понедельник, 22 апреля 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 22 აპრილი 2013წელი.


მთვარის მე-13 დღე 22.04-ის 16.10 სთ.დან 23.04-ის 17.17 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
ლომის 25- და ქალწულის მე-6 გრადუსები.
სიმბოლო:
ბორბალი (გველი, რომელიც თავის კუდს კბენს) შუაში სვასტიკით. სვასტიკა სარკისებურია”, ის თითქოს ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით.
მოქმედება:
იმედი.
სახელწოდება:
ბორბალი, გველი, რომელიც თავის კუდს კბენს.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
შესანიშნავი დღეა სწავლისათვის, საჭმლის მოსამზადებლად, პურის გამოსაცხობად, არ არის ცუდი შენაძენისათვის, დაგროვების, საოჯახო ნივთების დასამზადებლად. ცუდია დიდი საქმეებისა და მოგზაურობისათვის.
მისტიური ზეგავლენა:
მაგიური დღეა, ინფორმაციის დაგროვების, მრგვალი თილისმების დამზადების, ძაფის დართვის, კონტაქტების ორგანიზების, სწავლის, წარსულის კორექციის, კარმაზე მუშაობის დღეა.
კარგი პერიოდია ჯგუფური კონტაქტებისათვის, სწავლისათვის. ამ დღეს პური უნდა გამოაცხოთ.
სოციალური ზეგავლენა:
კარგი დღეა. განსაკუთრებით ჯგუფური სამუშაოსათვის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ავადმყოფობები საშიშია, მაგრამ ამ დღეს შესანიშნავად მოქმედებს წამლები, კოსმეტიკური საშუალებები. მიდის გაახალგაზრდავების პროცესები. საჭიროა კუჭის დატვირთვა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
არიან იდეალური მოსწავლეები, მისტიკოსები. ამ დღეს დაბადებული ადამიანი ეს არის გველი, რომელიც თავის კუდს კბენს. ეს ადამიანია, რომელიც ფეხს უწყობს დროს, კონტაქტში შედის სხვა სამყაროსთან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბედნიერი ანდა უბედური შემთხვვა ამ ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ფორტუნას ჭირვეულობა და კარმის კანონები მასზე ყოველთვის მთლიანად განხორციელდება. გრძელი სიცოცხლის გზა ექნება. გარემოებიდან გამომდინარე ან თავისუფალი იქნება, ანდა მთლიანად დამოკიდებული.
მედიტაცია:
მზის გამოსახულებიანი სვასტიკა.


 როდესაც მთვარე ახალ ზოდიაქოში გადადის, კრიტიკული ზემოქმედება აქვს  ზოგადად. ასტროლოგები ასეთ მთვარეს ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს'', რაც მოქმედებს 2-4 საათის განმავლობაში აღნიშნული საათის დადგომამდე და მის შემდეგ. (იგულისხმება ქვემოთ მოყვანილი მთვარის ზოდიაქოში შესვლის და გასვლის ზუსტი დრო).




მთვარე გადავა ,,ქალწულის,,'ზოდიაქოს ნიშანში  21.04 ის 5.08 სთ. დან   23.04-ის 11.25 სთ.მდესთ.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში თხის რქის და შემდეგ კუროს  ნიშნით  დაბადებულიებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ მორიელის და კირცხიბის  ნიშნებს. 
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ  მერწყულის და ვერძის  ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი  მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
თევზების და ქალწულის ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
ლომის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება სასწორის ზოდიაქოს ნიშანს.  
 კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი  მშვილდოსნის და ტყუპების  ზოდიაქოსათვის.

ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.

გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.com



Комментариев нет:

Отправить комментарий