четверг, 25 апреля 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 25 აპრილი 2013წელი.


 მთვარის მე-15 დღე 24.04-ის 18.27 სთ.დან 25.04-ის 19.38 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ქალწულის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
გველი, ტურა, უწმინდურთან მებრძოლი ადამიანი.
მოქმედება:
ცდუნება.
სახელწოდება:
გველი, ტურა.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
კრიტიკული დღეა. საქმეებს ყოველ წუთს შეიძლება შეექმნას დაბრკოლება. ცუდია სექსისა და ოჯახისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
გამოიყენეთ ასკეტიზმის ყველა ფორმა. სატანური დღეა. ამ დღეს შინაგანი გველი აქტიურდება ყველა ადამიანში, ამიტომ საჭიროა გამოვიყენოთ ასკეტიზმის ნებისმიერი ფორმა, რომ წმინდა დავრჩეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა ასტრალი. სასარგებლოა სამართლის დაცვა. სასარგებლოა ასკილის ჭამა, მახსოვრობის გასაუმჯობესებლად. საკვებად გამოდგება როგორც ცხარე, ასევე ცხელი, სამარხო საჭმელები. რეკომენდებულია იაპონური სამზარეულო. არ შეიძლება ვაშლი (ძალიან ინური ენერგიისაა).
მე-15 დღის სიზმარი წინასწარმეტყველურია. ამ დღეს დავა ცუდი ნიშანია.  კარგია ძაღლი, თუნდაც იყეფებოდეს.
სოციალური ზეგავლენა:
ცუდია. ცდუნებების, მოტყუების ილუზიების და ცოდვების დღეა. არ ილანძღოთ. არ მიიღოთ საჩუქრები.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ამ დღეს უკეთესია ავად არ გახდეთ. გადატვირთულია ჰორმონალური და რეგულატორული ფუნქციები. ისტერიულობა, ფობიები, ტრავმის საშიშროება. ყურადღება მიაქციეთ კუჭქვეშა ჯირკვალს, დიაფრაგმას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
გველის ნატურისანი არიან (სავსევმთვარობა). ჯანმრთელობა კარგი აქვთ, დაჯილდოებული არიან დიდი ნიჭით. დღეგრძელები, თუმცა საკუთარი თავის წყალობით საკმაოდ უბედურები. გადაჭარბებული ვნებიანები, ზოგჯერ გიჟურად. ცუდად სწავლობენ. ყველა ასტრალურ ცდუნებებს ადვილად ემორჩილებიან, რადგან ასტრალური გველის გავლენის ქვეშ არიან დაბადებულები. მათთვის უცხო არაა არანაირი ხორციელი ცდუნება.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
კრიტიკული დღეა ჩასახვისათვის. სიყვარული და სიძულვილი დაიპყრობს თქვენს ბავშვს. სიბოროტის მტერი იქნება. იგრძნობს მიწიერი და ზეციური ძალების მხარდაჭერას. უცოდველი არსებიდან ცხოვრება მებრძოლს ჩამოაყალიბებს. მის სულს თანაგრძნობის უნარი ექნება.
მედიტაცია:
სიჩუმე, სიცარიელე.

25 აპრილს სავსემთვარობაა მთვარის დაბნელებით, ხოლო, 10 მაისს ახალი მთვარე მზის დაბნელებით. მთვარის და მზის დაბნელების პერიოდი იქვლება კრიტიკულად და მეტა უნდა ხდებოდეს ზომიერების დაცვა ყველგან და ყველაფერსი, რათა ასეთი პერიოდის ნეგატიური გავლენა გავანეიტრალოთ.


 როდესაც მთვარე ახალ ზოდიაქოში გადადის, კრიტიკული ზემოქმედება აქვს  ზოგადად. ასტროლოგები ასეთ მთვარეს ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს'', რაც მოქმედებს 2-4 საათის განმავლობაში აღნიშნული საათის დადგომამდე და მის შემდეგ. (იგულისხმება ქვემოთ მოყვანილი მთვარის ზოდიაქოში შესვლის და გასვლის ზუსტი დრო).




მთვარე იმყოფება,,მორიელის,,'ზოდიაქოს ნიშანში  25.04 ის 14.25სთ. დან   27.04-ის 15.2532 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში თევზების და შემდეგ კირჩხიბის  ნიშნით  დაბადებულიებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ქალწულის და თხის რქის  ნიშნებს. 
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  ვერძის და ტყუპების ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი  მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
კუროს და მორიელის ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.  
 კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  მერწყულის და ლომის ზოდიაქოსათვის.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.com




Комментариев нет:

Отправить комментарий