მთვარის მე-19 დღე 23.09-ის 21.08
სთ.დან 24.09-ის 21.50 სთ.მდე მოქმედებას.
|
სიმბოლური შესატყვისება:
|
მორიელის მე-7 და
მე-18 გრადუსები.
|
|
სიმბოლო:
|
-
|
|
მოქმედება:
|
დამარცხება.
|
|
სახელწოდება:
|
ობობა,
ბადე.
|
ნეგატიურია, საკმაოდ მძიმე და საშიში, სატანური დღეა. მთვარე კლებაშია, ამიტომ ბევრი ჯადოქარი ამ დღეს ირჩევს თავისი ბნელი საქმიანობისათვის. ამ დღეს უფრთხილდით მოწამვლას, სულიერ თრობას, დიდი სიფთრთხილეა საჭირო ახალი იდეების მიმართ.
ამ დღეს არ აიღოთ და არ გასცეთ ვალი.
საყოფაცხოვრებო ზეგავლენა:
ცუდია ახალი და რთული საქმიანობის დასაწყებად, ქორწინებისათვის. კარგია მარტო სასეირნოდ ან სამოგზაუროდ.
მისტიური ზეგავლენა:
შავი მაგიის დღეა. უნდა იტიროთ, მოინანიოთ. ეს ყველასთვის ასტრალური განწმენდის (ანუ სულის და სინდისის) ზნეობრივი განწმენდის დღეა.
სასარგებლოა გავიაზროთ ჩვენი საქციელი, თუნდაც გულში მოვინანიოთ, გავთავისუფლდეთ სიცრუისაგან, ამპარტავნებისაგან, სხვისი აზრებისაგან, სატანური ილუზიებისგა. სასარგებლოა კოცონთან ჯდომა (ძველად ამ დღეს კოცონს გადაახტებოდნენ ხოლმე), სანთლის შემოტარება ოთახებსა და ეზოში. უკეთესია კანდელი.
სოციალური ზეგავლენა:
-
სამედიცინო თვალსაზრისით:
კრიტიკული დღეა სულიერი ავადმყოფებისათვის. ამ დღეს ცუდია ავად გახდომა დუნედ და ხანგრძლივად გასტანს. ბევრია მოწამვლა. ამ დღეს თავს შეგახსენებთ ბრმა ნაწლავი.
დღე დაკავშირებულია შემოქმედებასთან: ობობა ადამიანი, ვინც მარტო უპირისპირდება ყველას. შემოქმედი, ინდივიდუალისტი, მარტოხელა, რომელიც აჩვენებს შემოქმედებითი აზრის აღმაფრენას, მაგრამ ალბათ მაინც დაისჯება ბედისგან, სიამაყის გამო.
ამ დღეს დაბადებული ადამიანები:
ბედისგან განებივრებულები არ არიან. განსაკუთრებით ამაყები და ცოდვილები. მარტოობა ელით. გამონაკლის შემთხვევებში ჰარმონიული ადამიანები. ბევრი ლოთია. შესაძლებელია შემცირდეს ან საერთოდ განეიტრალდეს მე-19 დღის ნეგატიკივი, თუკი ადამიანი თავის თავში აღზრდის უმაღლეს ზნეობრივ თვისებებს, ცხოვრებაში იქნება შეუპოვარი, თავმდაბალი და სიკეთის მთესველი.
ზეგავლენა ჩასახვაზე:
არაჩვეულებრივი მაგნეტიური მიზიდულობის იქნება ამ დღეს ჩასახული ბავშვი. ექნება ცხოვრებისეული ძალა, რისკი, შრომისმოვარეობა, პატიოსნება და სამართლიანობა, მაგრამ ასევე იქნება მარტოსული და ჩაკეტილი.
მედიტაცია:
ცეცხლი, სუფთა წყალი, ადამიანი.
მზე გადავიდა ,,სასწორის'' ზოდიაქოში.
მთვარე გადავიდა ,,ტყუპების’’
ზოდიაქოში’’ 24.09-ის 11.34 სთ.ზე 26.09-ის 22.24 სთ.მდე.
პრობლემურია ფილტვები,
ბრონქები; ნერვული დარღვევები და სისხლის დაავადებები.
აღნიშნული პერიოდი დადებითია, პირველ რიგში სასწორის და მერწყულის ნიშნით დაბადებულებისათვის.
ზომიერი წარმატება ექნება ლომის და ვერძის ზოდიაქოს.
საქმეში მერყეობა და სუსტი ჯანმრთელობა ექნებათ მორიელის და თხის რქის ნიშნებს, მაგრამ ბოლოს,ეს პერიოდი მათთვისაც დადებითად დამთავრდება. მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოსთვის მოსალოდნელია ხელმძღვანელობასთან, კოლეგებთან და ახლობლებთან დაპირისპირება, მაგრამ შემდგომ, ამ ორი დღის ბოლო მონაკვეთში,მათთანაც დაფიქსირდება დადებითი სიტუაციები.
კუროს ზოდიაქოს ნიშნისათვის დღე ზომიერად დადებითია.
შედარებითი გაუმართლებლობა, საქმეში ,,ჩაკეტილობის'' შეგრძნება ექნება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანს.
კრიტიკულია აღნიშნული დროის მონაკვეთი ქალწულის და თევზების ზოდიაქოსათვის.
დღის დეტალური პროგნოზი:
24 სექტემბერი დადებითია
ზოგადად.
დილის 11.34 საათთან ახლოს
კრიტიკულია, მთვარე შეიცვლის ზოდიაქოს, და გადადის ტყუპებსი.
13 საათიდან კონკრეტულად
დადებითი და წარმატებული საათებია, ნებისმიერ საქმესი გამართლების მომტანი იქნება
(მთვარე და მზის ტრიგონი), ხოლო. 17-19 საათი უკვე დაბრკოლების და
გაუთვალისწინებელი, ფარული მიზეზებით საქმეში ხელის შეშლის საათებია. საღამო
ზომიერად დადებითია.
გისურვებთ წინსვლას და ბედნიერებას.პატივისცემით ასტროლოგი ბესო ბეციაშვილი.
მობ:
5 93 215274
Facebook: beso beciashvili
skype: astrokonsultant
Комментариев нет:
Отправить комментарий