суббота, 14 сентября 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 14 სექტემბერი. 2013 წელი.

მთვარის მე-10 დღე 14.09-ის 15.38 სთ.დან  15.09-ის 16.16.04 სთ.მდე მოქმედებს.
სიმბოლური შესატყვისება:
კირჩხიბის მე-19 და 30- გრადუსები.
სიმბოლო:
წყარო, ფანტანი. დაკავშირებულია უშრეტი ენერგიის წყაროსთან, რომელიც მუდმივად ავსებს ადამიანს. მიგვანიშნებს სულიერ დამოუკიდებლობაზე.
მოქმედება:
გამარჯვება.
სახელწოდება:
ფანტანი, სახლმშენებლობა, წყარო.
ეს დღე დაკავშირებულია საკუთარ ტრადიციებზე გასვლაზე. ადამიანის თვითჩაღრმავებასთან. კარმული მეხსიერების ჩართვასთან. ამ დღეს ხდება ცოდნის საიდუმლო წყაროებზე გასვლა. ზოგჯერ ადამიანი ამ დღეს იწყებს რაიმეს კეთებას გაუცნობიერებლად.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ოჯახური დღეა. კარგია, თუ მას ახლობლებთან გაატარებთ. ადვილად მიდის საქმე სახლის აშენებისას ანდა რემონტის დროს. წარმატებული იქნება ვაჭრობა, ყიდვა. არ არის რეკომენდებული მოგზაურობა. საუკეთესო დღეა აბანოსათვის.
მისტიური ზეგავლენა:
სულიერი თავისუფლების დღეა, მაგრამ არა სიმარტოვის. ოჯახური ტრადიციებისა და ფესვების შესწავლის დღეა, რომელიც თვალსაჩინო შედეგს მოიტანს. რეკომენდებულია საკუთარი დანიშნულების ძიება, გვარის ისტორიაზე მუშაობის გზით. ხშირია აღმოჩენები, მიგნებები.
მთვარის მე-10 დღეს რეკომენდებულია მედიტაცია საკუთარსა და გვარის კარმაზე, რათა ამოვხსნათ საკუთარი წარსული და მომავალი, უკეთესად წარმოვიდგინოთ, როგორ უზრუნველვყოთ მომავალი იმ გზით, რომელიც ავირჩიეთ ცხოვრებაში. გენეალოგიის ხეზე მსჯელობა, წინაპართა პორტრეტებზე მედიტაცია. უნდა შევათანხმოთ ოჯახის, სახლის განმტკიცებას. კარგია ამ დღეს მშენებლობის დაწყება. მე-10 დღე დასვენების დღეა. იგი საუკეთესოა რუსული ორთქლის აბანოსათვის.
სოციალური ზეგავლენა:
საკმაოდ სასიკეთო დღეა, განსაკუთრებით ახლობლებთან, კარგად ნაცნობ ხალხთან საქმიანობისათვის. კარგად მიდის წამოწყებანი. ძველი კავშირების გაწყვეტა არ არის რეკომენდებული. განსაკუთრებით საქმიანის.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ყველა ავადმყოფს უმსუბუქდება მდგომარეობა, თვით უიმედოებსაც კი. არ იშიმშილოთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ხდებიან პოპულარულები, უწევთ შორეული მოგზაურობები. ესახებათ ამოცანა იმუშაონ მისტიკაზე. ზოგჯერ ეს მოვლენა ისე გამოიყურება, როგორც ქვეცნობიერის დაძაბულობა. ამ დღეს დაბადებულები, თავის თავში ახალი ენერგიის წყაროს აღმოაჩენენ, ბევრი მათ მიმართავენ დახმარებისათვის, როგორც სიძლიერის წყაროს.
ისინი ვინც განვითარების დაბალ საფეხურზე დგანან, ანგარებიანები არიან, ზედაპირულები, ხშირად იტანჯებიან.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბავშვი დაკავშირებული იქნება თქვენს გვართან, სახელმწიფოსა და სამშობლოს კარმასთან. მას გარანტირებული ექნება წინაპართა და სხვა სულებისაგან მხარდაჭერა. მოგზაური იქნება.
მედიტაცია:
გენიოლოგიური ხე.


მთვარე იმყოფება ,,თხის რქის'' ზოდიაქოს ნიშანში      13.09-ის 13.58 სთ.დან
15.09-ის 16.09-სთ.მდე.
შესაზლოა მიზეზი გახდეს მელანქოლიის, დეპრესიის, დაბალი ვიტალურობის, ხსირია გაციება, რევმატიზმის, კუჭის სეკრულობის, ზოგჯერ მტელი ხერხემლის პრობლემები. შესაძლოა საჭმლის მოულენებლობის პრობლემები.

           
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში  კუროს და ქალწულის ნიშნით დაბადებულებისათვის.

             
ზომიერი წარმატება ექნება თევზების და მორიელის ზოდიაქოს.
             
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ ტყუპების და ლომის  ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.                                                                                                                                                                           თხის რქის და კირჩხიბის   ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან  და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი   სიტუაციები.

             
მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანს.
              
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ვერძის და სასწორის ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
14 სექტემბრის პირველი ნახევარი, 15.38 საათამდე კრიტიკულია, მთვარის მე-9 დღე ისევ ძალასიუ იქნება, ხოლო, აღნისნული საათის შემდეგ მთვარის მე-10 დადებითი დღე იმოქმედებს და წარმატებული იქნება აღნისნული, დღის მეორე ნახევარი.
განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს დილის 9 საათთან ახლოს, 2-3 საათის განმავლობასი. მთვარე ურანის კვადრატურა გამოიწვევს მეტ კატასტროფებს , როგორც ტრანსპორტის საშუალებების, აგრეთვე ელექტრო და კომპიუტერული აპარატურის. ასევე გართულდება ტელესაკომუნიკაციუ სისტემების მუშაობა. შესაძლოა დილის საათებში ამინდის გაუარესება.
როგორც აღვნიშნე, დღის მეორე ნახევარი გაცილებით წარმატებულია ნებისმიერი საქმიანობისათვის, 15.09-ის ღამის 3-7 საათის ჩათვლით.


გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274
Facebook: beso beciashvili

Skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий