მთვარის 21-ე დღე 25.09-ის 22.36 სთ.დან 26.09-ის 23.25 სთ.მდე მოქმედება.
სიმბოლური შესატყვისება:
|
მშვილდოსნის 1-ლი და
მე-12 გრადუსები.
|
სიმბოლო:
|
ცხენი.
|
მოქმედება:
|
ამაღლება.
|
სახელწოდება:
|
ტაძარი,
ტაძრის აგური,
ცხენების
რემა.
|
აღმავლობისა
და წინსვლის მოუთოკავი სწრაფვის დღეა. სიმამაცის, უშიშრობის, თავგანწირვის, შეუპოვრობისა და მიზნის მიღწევის, სპორტული შეჯიბრების დღეა (უმჯობესია სირბილში).
საყოფაცხოვრებო
ზეგავლენა:
კარგია თითქმის ყველა საქმის კეთება. განსაკუთრებით კარგია ქორწინებისთვის და სხვა სამსახურში გადასვლისათვის. სწრაფი აღმასვლა კარიერაში. კარგია მოგზაურობისათვის, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისათვის.
მისტიური
ზეგავლენა:
კეთილშობილ ასპარეზობათა დღეა. სწავლასა და პროფესიონალიზმში შედეგებისა და დასკვნების გაკეთების დღეა. ცუდია მკაცრი და მძიმე საქმიანობისათვის. მარტოობისა და ჩხუბისთვის. რეკომენდებულია საბრძოლო მეცადინეობები, სულიერი საუბრები, სხეულზე მუშაობა, სამართლიანობის მისტიკური დასჯის დღეა. ასტრალური ომების, დონ-კიხოტობის და რაინდობის დღეა. ამ დღეს ფიცის დადება შეიძლება ერთგულებაზე, მაგრამ უნდა ეცადოთ არ მოიტყუოთ. იყავით აქტიური, აბსოლუტურად სამართლიანი და სუფთა. ჯგუფური საქმიანობის დღეა. ხალხის გაერთიანების.
რეკომენდებულია აბაზანა, შხაპის მიღება,
გაკაჟება. შეიძლება მოგზაურობა. ამ დღეს კარგია ახალ სამუშაო ადგილზე გადასვლა.
სოციალური
ზეგავლენა:
გრძნობების გაღვიძების, კეთილშობილების და სამართლიანობის, წესრიგის შეგრძნების დღეა.
21-ე დღეს ადამიანები იღებენ გადაწყვეტილებას შეცვალონ რამე, ანდა დაგროვილი საკითხები გადაჭრან კარდინალურად. ძმობის დღეა. ზოგჯერ ფამილიარობისაც.
სამედიცინო თვალსაზრისით:
ძალიან კარგი დღეა. კარგია ფიზიკური აქტივობა, ფიტოთერაპია, ჰიგიენა, ნებისმიერი გაწმენდა. ამ დღეს ადვილად მოიცილებთ მავნე ჩვევებს ჯანმრთელობის გულისთვის. ეს დღე დაკავშირებულია სისხლმწმენდ სისტემასთან, კერძოდ ღვიძლთან. ამიტომ უკუნაჩვენებია ღვიძლის გადატვირთვა. მოწამვლის დიდი საშიშროებაა. საჭიროა სისხლის გამწმენდი პროცედურები, ბალახების ნაყენები, სტაფილო, კენკრა, ბროწეული. რეკომენდებულია ფიზიკური ვარჯიშები, ჰაერზე ყოფნა.
ამ
დღეს
დაბადებული
ადამიანები:
ხშირად დონ-კიხოტები არიან. ზოგჯერ ამაყები, მათ შორის იშვიათად არიან დიდი გონებრივი ნიჭის ადამიანები. დაბალ დონეზე თავს იჩენს თავგასული ქედმაღლობა, სხვების დაჩაგვრა რომ მოსწონთ. უმაღლესი ტიპი ჴ სუფთა და პატიოსანი რაინდია. სულით ძლიერი, სამართლიანობის დამცველი.
ზეგავლენა
ჩასახვაზე:
შესაძლოა დაგიბრუნდეთ მებრძოლისა და ფანატიკოსის სული. მოსალოდნელია საშიშროება. შრომისმოყვარეობა და მოთმინება იქნება მისთვის დამახასიათებელი. იქნება კეთილშობილი და რაინდი. შესაძლოა პოეტის ნიჭი დაჰყვეს.
მედიტაცია:
სხეულის
ნაწილები, განსაკუთრებით ფეხები.
მთვარე გადავიდა ,,ტყუპების’’
ზოდიაქოში’’ 24.09-ის 11.34 სთ.ზე 26.09-ის 22.24 სთ.მდე.
პრობლემურია ფილტვები,
ბრონქები; ნერვული დარღვევები და სისხლის დაავადებები.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ლომის და ვერძის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მორიელის და თხის რქის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება. მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ქალწულის და თევზების ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
26 სექტემბერი მთლიანობასი
დადებითია და წარმატებული ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.
დილის 9-10 საათზე
მოსალოდნელია საქმესი მოკლევადიანი დაბრკოლება, საერთო არასასიამოვნო და სევდის
მომტანი მოვლენები, უხასიათობა.
11-12 საათიდან, კულმინაცია
15.25 საათი, და სემდგომ 18-19 საათამდე მოცულია დადებითი მოვლენების გამომწვევი
პლანეტარული ვიბრაციებით. ეს კონკრეტულად მთვარის აპლიკაციური ტრიგონია
მერკურისთან.
აღსანისნავი იქნება
საერთასორისო ბირჟებზე სტაბილური მფგომარეობა, დაიდება დიდი და მომგებიანი
გარიგებები სახელმწიფოებს სორის თუ, ზოგადად რიქითი კომერსანტების მიერ პატარა
გარიგებები.
წინ წავა როგორც კომერციული,
ასევე მასმედიის საქმიანობა, ყოველგვარი გადაწყვეტილებების მიღებისათვის, და
საქმის დასაწყებად დადებითი საათებია.
ხელს უწყობს ასეთი ასპექტი
მწერლებს და ყველა იმ ადამიანს ვინც წერით სამუშაოს ასრულებს, გინდ მხათვრულს და
გინდაც ტექნიკურს, მაგალითად დოკუმენტებზე მუშაობა.
საღამო ზომიერად დადებითია,
ხოლო, 21-22 საათიდან 24 საათთან ახლოს, და 27 სექტემბრის ღამის 4-5 საათამდე კრიტიკულია
და სახიფათო როგორც მგზავრობა, ასევე ყველა სახის აქტიურობა. მთარე გადაინაცვლებს
,,კირჩხიბის’’ ზოდიაქოში, რაც, თავისთავად კრიტიკულ საათებს
გვიწინასწარმეტყველებს.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ:
5 93 215274
Facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий