მთვარის მე-17 დღე 26.04 -ის 20.50 სთ.დან 27.04-ის 22.00 სთ.მდე.
სიმბოლური შესატყვისება:
|
სასწორის მე-13 და
24-ე გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
ზარი,
ყურძნის
მტევანი.
|
მოქმედება:
|
ექსტაზი.
|
სახელწოდება:
|
ზარი,
ყურძნის
მტევანი.
|
ამ
დღეს ხდება შინაგანი თავისუფლების შეძენა. დიონისეს მისტერიის დღეა. ძველ საბერძნეთში ამ ღმერთის პატისვისცემად წმინდა ვაკხანალიები იმართებოდა. ეს დაგროვების, ნაყოფიერების, ექსტაზისა და ყოფიერების, სიხარულის დღეა. კარგია ცოლ-ქმრული
ურთიერთობებისათვის. წყვილების კონტაქტების, ქეიფების, ბანკეტებისა და წვეულებებისათვის. ყველაზე ნათელი ასპექტი ამ დღისათვის არის სიყვარული, მაგრამ ზომიერების დაცვა არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს დღე ბევრ მოულოდნელობას შეიცავს, უდიდესი არაკონტროლირებადი ენერგიების გამო.
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
ცუდია ერთფეროვანი, მოსაწყენი საქმისათვის, გადაღლისა და ანგარიშებისათვის. კარგია მოგზაურობისათვის, ვაჭრობისათვის, ქორწინებისათვის. წარმატებულია ქურდებისათვის.
მე-17 დღე კონტაქტების დღეა. მხიარულების და სიმღერის. ჯგუფური ვარჯიშების, ძალისმიერი ასანებისთვის. ამ დღის შედეგები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. მაღალ დონეზე ჴ იდეალური სიყვარულის გასაღების პოვნა, დაბალ დონეზე - თავშეუკავებელი სიგიჟე და ლოთობა.
რეკომენდებულია მშრალი ღვინო.
მისტიური
ზეგავლენა:
-
სოციალური
ზეგავლენა:
-
სამედიცინო თვალსაზრისით:
ინფექციური დაავადებების გამოვლინების დღეა. ქალებს ფსიქიკა დაძაბული აქვთ. ტრავმისთვის საშიში დღეა. ამ დღეს კარგია ქორწინება. მას დიდხანს ექნება საფუძვლად სიყვარული. საერთოდ, ქორწილისთვის კარგია მე-12, მე-16 და მე-17 დღეები (მე-16 დღეს ჴ ქორწინება დაეფუძნება ჰარმონიულობას, მე-12 დღეს ჴ უმაღლეს სიყვარულს).
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
უზომოდ საჭიროებენ თავის მეორე ნახევარს. მათ დიდი მოთხოვნილება აქვთ ჰყავდეთ ჭეშმარიტი მეუღლე ანდა საყვარელი ჴ პოლარული ენერგიის წყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება იქნება უსუსური და საბრალოდ.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
ბავშვის ჩასახვა მოხდება სიხარულსა და მხიარულებაში, ასეთივე იქნება მისი ხასიათიც, მაგრამ ფრთხილად იყავით, თქვენი შვილი შესაძლოა გაიზარდოს ლოთი და მატყუარა.
მედიტაცია:
ცეკვა.
25 აპრილს სავსემთვარობაა მთვარის დაბნელებით, ხოლო, 10 მაისს ახალი მთვარე მზის დაბნელებით. მთვარის და მზის დაბნელების პერიოდი ითვლება კრიტიკულად და მეტა უნდა ხდებოდეს ზომიერების დაცვა ყველგან და ყველაფერში, რათა ასეთი პერიოდის ნეგატიური გავლენა გავანეიტრალოთ.
როდესაც მთვარე ახალ ზოდიაქოში გადადის, კრიტიკული ზემოქმედება აქვს ზოგადად. ასტროლოგები ასეთ მთვარეს ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს'', რაც მოქმედებს 2-4 საათის განმავლობაში აღნიშნული საათის დადგომამდე და მის შემდეგ. (იგულისხმება ქვემოთ მოყვანილი მთვარის ზოდიაქოში შესვლის და გასვლის ზუსტი დრო).
მთვარე იმყოფება,,მორიელის,,'ზოდიაქოს ნიშანში 25.04 ის 14.25სთ. დან 27.04-ის 15.2532 სთ.მდე.
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში თევზების და შემდეგ კირჩხიბის ნიშნით დაბადებულიებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ქალწულის და თხის რქის ნიშნებს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ვერძის და ტყუპების ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
კუროს და მორიელის ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
სასწორის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მერწყულის და ლომის ზოდიაქოსათვის.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი მერწყულის და ლომის ზოდიაქოსათვის.
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий