მთვარის 29-ე დღე 9.04-ის 5.42 სთ.დან 10.04-ის 6.12 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
|
პლუტონი. თევზების მე-7 და
მე-18 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
ჰიდრა,
რვაფეხა.
|
მოქმედება:
|
პანიკა.
|
სახელწოდება:
|
ჰიდრა,
რვაფეხა.
|
ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საშინელი, სატანური დღეა. ეს ის დღეა, როდესაც ადამიანს ნისლივით გარს ახვევია ასტრალი. ნებისმიერი სიზმარი, წინასწარმეტყველება იქნება ცრუ და არარეალური. ეშმაკების თარეშის დღეა. ახლოვდება გეკატის დღეები. ამ დღეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა დავიცვათ თავი სატანიზმისგან, წინ აღვუდგეთ მათ. საჭიროა მარხვის შენახვა, თავშეკავება, მონანიება და მოთმინება. არ შეიძლება ახალი საქმის დაწყება. თვით დაგეგმვაც კი. ყველაზე უკეთესია, თუ სახლის საქმეებით შემოვიფარგლებით.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
მისტიური ზეგავლენა:
დაცემისა და კატასტროფების დღეა.
საჭიროა გავწყვიტოთ ცრუ კავშირები, განვდევნოთ აბეზარი ხალხი და ნეგატიური აზრები. ჩავიტაროთ ორგანიზმის გაწმენდა, ძალიან ცივ წყალში ჩავდგათ ფეხები. რეკომენდირებულია ოთახებში საკმევლის მოტარება, კარგია კანდელის დანთება. მღვრიე წყალს, სიბნელეს და ბნელ შენობებს ერიდეთ.
სოციალური ზეგავლენა:
ძლიერ ნეგატიური.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძლიერ ნეგატიური.
არ შეიძლება ძვლის და რქის ნაკეთობების ტარება. საკვებად სასარგებლოა სახლში გამომცხვარი ღვეზელი, პური, ბლინები. ცუდი ნიშანია კივილის გაგება, საყვირის ხმა, გაბმული ბგერა. ეს იმის მანიშნებელია, რომ ცხოვრებაში რამეს არასწორად აკეთებ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
იშვიათად გადარჩებიან. ბედი არ ექნებათ. მუდმივ ბრძოლასა და ძიებაში იქნებიან. მძიმე ცხოვრება ელით. ამ დღეს დბადებულები მთელი ზოდიაქოს “განტევების ვაცები” არიან. ხშირად სატანურად იქცევიან. მთელი სიცოცხლე ვიღაცას ებრძვიან. ხანგრძლივი, მაგრამ წარუმატებელი სიცოცხე ელით.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ამ დღეს ჩასახული პირირსპირ შეხვდება სატანას. შესაძლოა იგი მკვლელი გახდეს, სადისტი ანდა სატანჯელმისჯილი. შესაძლოა აგრეთვე ღვთისმსახური, ბოროტების წინააღმდეგ დაუღალავი მებრძოლი გახდეს, თუმცა იქამდე დიდი და გრძელი გზა ელის.
მედიტაცია:
არ არის რეკომენდებული.
როდესაც მთვარე ახალ ზოდიაქოში გადადის, კრიტიკული ზემოქმედება აქვს ზოგადად. ასტროლოგები ასეთ მთვარეს ვუწოდებთ ,,მიმართულებადაკარგულ მთვარეს'', რაც მოქმედებს 2-4 საათის განმავლობაში აღნიშნული საათის დადგომამდე და მის შემდეგ. (იგულისხმება ქვემოთ მოყვანილი მთვარის ზოდიაქოში შესვლის და გასვლის ზუსტი დრო).
მთვარე გაივლის ,,ვერძის''ზოდიაქოს ნიშანს 8.04 ის 23.00სთ.დან 11.04-ის 7.22სთ.მდე
აღნიშნული პერიოდი დადებითია პირველ რიგში ლომის და შემდეგ მშზოდიაქოვილდოსნის ს ნიშნით დაბადებულიებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნებათ ტყუპების და მერწყულის ნიშნებს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ქალწულის და მორიელის ნიშნებს, მაგრამ, ბოლოს ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება.
სასწორის და ვერძის ნიშნებისათვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში დაფიქსირდება მათთანაც დადებითი სიტუაციები.
მერწყულის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრზნება ექნება კუროს ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსათვის.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი კირჩხიბის და თხის რქის ზოდიაქოსათვის.
ვერძის ზოდიაქოში ,,პლანეტების პარადი'', რომელიც ზუსტი აღარ არის, მაგრამ საკმაოდ ახლოსაა ერთმანეთთან, ზოგადად , რთულია და კრიტიკული,გამოიწვევს ყველა დონეზე ახლის დაწყებას და ძველზე უარის თქმას,( რევოლუციურ სიტუაციებს)ასეთი პლანეტარული განლაგება,,სწორი დაგეგმვის დროს, ,,განახლებას'' და წინსვლას მოგვიტანს უმეტეს შემთხვევაში. ასეთ კრიტიკულ პერიოდებს თავისი სიღრმისეული დანიშნულება აქვს, იწვევს ,,ცვლილებებს'', რაც ცხოვრების მთავარი პრინციპია ზოგადად.(აღნიშნული ტენდენცია გაგრზელდება 20 აპრილამდე).
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.com
ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ქალდეველების უძველესი გამოთქმა ასტროლოგიის შესახებ: ,,ვარსკვლავები გვიბიძგებენ, მაგრამ არ გვაიძულებენ''.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.
პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ: 593 215274
facebook: beso beciashvili
www.astrokonsultant.blogspot.com
Комментариев нет:
Отправить комментарий