воскресенье, 22 сентября 2013 г.

დღის ასტროლოგიური პროგნოზი. 22 სექტემბერი 2013 წელი.

მთვარის მე-17 დღე 21.09-ის 10.54 სთ.დან 22.09-ის 2-.30 სთ.მდე მოქმედებს.

სიმბოლური შესატყვისება:
სასწორის მე-13 და 24- გრადუსები.
სიმბოლო:
ზარი, ყურძნის მტევანი.
მოქმედება:
ექსტაზი.
სახელწოდება:
ზარი, ყურძნის მტევანი.

ამ დღეს ხდება შინაგანი თავისუფლების შეძენა. დიონისეს მისტერიის დღეა. ძველ საბერძნეთში ამ ღმერთის პატისვისცემად წმინდა ვაკხანალიები იმართებოდა. ეს დაგროვების, ნაყოფიერების, ექსტაზისა და ყოფიერების, სიხარულის დღეა. კარგია ცოლ-ქმრული ურთიერთობებისათვის. წყვილების კონტაქტების, ქეიფების, ბანკეტებისა და წვეულებებისათვის. ყველაზე ნათელი ასპექტი ამ დღისათვის არის სიყვარული, მაგრამ ზომიერების დაცვა არ უნდა დაგავიწყდეთ. ეს დღე ბევრ მოულოდნელობას შეიცავს, უდიდესი არაკონტროლირებადი ენერგიების გამო.

საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ერთფეროვანი, მოსაწყენი საქმისათვის, გადაღლისა და ანგარიშებისათვის. კარგია მოგზაურობისათვის, ვაჭრობისათვის, ქორწინებისათვის. წარმატებულია ქურდებისათვის.
მე-17 დღე კონტაქტების დღეა. მხიარულების და სიმღერის. ჯგუფური ვარჯიშების, ძალისმიერი ასანებისთვის. ამ დღის შედეგები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. მაღალ დონეზე  იდეალური სიყვარულის გასაღების პოვნა, დაბალ დონეზე - თავშეუკავებელი სიგიჟე და ლოთობა.
რეკომენდებულია მშრალი ღვინო.
მისტიური ზეგავლენა:
-
სოციალური ზეგავლენა:
-
სამედიცინო თვალსაზრისით:
ინფექციური დაავადებების გამოვლინების დღეა. ქალებს ფსიქიკა დაძაბული აქვთ. ტრავმისთვის საშიში დღეა. ამ დღეს კარგია ქორწინება. მას დიდხანს ექნება საფუძვლად სიყვარული. საერთოდ, ქორწილისთვის კარგია მე-12, მე-16 და მე-17 დღეები (მე-16 დღეს  ქორწინება დაეფუძნება ჰარმონიულობას, მე-12 დღეს  უმაღლეს სიყვარულს).
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
უზომოდ საჭიროებენ თავის მეორე ნახევარს. მათ დიდი მოთხოვნილება აქვთ ჰყავდეთ ჭეშმარიტი მეუღლე ანდა საყვარელი  პოლარული ენერგიის წყარო. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება იქნება უსუსური და საბრალოდ.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
ბავშვის ჩასახვა მოხდება სიხარულსა და მხიარულებაში, ასეთივე იქნება მისი ხასიათიც, მაგრამ ფრთხილად იყავით, თქვენი შვილი შესაძლოა გაიზარდოს ლოთი და მატყუარა.
მედიტაცია:
ცეკვა.


მთვარე იმყოფება ,,კუროს'' ზოდიაქოს ნიშანში        22.09-ის 2.33 სთ.დან  24.09-ის 11.34 სთ.მდე მოქმედებს.
პრობლემურია ყელის არე . (შესაზლოა თვალების დაავადებების გართულება).




           
აღნიშნული პერიოდი დადებითიაპირველ რიგში  ქალწულის და თხის რქის ნიშნით დაბადებულებისათვის.

             
ზომიერი წარმატება ექნება კირჩხიბის და თევზების ზოდიაქოს.
             
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ სასწორის და მშვილდოსნის ნიშნებსმაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად  დამთავრდება.                                                                                                                                                                           მორიელის  და კუროს   ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთანკოლეგებთან  და ახლობლებთან დაპირისპირებამაგრამ შემდგომ,  ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი   სიტუაციები.

             
ვერძის  ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
                     
შედარებითი გაუმართლებლობასაქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება ტყუპების ზოდიაქოს ნიშანს.
              
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ლომის  და მერწყულის  ზოდიაქოსათვის.

დღის დეტალური პროგნოზი:
22 სექტემბრის ღამის 2.30 საათთან ახლოს პერიოდი კრიტიკულია, მთვარე გადადის ახალ მზოდიაქოსი, დილის საათებიდან დრე ზომიერად დადებითია , ხოლო, სათამოს 10 საათი კულმინაცია, 17 საათიდან 21 საათამდე სედარებითი საქმესი დაბრკოლება შესაზლოა იყოს შესამჩნევი. გვიანი სათამო დადებითია.


გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.

მობ: 5 93 215274


Facebook: beso beciashvili


skype: astrokonsultant

Комментариев нет:

Отправить комментарий