახებზე მუშაობა, შეგროვება, გაშრობა, ნაყენების მომზადება.
სამედიცინო თვალსაზრისით:
დაავადებები მძიმეა, ხშირად სასიკვდილო, დაძაბულად მუშაობს ნაწლავები, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლები. ყურადღება უნდა მიექცეს საყლაპავ მილს. შიმშილი არ შეიძლება. უკუნაჩვენებია ცხოველური საკვები.
საკვებიდან მოერიდეთ კომბოსტოს მწნილს, მჟავე კიტრს. მოერიდეთ ისეთი პროდუქტების მიღებას, რომლებიც შეიცავენ ლპობის მიკრობებს.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არ სუქდებიან. მათი დამახასიათებელი თვისებაა მოუსვენრობა. საკმაოდ ძლიერები არიან, თითქმის გოლიათები. მათთვის სასარგებლოა ახალ-ახალი ინფორმაციის მიღება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახულთა ბედი რთული იქნება. ისინი კარდინალურ გარდაქმნებში იქნებიან ბოროტსა და კეთილს შორის და ეს შესაძლოა ორ ან სამჯერ განმეორდეს სიცოცხლის მანძილზე. ამ დღეს ჩასახულ ბავშვს შეიძლება მთელი სიცოცხლე ძლიერი და ბოროტი მტრები ხვდებოდნენ. ის დასჯილი იქნება ყოველი ბოროტის აქმისა და აზრის გამო. მთელი მისი სიბოროტე თვითონ შემოუბრუნდება. მას კარმა სდევს თან. ბავშვს ექნება ზებუნებრივი ინდივიდუალობა.
მედიტაცია:
საკვები.


11 აპრილს მზეზე ძლიერი ამფრქვევა ვერძის ზოდიაქოში 4 პლანეტის,( მათ შორის მარსი და ურანი, მზე და ვენერას) ერთობლივი მდებარეობის შედეგია. 12 და 13 აპრილს, აღნიშნული აფეთქება გამოიწვევს ძლიერ მაგნიტურ ქარიშხალს დედამიწაზე, რაც ზოგადად ნეგატიურად იმოქმედებს ყველა სფეროზე.

 როდესაც მთვარე ახალ ზოდიაქოში გადადის, კრიტიკული ზემოქმედება აქვს  ზოგადად. ასტროლოგები ასეთ მთვარეს ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს'', რაც მოქმედებს 2-4 საათის განმავლობაში აღნიშნული საათის დადგომამდე და მის შემდეგ. (იგულისხმება ქვემოთ მოყვანილი მთვარის ზოდიაქოში შესვლის და გასვლის ზუსტი დრო).



მთვარე გადავა ,,ტყუპების''ზოდიაქოს ნიშანში  13.04 ის 18.12სთ.დან  16.04-ის 6.49 სთ.მდე 
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში სასწორის და შემდეგ მერწყულის ნიშნით  დაბადებულიებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ლომის და ვერძის ნიშნებს. 
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მორიელის და თხის რქის  ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი  მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
მშვილდოსნის და ტყუპების   ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.  
 კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  ქალწულის და თევზების ზოდიაქოსათვის.


ვერძის ზოდიაქოში  ,,პლანეტების პარადი'', რომელიც ზუსტი აღარ არის, მაგრამ საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან, ზოგადად , რთულია და კრიტიკული,გამოიწვევს ყველა დონეზე ახლის დაწყებას და ძველზე უარის თქმას,( რევოლუციურ სიტუაციებს). ასეთი პლანეტარული განლაგება,,სწორი დაგეგმვის დროს, ,,განახლებას'' და წინსვლას მოგვიტანს უმეტეს შემთხვევაში. ასეთ კრიტიკულ პერიოდებს თავისი სიღრმისეული დატვირთვაც აქვს, იწვევს ,,ცვლილებებს'', რაც ცხოვრების  მთავარი პრინციპია ზოგადად.(აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდება 20 აპრილამდე).18 აპრილს მზე მარსის შეერთენაა, რაც 4-5 დღით წინ და შემდეგ მოქმედებს. გამოიწვევს კლიმატის მკვეთრ ცვლილებებს და საზოგადოებრივ მღელვარებებს, შესაზლოა მსოფლიო მასშტაბით საომარი მოქმედებების წამოწყება, აგრესიის გამოვლინებები. 

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий